City News
ეკკო პაუზა
დათო ევგენიძესთან ეს ჩვენი პირველი სტუმრობა არ არის. მის სახლში პირველად "სითის" რუბრიკის, "ფოტოისტორიის" გადასაღებად ვიყავით. იქ, შესვლისთანავე, ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს სამუზეუმო სივრცეში მოხვდი. ბევრი ნახატი, ნოტი, ლექსი, ფოტო, მოხატული კედლები, დათოს ბავშვობისდროინდელი საყვარელი პიანინო და მუსიკა... აქ ბევრ საინტერესო ფოტოს ნახავთ და კიდევ უფრო ბევრ საინტერესო ისტორიას მოისმენთ.

სწორედ ამიტომ, "Ecco პაუზის" გადასაღებად, ამჯერად, მის სახლს ვესტუმრეთ. ოჯახის წევრების, მეუღლის ნინოს და შვილის, ნიკოლოზის გარდა, იქ სტუმრები დაგვხვდნენ. მთელი დღის საქმეების შემდეგ, ოჯახის "Ecco პაუზა" სწორედ ასეთია - სტუმრებით, საინტერესო ისტორიებით და, რაც მთავარია, სტუმრებისთვის შესრულებული საოცარი მელოდიებით. ამჯერად, ჩვენც გაგვიმართლა და დათო ევგენიძემ სპეციალურად "სითისთვის" დაუკრა.

დათო ევგენიძე: 

პირველი არხის მთავარ მუსიკალურ პროდიუსერად დანიშვნის შემდეგ, ბუნებრივია, რომ ჩემი დღის რეჟიმი უფრო დატვირთული გახდა. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ არხზე ქართულ მუსიკას მეტი დრო დაეთმოს. არ დაიკარგოს ის ძველი, რაც გენიალურია და, ამავდროულად, აღმოვაჩინოთ საინტერესო, ნიჭიერი მუსიკოსები. არხზე აუცილებლად უნდა იყოს მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნება - ელექტრონული მუსიკით დაწყებული, კლასიკურით დასრულებული. პირველ არხზე გაჟღერებული მუსიკიდან, ყველანაირი ასაკისა და გემოვნების ადამიანმა უნდა მოისმინოს მისთვის საინტერესო. წელს ჩემი საიუბილეო წელია და გაზაფხულზე სიმღერების საღამოს გაკეთება მინდა, სადაც ის სიმღერები გაჟღერდება, რომლებიც საზოგადოებისთვის არაა ცნობილი. 



ჩემი დღე ყოველთვის განსხვავებულ დროს და განსხვავებული განწყობით იწყება. ძირითადად, დროს ან ტელევიზიაში ვატარებ ან სხვადასხვა საქმეზე. საღამოობით კი, ჩვენთან ოჯახისა და მეგობრების დროა. ამ სახლის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი სტუმრიანობაა. ეს დიდი ოთახი ყველასთვისაა, აქ ყოფნა ყველას უყვარს. მოდიან ჩემი მეგობრები, კოლეგები და ვსაუბრობთ ჩვენთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა თემაზე.


ნინო ჟვანია:

როგორც დათომ აღნიშნა, ჩვენი დღე ყოველთვის განსხვავებულად იწყება. ნიკოლოზი მიდის სკოლაში, ჩვენ _ ჩვენს საქმეებზე. ჩემი მთავარი საქმიანობა, ამ ეტაპზე, დათოს ნამუშევრების - ლექსებისა და ნახატების მაისურებსა და ჩანთებზე გაცოცხლებაა. ნიკოლოზი 13 წლისაა და როგორც მისი ასაკის ბავშვებს, მასაც დატვირთული დღე აქვს - სკოლა, შემდეგ მასწავლებლები. დადის მუსიკაზე და ძალიან უყვარს სპორტი: კრივი, ფეხბურთი და, ზოგადად, ვარჯიში.
საღამოს კი, ყველა ერთად ვიკრიბებით. როდესაც სახლში მხოლოდ ოჯახის წევრები ვართ, ძირითად დროს ჩვენს დიდ მისაღებში ვატარებთ. დათო ლექსებს წერს, მე ვკითხულობ ან ბავშვებთან ერთად ფილმს ვუყურებ. უფრო ხშირად კი, ჩვენი მეგობრები მოდიან. აქ შეკრება და დროის გატარება ყველას განსაკუთრებით გვიყვარს.




ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: LIG Studio

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020
ახალ სიცოცხლეზე დიდი ბედნიერება
რა უნდა იყოს დედამიწაზე. შვილის გაჩენით გამოწვეულ სიხარულს, ალბათ,
მართლა არაფერი შეედრება.
ახალ სიცოცხლეზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს დედამიწაზე. შვილის გაჩენით გამოწვეულ სიხარულს, ალბათ, მართლა არაფერი შეედრება.
10:22 / 13.01.2020
რა ჩავიცვათ ახალი წლის ღუნღულა და
ბრჭყვიალა დღეებში
რა ჩავიცვათ ახალი წლის ღუნღულა და ბრჭყვიალა დღეებში
14:01 / 11.01.2020
ბლოგს, ახლა უკვე ჩემი
ბლოგს, ახლა უკვე ჩემი "ვორლდკლასის", კაფეში ვწერ. ვწერ მათთვის, ვისაც ჯერ არ გაუმარჯვია სიზარმაცეზე და ვისაც მართლა გულით უნდა ეს #IAMWORLDCLASS , მაგრამ რა ქნას?!
13:54 / 11.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
უკან, მომავალში
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
მაკა მახარაძე - სარკევ, სარკევ...
გამოცემა "სითი", სასტუმრო და სპა სივრცე "ლიფერენთი" ყოველთვიურად ახალი, ძალიან საინტერესო რუბრიკით გაგანებივრებთ. აქ თქვენ წაიკითხავთ და ნახავთ ყველაფერს, რაც თავის მოვლას ეხება.
13:46 / 08.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2158
TRY
TRY
1
0.4902
USD
USD
1
2.8818
ამინდი
ბორჯომი -6 °C
img
სოხუმი 1 °C
img
ახალქალაქი -11 °C
img
გამოწერა