City News
MY SPACE / ანი პირველი
ვინ / ანი პირველი


საქმიანობა / ღონისძიებების ორგანიზატორი

კომპანია / მე და ჯაბამ, დიასამიძემ, ადრე, ჩვენთვის, ასე დავარქვით - "პარიზი-ტიფლისი". მოდით, აქაც ასე დავტოვოთ.

პროფესია
/ მარკეტოლოგი

რამდენი წელია, რაც ამ საქმით ხართ დაკავებული?
/დამოუკიდებელი კომპანიის სახით, ორი წელი.



პირველი "ივენთი", პირველი გამოცდილება...
/ 16 წლის ვიყავით მე და ჯაბა, როდესაც თბილისის ერთ-ერთი კლუბისთვის პარიზელი დიჯეი ჩამოვიყვანეთ. იმდენი ხალხი მოვიდა, ბილეთები სულ გაიყიდა. ამას ვერც კი წარმოვიდგენდით. გამოდის, რომ პირეველი გამოცდილება კრახით კი არა, პირიქით, წარმატებით დასრულდა.

ყველაზე გამორჩეული წვეულება, რომელიც თქვენი გაკეთებულია
/ "შატო მუხრანში" კახი ჟორდანიას და ნანიკო კლდიაშვილის ქორწილი. ეს იყო ამ მასშტაბისა და განსხვავებული ესთეტიკის პირველი ქორწილი, ძალიან საპასუხისმგებლო. მართლაც ულამაზესი გამოვიდა. ასევე, ალბათ გამორჩეული იყო მაკა კვიციანის შვილის ნათლობის წვეულებაც.



მთავარი ფერი
/ ალბათ, მაინც წითელი

"ივენთის" მთავარი დეტალი? / თქვენ წარმოიდგინეთ, ყვავილები-არა. მაინც ფერი, რომელიც განსაზღვრავს მის საბოლოო ხასიათს

რისი გაკეთება არ გბეზრდებათ არასდროს / ქორწილების

ოფისი თუ სამუშაო სივრცე? / რა თქმა უნდა, სამუშაო სივრცე.

სად არის თქვენი სამუშაო სივრცე? / ის ყოველ ჯერზე იცვლება. მთავარი მოთხოვნა ამ სივრცისადმი ერთია - ლამაზი და საინტერესო უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ "ალუბალში" ვართ.

მუსიკა - ჩართული თუ სრული სიჩუმე? / მუშაობის დროს, მუსიკა კატეგორიულად არა! მუსიკას სადღაც სხვაგან მივყავარ.

მუშაობისას მარტოობა თუ ბევრი ხალხი? / ბევრი ხალხი, ყაყანი, ლაპარაკი, აზრების გაზიარება! მხოლოდ ამ აურზაურში იქმნება და მოდის არაერთი იდეა.

სამუშაო გრაფიკი / იდეალური სამუშაო გრაფიკი მაქვს, რადგან მას ვადგენ მე. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, მომწონდეს ჩემი საქმე. პროდუქტიული კი, უფრო მეტად დღის მეორე ნახევარში ვარ.



სამუშაო მაგიდა / საშინლად არეული. ახლა `სითისთვის~ ოდნავ გავაკრიალე. რეალურად, ჩემი სამუშაო სივრცე არეულია და გადავსებულია ათასი უსარგებლო ნივთით. მაგიდაზე ყველაზე ბევრი ფურცელია. აი, ამ სხვადასხვა ფურცელზე ვწერ სხვადასხვა რაღაცებს. მერე, ერთს ვნახულობ ერთგან, მეორეს სხვაგან და არის ერთი დიდი გორა ფურცლებისა.

მაშინ, ბლოკნოტი თუ პლანშეტი? / ფურცლები, ფურცლები, ფურცლები...

კომპიუტერი თუ ტელეფონი? / ტელეფონი

კალამი თუ ფანქარი? / კალამი

მუშაობის დროს, ყავა თუ ჩაი? / ყავა მუდამ და ყველგან. ის ჩემი განუყოფელი ნაწილია.

დილა თუ საღამო?
/ საღამო

შთაგონების წყარო...
/ მოგზაურობა, ახალი ადგილები, ახალი ადამიანები



ტექსტი: თინა მამულაიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
გადაღების ადგილი: "ალუბალი"
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020
ახალ სიცოცხლეზე დიდი ბედნიერება
რა უნდა იყოს დედამიწაზე. შვილის გაჩენით გამოწვეულ სიხარულს, ალბათ,
მართლა არაფერი შეედრება.
ახალ სიცოცხლეზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს დედამიწაზე. შვილის გაჩენით გამოწვეულ სიხარულს, ალბათ, მართლა არაფერი შეედრება.
10:22 / 13.01.2020
რა ჩავიცვათ ახალი წლის ღუნღულა და
ბრჭყვიალა დღეებში
რა ჩავიცვათ ახალი წლის ღუნღულა და ბრჭყვიალა დღეებში
14:01 / 11.01.2020
ბლოგს, ახლა უკვე ჩემი
ბლოგს, ახლა უკვე ჩემი "ვორლდკლასის", კაფეში ვწერ. ვწერ მათთვის, ვისაც ჯერ არ გაუმარჯვია სიზარმაცეზე და ვისაც მართლა გულით უნდა ეს #IAMWORLDCLASS , მაგრამ რა ქნას?!
13:54 / 11.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
უკან, მომავალში
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
მაკა მახარაძე - სარკევ, სარკევ...
გამოცემა "სითი", სასტუმრო და სპა სივრცე "ლიფერენთი" ყოველთვიურად ახალი, ძალიან საინტერესო რუბრიკით გაგანებივრებთ. აქ თქვენ წაიკითხავთ და ნახავთ ყველაფერს, რაც თავის მოვლას ეხება.
13:46 / 08.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2158
TRY
TRY
1
0.4902
USD
USD
1
2.8818
ამინდი
ბორჯომი -6 °C
img
სოხუმი 1 °C
img
ახალქალაქი -11 °C
img
გამოწერა