City News
BEAUTY GUIDE
ხშირად, საქმიან ქალებს ყველაფრისთვის რჩებათ დრო, გარდა საკუთარი თავისა. არადა, თავის მოვლა და ფორმაში ყოფნაც რომ მოეთხოვებათ? სწორედ ასეთი საქმიანი და ლამაზი ქალების შესახებ მოგიყვებათ "სითი" მარტის ნომერში.

ჟურნალის უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკა, რომელიც სილამაზეზე, თავის მოვლის საშუალებებზე და ამ სფეროში არსებულ სიახლეებზე გიყვებათ, დღეს იმ ორ აუცილებელ პროდუქტს გაგაცნობთ, რომელიც 21-ე საუკუნის ქალის კოსმეტიკის ჩანთაში აუცილებლად უნდა იყოს. LIERAC ფრანგული ბრენდია, რომლის გამოყენება 30 წლის ზემოთ მყოფი ქალებისთვის აუცილებელია, სახეზე ასაკის კვალი რაც შეიძლება გვიან რომ გაჩნდეს და არსებული ნაოჭები უფრო უხილავი გახდეს. Batiste კი ბრიტანული ბრენდია, რომელიც ინოვაციურ მშრალ შამპუნს წარმოგიდგენთ. ის თქვენს თმას წაყალთან კონტაქტის გარეშე მოიყვანს ფორმაში. ეს ორი ბრენდი, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში GPC-ია, ყოფილმა მოდელმა ნათია შელეგიამ და მისმა შვილმა, კომპანია ANOUKI-ს დირექტორმა - ნუკა ჭაბუკიანმა დატესტეს. შედეგის შესახებ კი, "სითის" მკითხველს უყვებიან.


ნუკა ჭაბუკიანი, კომპანია ANOUKI-ს დირექტორი 




თავის მოვლის ჩემი ყოველდღიური რეჟიმი ობა ძალიან მარტივი და სწრაფია. ცხოვრების რიტმიდან გამოდინარე, სულ სადღაც მეჩქარება. განსაკუთრებით ვუფრთხილდები თმას და სახეს. ვცდილობ მაღალი ხარისხხის პროდუქცია გამოვიყენო და ხშირად ვცვალო, რადგან მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდის მერე, როდესაც კანი და თმა ეჩვევა ამა თუ იმ პროდუქტს, მას ეკარგება ეფექტურობა. სახის მოსავლელად ყოველთვის ვიყენებ დამატენიანებელ პროდუქტებს, რადგან საკმაოდ მშრალი კანი მაქვს და თან რუჯის დიდი მოყვარული გახლავართ. "ლიერაკის" დამატენიანებელი გელ-კრემი, რომელიც გამოვცადე, განსაკუთრებით მომეწონა. არაჩვეულებრივია დილით სახეზე დასატანად, რადგან მისი თხელი ტექსტურა ძალიან სწრაფად ატენიანებს კანს და ადვილად შეიწოვება. ასევე, ის კარგ ბაზას ქმნის მაკიაჟის გასაკეთებლად. რამდენიმედღიანი გამოყენების შემდეგ, სახის კანს ჯანსაღი ელფერი ემატება.




რაც შეეხება თმას, ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მისი მოვლა, რადგან არასდროს შემიღებავს და ძალიან ვუფრთხილდები. სწორი თმა მაქვს. ამიტომ, უპირატესობას ყოველთვის მოცულობის მიმნიჭებელ თმის პროდუქტებს ვანიჭებ. კვირაში ორჯერ ვსტუმრობ სალონს, თუმცა, შესაძლოა, მოულოდნელად დამეგეგმოს ღონისძიებაზე ან შეხვედრაზე წასვლა. სწორედ ასეთი დაუგეგმავი დღეებისთვის არის მშრალი შამპუნი, რომელიც თმას მომენტალურად მოიყვანს ფორმაში. აქამდე მშრალი შამპუნი არასდროს გამომოცდია. რატომღაც მეშინოდა მისი გამოყენება. 




BATISTE ჩემი პირველი გამოცდილებაა, და ის, ალბათ, ჩემი განუყრელი მეგობარი გახდება. ზუსტად ორ წუთში ჩემი თმა იყო მოცულობითი და მბზინავი, თითქოს იმწუთას გამოვედი სალონიდან. ჩემს ჩანთაში ეს პროდუქტი შეუცვლელ ადგილს დაიკავებს, განსაკუთრებით მოგზაურობის და მოდის კვირეულის პერიოდში.


ნათია შელეგია, მოდელი 



უკვე 3 წელია ვიყენებ ფრანგულ ბრენდ "ლიერაკს". განსაკუთრებით მიყვარს "ლიერაკ პრემიუმის" სახის საცხი. მას აქვს ხავერდოვანი ტექსტურა, კარგად შეიწოვება, ატენიანებს და კვებავს კანს. ასევე, აქვს ნაოჭსაწინააღმდეგო ეფექტი, რადგან შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რომელიც ავსებს ნაოჭებს. ამიტომ, ის განკუთვნილია 30 წელს ზევით ქალბატონებისათვის. რაც მთავარია, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც დღისით, ისე ღამით, და არ გჭირდება ორი საცხის შეძენა. მე მშრალი სახის კანი მაქვს და ეს საცხი ძალიან კარგად მიგვარებს სიმშრალის პრობლემას. კანი ყოველთვის დატენიანებული და მოვლილია.



სისტემატურად ვცდილობ გამოვიყენო სახის, თმისა და ტანის მოვლის ხარისხიანი საშუალებები. 3 წელია დავიწყე ვარჯიში, რაც ადრე არ მიყვარდა. შიგადაშიგ მივმართავ მეზოთერაპიასა და დისპორტის ინექციებს. კარგი გენეტიკაც მაქვს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, გენეტიკას თუ არ დაეხმარე, არაფერი გამოვა. თავის მოვლის ჩემს ყოველდღიურობაში აქამდე არ ყოფილა მშარალი შამპუნი. ამ კუთხით, Batiste ნამდვილი აღმოჩენა იყო. ეს არის შეუცვლელი საშუალება, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს ცნობილი სტილისტების მიერ. იგი უამრავი ქალბატონისათვის საყვარელი პროდუქტია. მშრალი შამპუნის უპირატესობა სხვა შამპუნებთან მიმართებაში არის ის, რომ წყლის გამოყენების გარეშე შესაძლებელია თმის მოწესრიგება. თანამედროვე ქალის ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ყოველთვის არ არის მარტივი განიახლო ვარცხნილობა. ხანდახან უბრალოდ არ გაქვს ამის დრო. თმის ყოველდღიური დაბანა თხევადი შამპუნით ზიანს აყენებს თმის სტრუქტურას. ასეთ შემთხვევებში მშრალი შამპუნი შეუცვლელი საშუალებაა.
როდესაც ბოლო მომენტში იგებ მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ, გაქვს საქმიანი შეხვედრა ან სხვა მოვლენა, რომელიც მოითხოვს შენი თმა იყოს ლამაზი და მოვლილი, სწორედ მაშინ გეხმარება Batiste - მშრალი შამპუნის #1 ბრენდი ბრიტანეთიდან.

ტექსტი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: LIG Studio
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020
ახალ სიცოცხლეზე დიდი ბედნიერება
რა უნდა იყოს დედამიწაზე. შვილის გაჩენით გამოწვეულ სიხარულს, ალბათ,
მართლა არაფერი შეედრება.
ახალ სიცოცხლეზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს დედამიწაზე. შვილის გაჩენით გამოწვეულ სიხარულს, ალბათ, მართლა არაფერი შეედრება.
10:22 / 13.01.2020
რა ჩავიცვათ ახალი წლის ღუნღულა და
ბრჭყვიალა დღეებში
რა ჩავიცვათ ახალი წლის ღუნღულა და ბრჭყვიალა დღეებში
14:01 / 11.01.2020
ბლოგს, ახლა უკვე ჩემი
ბლოგს, ახლა უკვე ჩემი "ვორლდკლასის", კაფეში ვწერ. ვწერ მათთვის, ვისაც ჯერ არ გაუმარჯვია სიზარმაცეზე და ვისაც მართლა გულით უნდა ეს #IAMWORLDCLASS , მაგრამ რა ქნას?!
13:54 / 11.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
უკან, მომავალში
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
მაკა მახარაძე - სარკევ, სარკევ...
გამოცემა "სითი", სასტუმრო და სპა სივრცე "ლიფერენთი" ყოველთვიურად ახალი, ძალიან საინტერესო რუბრიკით გაგანებივრებთ. აქ თქვენ წაიკითხავთ და ნახავთ ყველაფერს, რაც თავის მოვლას ეხება.
13:46 / 08.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2002
TRY
TRY
1
0.4900
USD
USD
1
2.8781
ამინდი
ბორჯომი -5 °C
img
სოხუმი 0 °C
img
ახალქალაქი -13 °C
img
გამოწერა