City News
HOME BY TEONA
ერთია, ათასობით დიდი და პატარა გოგოებისთვის სილამაზის ყუთები ააწყო და მეორე, დათანხმდე "სითის" თხოვნას და პირველმა გახსნა რუბრიკა "სახლი ჩემი ხელწერით". თეონა იმიტომ, რომ მის გემოვნებას ბევრი ენდობა. მისი ლამაზი სახლი მართლაც ძალიან გამორჩეულია. ის ყველაზე ზუსტად შეასრულებს დასახულ ამოცანას - ერთმანეთის პარალელურად შექმნას დაბალბიუჯეტური და შედარებით მაღალი ბიუჯეტის მქონე სივრცეები. ეს ამბავი "ლაბორატორია ჩემი სახლის" შოურუმში ხდება. კერძოდ კი, მის მესამე სართულზე.
მისაღები სივცე

სითი : თეონა, როგორ ააწყვეთ ეს სივრცე? 

თეონა თავართქილაძე: როგორც კი შევხედე ამ სამეულს, უცებ კარგ ხასიათზე დავდექი. ის ხავერდისაა და ძალიან ლამაზია. როგორც ხედავთ, წითელი ტორშერის სახით შემოდის კიდევ ერთი ფერი, კედელი კი ჩამქრალი მწვანეა. ფერების სიმრავლის მიუხედავად, არ გამოვიდა შუქნიშანი, ვინაიდან ზღვარი დაცულია. ნებისმიერ სფეროში და, მით უმეტეს, ავეჯის დიზაინში, ფერთა აჭრისას მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა. წითელი აქ მინიმალურად შემოდის და მთელი აქცენტი ყვითელ სამეულზეა გადატანილი.

სითი : ამ ყვითელ სავარძელს და დივანს შეურჩიეთ მორუხო-მოლურჯო სავარძელი, რატომ?

თეონა: იმიტომ, რომ სამეულის სამივე კომპონენტი ყვითელი რომ ყოფილიყო, ეს დიდ ყვითელ ლაქად გადაიქცეოდა, რაც არ მინდოდა. ერთ-ერთი სავარძელი სხვა ფერის უნდა ყოფილიყო. ამ სავარძელს, რომლის ფერი ჩემთვის სადღაც მწვანეშიც გადადის, ფერის გარდა, ფორმაც აქვს სხვა და საინტერესო. ფორმების განსხვავებულობა ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე სიმეტრიულად დალაგებული ერთნაირი სავარძლები.




სითი : ძალიან მოგეწონა ყავის მაგიდა ბორბლებზე. რით მოგხიბლა მან?

თეონა: მაგიდა მასიური ხისგან არის დამზადებული, მძიმეა, ხოლო ბორბლებმა მას თანამედროვე შტრიხი მისცა. ასეთ პატარა დეტალებს სახლის დიზაინში დიდი მნიშვნელობა აქვს.

სითი : ამ ბიუჯეტურ სივრცეში თქვენ შემოიტანეთ შედარებით მაღალფასიანი მაგიდა, რატომ? რა შესძინა ამ მაგიდამ სამეულს?

თეონა: ჩემი აზრით, ამ მაგიდამ შედარებით დაბალბიუჯეტიანი სივრცის ხარისხი კიდევ უფრო ასწია. აქ რომ სხვა მაგიდა დაგვედგა, შეიძლება ყველაფერი დაკარგულიყო. ამ მაგიდამ აქცენტი თავისკენ წაიყვანა. მოდის სამყაროშიც ასეა: ყველაზე აქტუალური და გემოვნებიანი სწორედ მასმარკეტისა და ძვირადღირებული ბრენდების არევაა, მოგვწონს, როდესაც H&M-სა და "ივ სენ ლორანს" ვმიქსავთ, ავეჯის დიზაინშიც ზუსტად იგივე პრინციპები მუშაობს.

მასიური ხის მაგიდა
აქსესუარები




სითი : აქაც თქვენი არჩევანი მასიური ხის მაგიდაზე შეჩერდა. ოღონდ, ის დიდი ზომისაა და, უნდა ვივარაუდოთ, განკუთვნილია საკმაოდ დიდი მისაღები ოთახისთვის.

თეონა: მძიმე ხე ჩემი სიყვარულია. მაგიდა ძალიან მომეწონა. ფორმა აქვს Wild (ველური), უფრო სწორად კი, ბუნებრივი. დიდი მორი თითქოს ტყიდან არის წამოღებული და დადებულია მაგიდის სახით. მომწონს ის, რომ ის იტევს და იხდენს დიდ და მასიურ აქსესუარებს, ჭურჭელს, მომწონს როგორ იხდენს ანთებულ სანთლებს საშანდლეებზე, რომლებიც, მგონი, უკვე "ლაბორატორია ჩემი სახლის" სავიზიტო ბარათად იქცა და ყველას უყვარს. ხეს უხდება შუშა, ცოტა ოქრო... ამ პრინციპით შევარჩიე აქსესუარები.
ხავერდის კუთხის დივანი და ფერების თამაში




სითი : ამჟამად მაღალი ბიუჯეტის მქონე სივრცეს მივადექით. არჩევანი ამ კუთხის დივანზე გაკეთდა. რატომ?

თეონა: ინტერიერში მიყვარს სხვადსხვა ტექსტილის არევა. დროთა განმავლობაში, სახლის აწყობისას უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ სითბოს, კომფორტს, სიმყუდროვეს. ხე და ტექსტილი ჩემში სწორედ ამ სითბოსა და სიმყუდროვის განცდას ტოვებს. ხავერდი კიდევ უფრო განსაკუთრებულად თბილია ჩემთვის. ეს ფერი ძალიან მომწონს, ის რაღაც კიდევ უფრო სხვანაირი მწვანეა, თითქოს. კუთხის დივანს წინ მივუდგი ლატუნის ე.წ. `მორები~, რომელმაც აირეკლა მწვანე და ფანტასტიკური ფერი მიიღო. ამას დაემატა თანამედროვე სავარძლები, საიდანაც ყავისფერ-ვერცხლისფერი ფერები წამოვიდა. ნივთებისა და ფერების ერთობლიობამ, ჩემთვის ამ სივრცის თანამედროვე სურათი შექმნა.

სითი : გამოდის, რომ აქსესუარების შერჩევისას იმაზეც კი უნდა იფიქრო, როგორ აირეკლავს მისი ზედაპირი ფერებს.
თეონა: რა თქმა უნდა. მითუმეტეს, თუ პრიალაა ზედაპირი. მნიშვნელოვანია რა დგას ახლოს. ეს "მორები" ანუ ყავის მაგიდები ცალკე რომ ვნახოთ, მათ სულ სხვა ფერი ექნებათ. აქ ხავერდის დივანის სიმწვანე აიღეს და ანარეკლით კიდევ უფრო საინტერესო ფერი მიიღეს. ასეთ ეფექტს მეც არ ველოდი. როდესაც ექსპერიმენტები ამართლებს, პროცესი ასმაგად საინტერესო ხდება.




მწვანე ფერის კუთხის დივანი გასაშლელი მექანიზმით. ზედაპირი დაფარულია ხავერდის ქსოვილით (5100 ლარი)
სავარძელი: ნატურალური ტყავის, მეტალის ზურგით (3200 ლარი)
თუნუქისგან დამზადებული დაბალი ყავის მაგიდები. მცირე ზომის მაგიდა, 990 ლარი, დიდი ზომის - 1250 ლარი

სითი : საძინებლის საზურგე ხავერდისაა, მას გვერდით, ფანჯრის რაფაზე, ოდნავ დაბურული სარკე და აქსესუარები მიადგით. მოგვიყევით რით ხელმძღვანელობდით.

თეონა: ძალიან მომეწონა ჭუჭყიანი ვარდისფერისა და მწვანე ფერის სინთეზი. ამ პერიოდში მომწონს მწვანე და ყვითელი ფერები. რაც შეეხება სარკეს, ჩემთვის საძინებელი ცოტა დაბურული უნდა იყოს. სარკეც ასეთი შევარჩიე. ეს უფრო ქმნის ერთგვარ "ბუდუარულ" განწყობას საძინებელში.
სითი : მოდით, თქვენს საყვარელ ტექსტილზე ვილაპარაკოთ. მაგალითად, ამ ხავერდის საწოლს ხავერდისავე გადასაფარებელს არ გადააფარებდით, არა?

თეონა: არცერთ შემთხვევაში. ჩემს საწოლსაც დიდი ხავერდის ზურგი აქვს, გადასაფარებელი კი არის აბრეშუმის - კოტონის.
სითი : ერთგვაროვანი ტექსტილი არ არის საინტერესო?

თეონა: მგონია, რომ არა. ყოველთვის ჯობია სხვადასხვა ფაქტურით ითამაშოთ. "ლაბორატორიაში" ტექსტილის დიდი არჩევანია. ამ საძინებლის შემთხვევაში მე იისფერ გადასაფარებელს ავირჩევდი, კედლის ფერთან ოდნავ მიმსგავსებულს.
სითი : რა დანიშნულება აქვთ აქსესუარებს საძინებელში - დეკორატიული თუ ფუნქციური?

თეონა: ეს ორი ლარნაკი დეკორატიულია, სარკეს მოუხდა. ჩემი საძინებელი რომ იყოს, ამ ლარნაკებს ბევრი აქსესუარი დაემატებოდა, ფუნქციურიც და არაფუნქციურიც.


ფოტო: LIG Studio
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
ცნობილი ნორვეგიული
ბრენდი საქართველოში
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი საქართველოში
07:17 / 05.06.2020
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4593
TRY
TRY
1
0.4460
USD
USD
1
3.0624
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა