City Events
"თბილისი ჰილსი" - გოლფის სეზონი გახსნილია
ეს ამბავი აპრილის 13 რიცხვში მოხდა. "თბილისი ჰილსის" ტერიტორიაზე გოლფის სეზონის გახსნის აღმნიშვნელი ღონისძიება ორ დღეზე გაიწერა, პირველი დღე უფროსებისთვის, მეორე-უფროსებისა და ბავშვებისთვის. პროგრამა იდეალურად იყო მოფიქრებული და ჩატარებითაც იდეალურად ჩატარდა ამ, მართლაც ორგანულ და ფანტასტიკურ ადგილზე.


სტუმრებს "თბილისი ჰილსის" შესასვლელში ოფიციალური ბანერი ელოდებოდათ, რომელზეც გოლფის მოთამაშე სიმპათიური ვეფხვი პოზირებდა. ეს ახალი მარკეტინგული კამპანიის ნაწილია, რომლის შთაგონების წყარო მსოფლიოში ცნობილი გოლფის მოთამაშე, სპორტსმენი და მილიონერი, ელდრიკ ტონ ვუდსია, ცნობილი მეტსახელით, ტაიგერ ვუდსი. 





ოლეგ ოსინოვსკი, "თბილისი ჰილსის" დამფუძნებელი, გოგა თხელიძე (თიბისი ბანკი, გენერალური დირექტორის მოადგილე)

ღია ტერასაზე, სასიამოვნო მუსიკისა და ძალიან გემოვნებიანი და გემრიელი ფურშეტის ფონზე, სტუმრები "თბილისი ჰილსის" ხედებით ტკბებოდნენ. წინ გოლფის ხასხასა მწვანე მინდვრები იშლებოდა, სადაც უზარმაზარი სცენა იყო აღმართული. საღამო ცნობილ მუსიკოსს დავით ალადაშვილს მიჰყავდა, რომელიც დროდადრო სცენას საინტერესო პერსონებს უთმობდა. 




ზაქარია ავალიანი (GSE)  შვილთან ერთად

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა შეკრებილ საზოგადოებას ოლეგ ოსინოვსკიმ, AS Skinest Group-ის და "თბილისი ჰილსის" მმართველმა, მთავარმა ინვესტორმა და დამფუძნებელმა. მისი ინფორმაციით, თბილისი Tbilisi Hills Golf & Residences ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების 30 პროცენტი უკვე გაყიდულია და ეს პროცესი საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. უკვე დასრულდა სამი კერძო სახლი, დაწყებულია "თაუნ ჰაუზებისა" და აპარტამენტების მშენებლობა. "ჩვენი კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს ენერგოეფექტურობას. ამიტომ, მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟდა ეკომეგობრული განათება", - განმარტა ოლეგ ოსინოვსკიმ და დაამატა, რომ აპარტამენტების გაყიდვა ოფიციალურად 15 აპრილიდან დაიწყო.




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულია

სასიამოვნო ინფორმაცია ამცნო "თბილისი ჰილსის" ხელმძღანელობამ "თიბისი ბანკის" მომხმარებლებს: მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, "თიბისი ბანკის" მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ექსკლუზიურ ფასად შეიძინონ საცხოვრებელი ამ უნიკალურ კომპლექსში. 




ოლეგ ოსინოვსკი მეუღლესთან, ანასთასია უდალოვასთან ერთად მასპინძლობენ ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულია



ვახტანგ ბუცხრიკიძე (თიბისი ბანკი) მეუღლესთან, რუსა მაისურაძესთან ერთად



ლევან ფხაკაძე (ვისოლ ჯგუფი) მეუღლესთან, თეა დარსაძესთან და თამუნა ფოფხაძესთან ერთად



ვახტანგ ბუცხრიკიძე (თიბისი ბანკი), სოსო ფხაკაძე (ვისოლ ჯგუფი)

ინფორმაციულ გამოსვლებსა და ექსკურსიას თან ახლდა სასიამოვნო და ძალიან სახალისო მასტერკლასები გოლფის სწავლების მსურველებისათვის. იმ დღის სტუმრებისთვის მოქმედებდა სპეციალური ფასდაკლება გოლფის კლუბის წევრობასა და შემსწავლელ კურსებზე. მშობლებს აინტერესებდათ საყურადღებო ინფორმაცია _ როდიდან და რა პირობებით შეიძლება მათი შვილების გაწევრიანება "თბილისი ჰილსის" გოლფ კლუბში. ინტერესი გოლფის მასტერკლასებისადმი უდიდესი იყო. "პირველად თამაშობ" - ეკითხებოდნენ ერთმანეთს ცნობილი ბიზნესმენები, სპორტსმენები თუ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები. უკლებლივ ყველა მონაწილეს უნდოდა ამ შანსის გამოყენება - ეთამაშა გოლფი და, ამავდროულად, დამტკბარიყო მათ წინ გადაშლილი ულამაზესი ხედებით.




პოლ ჰოლი (თბილისის გოლფკლუბის დირექტორი), ანასტასია უდალოვა, ელენა რუზგი, ოლეგ ოსინოვსკი და დათუნა ალადაშვილი







ბენო ქაშაკაშვილი ოჯახთან ერთად



ნინი ზარქუა, ნინა და ლალო დოლიძეები



ირაკლი  ჭყონია, ნათია შელეგია, ინგა სიჭინავა, ნინო ცქიტიშვილი, მარიამ რუსიშვილი, ნუკა ჭაბუკიანი



ჯაბა მამულაშვილი, თამარ კიკვაძე, გიორგი მარი

გოლფი, ცხოვრების სტილია. ისევე, როგორც ის უნიკალური კონცეფცია, რომელსაც "თბილისი ჰილსი" მის მომავალ მობინადრეებს სთავაზობს - თუ თქვენ გიყვართ ჯანსაღი ცხოვრების სტილი, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგია, თუ ენერგოეფექტურობა თქვენთვის ცარიელი სიტყვები არ არის, თუ ურბანულ ხედს 180 გრადუსზე გაშლილი ულამაზესი ხედები გირჩევნიათ, თუ სუფთა ჰაერი და კომფორტი თქვენთან თავსებადი ცნებებია და ბოლოსდაბოლოს, თუ გოლფი, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრებისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, მაშინ სწორ არჩევანს აკეთებთ: თქვენი საცხოვრებელი ადგილი არის აქ და მას ჰქვია თბილისი Tbilisi Hills Golf & Residences! 



ნატალია ლუჩანინოვა, გიორგი მარი, დავით რაფავა, თამუნა ფოფხაძე, რუსკა ბალაძე



ნინო ცქიტიშვილი, ინგა სიჭინავა, ნათია შელეგია



გოგა თხელიძე, დავით ბეჟუაშვილი ინდუსტრიული ჯგუფის "ჯი-აი-ჯი" დამფუძნებელი







ნინო ელიავა, ანი მოქია




ნინულია ასათიანი, ანი გელაშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვისვენებთ საქართველოში და ვეხმარებით ჩვენს
თანამემამულეებს, ჩვენს ტურიზმს, და ჩვენს რეგიონებს.
ვისვენებთ საქართველოში და ვეხმარებით ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ტურიზმს, და ჩვენს რეგიონებს.
09:58 / 22.06.2019
"სუავინექსი" ბავშვთა მოვლისა და აქსესუარების ესპანური ბრენდია, რომელიც 1983 წლიდან ზრუნავს პატარებზე და მათთვის ფუფუნების სამყაროს ქმნის.
10:05 / 11.06.2019
ბრენდი, რომლის ფილოსოფია
კონტრასტების და კანადურ-იტალიური ფესვების ჰარმონიული კომბინაციაა,
მუშაობს გულმოდგინედ და თამაშობს მკაცრად. ეს
ბრენდი, რომლის ფილოსოფია კონტრასტების და კანადურ-იტალიური ფესვების ჰარმონიული კომბინაციაა, მუშაობს გულმოდგინედ და თამაშობს მკაცრად. ეს "დისქვეარდია", კანადელი ტყუპი ძმების - დინ და დენ კეიტონების მიერ დაარსებული. ეს არის სახელი, რომელიც ახალ ტენდენციებს აყალიებებს, არასადროს კარგავს აქტუალობას და სიახლის შექმნის სიყვარულს. სწორედ ამ მიდგომით იქმნება სიახლეები "დისქვეარდის" მოდის თუ პარფიუმერიის სამყაროში.
09:09 / 09.06.2019
2000 წლის შემდეგ დაბადებულების
თაობა წელს სკოლას ამთავრებს და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება.
2000 წლის შემდეგ დაბადებულების თაობა წელს სკოლას ამთავრებს და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება.
14:41 / 07.06.2019
2000 წლის შემდეგ დაბადებულების
თაობა წელს სკოლას ამთავრებს და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება.
2000 წლის შემდეგ დაბადებულების თაობა წელს სკოლას ამთავრებს და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება.
14:41 / 07.06.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ვისვენებთ საქართველოში!
ვისვენებთ საქართველოში და ვეხმარებით ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ტურიზმს, და ჩვენს რეგიონებს.
09:58 / 22.06.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2019 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1838
TRY
TRY
1
0.4858
USD
USD
1
2.7945
ამინდი
ბორჯომი 18 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა