City News
სახლი ნინოს აქცენტებით
როდესაც დიდი სახლისა და დიდი ოჯახის საქმიანი დიასახლისი ხარ, დროის მენეჯმენტისა და პრაქტიკულობის გარდა, ინფორმირებულიც უნდა იყო. რაც მეტი ცოდნა გაქვს, მით მეტ დროს ზოგავ. ნინო ცქიტიშვილი ოთხი შვილის დედაა. ბავშვების ინტერესები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. განსხვავებულია მათი ცხოვრების სტილიც. შესაბამისად, სახლი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეწყობა.


ნინო "ლაბორატორია ჩემს სახლს" სააღდგომო დღესასწაულის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე ეწვია. ნინო, ტრადიციულად, საახალწლო პერიოდის არ იყოს, ეცნობა ახალ კოლექციებს და ყოველწლიურად აახლებს მათ. ამჯერად, "ლაბორატორია ჩემი სახლის" სააღდგომო აქსესუარებისა და ჭურჭლის კოლექცია სრულიად გამორჩეული და მოულოდნელად ნაზი ფერებისაა. საერთოდ ვერ ნახავთ წითელ-მწვანე ფერის სიმრავლეს, პასტელური ფერების გრადაცია ჭარობობს და ულამაზესი თეთრი ჭურჭელი. ნინო სახლისათვის აქსესუარებს დიზაინერის დახმარებითა და მითითებებით არჩევდა. მოდით, ერთად ვნახოთ რა გამოვიდა. 



სააღდგომო მაგიდა

ისეთი დღესასწაულის სუფრა, როგორიც აღდგომაა, ოჯახური და ტრადიციული უნდა იყოს, ოდნავ დახუნძლულიც. მომწონს, როცა სიმრავლის მიუხედავად, ფერთა გამა ისეთია, თვალს არ ჭრის. აი, ეს თეთრი, დიდი ქათმის ფორმის ჭურჭელი იდეალურია, მაგალითად, ჩაქაფულისთვის. საინტერესო და ტევადი იქნება ის ფლავისთვისაც, ძალიან ლამაზი იქნება ის სუფრაზე. მომწონს პატარა, ქათმის ფორმის წვნიანის ჭურჭელიც. ღრმა თეფშის ფუნქცია აქვს და ის შეიძლება ინდივიდუალურად დავუდოთ თითოეულ სტუმარს. ძალიან ორიგინალური სერვირება გამოგვივა. კვერცხის ფორმის თეთრი ჯამი თავისი თავსახურით იდეალურია წითელი კვერცხების ჩასადებად. გვერდზე კი, შეიძლება ეს თეთრი საპასკე თეფში დავდგათ. ოპტიმალური ფორმა აქვს: დგას მაღალ ფეხზე, ზედაპირი კი წრიული აქვს - იდეალურია პასკისათვის. სააღდგომო აქსესუარებიდან მომეწონა ღია ფერის ჭურჭელი, სადაც კვერცხიც მოთავსდება და ჯეჯილიც. ყველა ეს აქსესუარი, დეკორატიული ფაიფურის კვერცხების გარდა, სხვა შემთხვევაშიც გამოდგება. თან, ვიმეორებ, ეს რბილი, პასტელური ფერები, ერთი ნახვით გაყვარებს ამ აქსესუარებს. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ შანდლებს. "ლაბორატორია ჩემი სახლი" უკვე წლებია ამკვიდრებს სახლის მოწყობის საკუთარ სტილს. შემოაქვს ახალი კოლექციები. მაგალითად, ყველას გვახსოვს და ვიცით "ლაბორატორიას" ცნობილი დიდი, ოქროსფერი შანდლები. იმდენად ლამაზი შანდლებია, რომ ნებისმიერ ინტერიერს თავის აქცენტს სძენს. ამჯერად, ჩემი ყურადღება მიიპყრო ახალი სტილის შანდლებმა. ისინიც პასტელური ფერებისაა, განსაკუთრებით ლამაზია ნუშისყვავილისფერი, გაზაფხულს უხდება ძალიან და ვფიქრობ, ულამაზესი იქნება სააგარაკო გარემოში. ეს შანდლები ძალიან მომწონს!




ო, სარკევ, სარკევ... 

ეს ჩემთვის ყველაზე ორგანული და კომფორტული სივრცეა იმის მიუხედავად, რომ ძალიან გაპრანჭულია. გლამურული ზონაა, სავსე სხვადასხვა ფორმის ორიგინალური სარკით. ზოგადად, ძალიან საინტერესო მგონია ერთ კედელზე ამ ტიპის სარკეებით თამაში. თუმცა, ცხადია, მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა. ამ სივრცის ნამდვილი ვარსკვლავია ეს ულამაზესი ჭაღი. "ლაბორატორია ჩემი სახლი" ამ ბოლო დროს ჭაღების საოცრად საინტერესო კოლექციას გვაცნობს. პირადად მე, რამდენიმე ჭაღი მომწონს. აქ მასიური ჭაღებია და, ბუნებრივია, მოითხოვს მაღალ ჭერს და დიდ სივრცეს. შედარებით ნაკლებ სივრცეს მოითხოვს ეს მრავალდონიანი მაგიდა. ის ძალიან საინტერესო და ფუნქციონალურ შტრიხს სძენს ნებისმიერ ინტერიერს. მე ეს სინთეზი მომწონს - დამჯდარი ოქროსფერისა და ოდნავ დაბურული შუშის. ეს შეიძლება იყოს მაგიდა ყავის დასალევად, აქსესუარების დასაწყობად. შეიძლება ლამაზი ინტერიერის მაღაზიას ან სამუშაო სივრცესაც მოუხდეს. ამ ყველაფერს ძალიან უხდება სანათი ხავერდის ქუდითა და ეს ვარდისფერი მაღალი სკამი.



აზიური კუთხე

ფანტაზიის უდიდეს გასაქანს აძლევს დიასახლისს ეს სივრცე, რომელსაც აზიური კუთხე დავარქვით. დავიწყოთ ჭურჭლით: ძალიან აქტუალურია სუფრის გაწყობა სხვადასხვა თეფშით, როდესაც დიდი და საშუალო თეფში განსხვავდება ერთმენთისგან. ორიგინალურია ეს ხელსახოცის ჩასადებები, რომლებიც ამ შემთხვევაში გამოყენებულია როგორც დანა-ჩანგლის აქსესუარი. ეს ბოლო პეროდი, ასევე აქტუალურია ინტერიერში ცხოველების და ფრინველების გამოსახულებები. მომწონს ეს მასიური ცხენი, რომელიც იპყრობს თქვენს ყურადღებას და კარგი აქცენტი იქნება ინტერიერში. თან, მისი ფერი ოდნავ აბალანსებს ოქროსფერის სიჭარბეს ამ მაგიდაზე. ძალიან აქტუალურია პანოები. ის აქ, "ლაბორატორია ჩემს სახლში", სხვადასხვა ფერითა და ნახატითაა წარმოდგენილი. პანოთი თამაში შეიძლება მრავალმხრივ: კედლის გაფორმება, ჰაეროვანი კედლის შექმნა, სივრცის გაყოფა. მასთან ბმაშია ხავერდის დივანი და ასევე ხავერდის ულამაზესი ბალიშები, სიმპათიური ხოჭოებით.


ტექსტი: მარიკა ხოფერია
ფოტო: ლეკო ჭყონია
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვისვენებთ საქართველოში და ვეხმარებით ჩვენს
თანამემამულეებს, ჩვენს ტურიზმს, და ჩვენს რეგიონებს.
ვისვენებთ საქართველოში და ვეხმარებით ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ტურიზმს, და ჩვენს რეგიონებს.
09:58 / 22.06.2019
"სუავინექსი" ბავშვთა მოვლისა და აქსესუარების ესპანური ბრენდია, რომელიც 1983 წლიდან ზრუნავს პატარებზე და მათთვის ფუფუნების სამყაროს ქმნის.
10:05 / 11.06.2019
ბრენდი, რომლის ფილოსოფია
კონტრასტების და კანადურ-იტალიური ფესვების ჰარმონიული კომბინაციაა,
მუშაობს გულმოდგინედ და თამაშობს მკაცრად. ეს
ბრენდი, რომლის ფილოსოფია კონტრასტების და კანადურ-იტალიური ფესვების ჰარმონიული კომბინაციაა, მუშაობს გულმოდგინედ და თამაშობს მკაცრად. ეს "დისქვეარდია", კანადელი ტყუპი ძმების - დინ და დენ კეიტონების მიერ დაარსებული. ეს არის სახელი, რომელიც ახალ ტენდენციებს აყალიებებს, არასადროს კარგავს აქტუალობას და სიახლის შექმნის სიყვარულს. სწორედ ამ მიდგომით იქმნება სიახლეები "დისქვეარდის" მოდის თუ პარფიუმერიის სამყაროში.
09:09 / 09.06.2019
2000 წლის შემდეგ დაბადებულების
თაობა წელს სკოლას ამთავრებს და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება.
2000 წლის შემდეგ დაბადებულების თაობა წელს სკოლას ამთავრებს და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება.
14:41 / 07.06.2019
2000 წლის შემდეგ დაბადებულების
თაობა წელს სკოლას ამთავრებს და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება.
2000 წლის შემდეგ დაბადებულების თაობა წელს სკოლას ამთავრებს და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება.
14:41 / 07.06.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ვისვენებთ საქართველოში!
ვისვენებთ საქართველოში და ვეხმარებით ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ტურიზმს, და ჩვენს რეგიონებს.
09:58 / 22.06.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2019 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1838
TRY
TRY
1
0.4858
USD
USD
1
2.7945
ამინდი
ბორჯომი 18 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა