City News
GREEN THE COLOUR OF LIFE
ანი ბებია, მსახიობი

ფართო აუდიტორიამ პირველად გაიცნო სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა". ძალიან შთამბეჭდავი იყო ის ემოციები, რომელიც ნუცას ამბავს გადმოსცემდა. გარკვეული დროის შემდეგ, სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ნინოს როლით გაიელვა. ერთ-ერთ მთავარ გმირს, შავლეგო მადლიანს მოსწონდა. სერიალში მათი ურთიერთობა არ შედგა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ანი ბებიას და შავლეგოს როლის შემსრულებელ ილო ბეროშვილს რეალური სიყვარული აქვთ. ეს მცირე გაელვება სერიალში, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყველას დამახსოვრებოდა საოცრად საინტერესო გარეგნობის მქონე გოგო. როდესაც ვფიქრობდი Be Natural-ის გმირზე, მაშინვე ანი ბებია გამახსენდა, რადგან სწორედ ასეთია მისი სტილი და გარეგნობა.

პირველი როლი - სტუდენტობის დროს, თუმანიშვილის თეატრში, გოგა პიპინაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლ "დრაკონში" ელზა ვითამაშე.
საყვარელი ფერი - ყველა ფერი მიყვარს.
შავ-თეთრი თუ ჭრელი - ვგიჟდები შავ-თეთრ ფოტოებზე და ვიდეოებზე, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ფერადი და ჭრელი მომწონს.
სიყვარული - სიყვარული არის ცხოვრების მამოძრავებელი ძალა.
ანი და ილო - რადიოში გავიცანით ერთმანეთი და დიდი ხნის შემდეგ დავიწყეთ მიწერ-მოწერა და შეხვედრები.



მაკიაჟი - ბუნებრივი თუ მკვეთრი - ზოგადად, არ მიყვარს მაკიაჟი. თუ აუცილებელია, მაშინ ბუნებრივი.
ზღვა თუ თოვლი - არ მიყვარს თოვლი. მარტო შორიდან, ფილმებში მომწონს. ასე რომ, ზღვა. თან, ზღვა ძალიან ემოციურია ჩემთვის. თოვლი - ნაკლებად.
საოცნებო როლი - ასეთი არ მაქვს. თუმცა, ძალიან მინდა შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარში" პაკის თამაში და წლების შემდეგ, იბსენის "თოჯინების სახლში" - ნორასი.
დრამა თუ კომედია - ძირითადად, დრამაში ვთამაშობ. კომედიის ფუფუნება არ მაქვს და ვერ შევადარებ.
კინო თუ თეატრი - ორივე.
დილა თუ საღამო - განწყობას გააჩნია. დილა საოცრებაა, სავსეა ემოციებით, საღამო კი, მშვიდი და წყნარი.
თვალები თუ სხეული - რა თქმა უნდა, თვალები.
ყავა თუ ჩაი - ყავა.
ინდოეთი თუ ჩინეთი - მიჭირს თქმა, არცერთში ვყოფილვარ, მაგრამ, ალბათ, ინდოეთი.
ზღვა თუ მთა - ზღვის ძალას და ენერგიას ვერ ვუძლებ. მთა უფრო მშვიდია, ამიტომ - მთა.
ბავშვობა თუ სტუდენტობა - სტუდენტობა
ტელევიზორი თუ ტელეფონი - ტელეფონი
კედი თუ ქუსლიანი ფეხსაცმელი - უპირობოდ, კედი.



პროექტის ავტორი: მარიამ ნანეიშვილი
ფოტო: ირა კურმაევა
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
STUDIO BY SHOES GALLERY
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ
მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ
ასეთ სახლში მასპინძლობს
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ ასეთ სახლში მასპინძლობს "სითის" გუნდს ჩვენი თაობის ყველაზე გამორჩეული ხელოვანი, რუსუდან ფეტვიაშვილი. "სითიში" ის უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, "ეკკო პაუზის" სტუმარია.
14:22 / 17.05.2019
"რიჟრაჟზე სანადიროდ გასულს, ჭალებში ლურჯი ფრინველი აგიფრინდა.
14:41 / 12.05.2019
ბევრი ვიარე თუ ცოტა, მე ის
ვიპოვე. უფრო ზუსტად კი მინდა მჯეროდეს, რომ ისაა სწორედ ჩემი
ნამდვილი სიყვარული - იოგა
ბევრი ვიარე თუ ცოტა, მე ის ვიპოვე. უფრო ზუსტად კი მინდა მჯეროდეს, რომ ისაა სწორედ ჩემი ნამდვილი სიყვარული - იოგა "ლიფერენტისა". მოდით, ყველაფერს თავიდან გიამბობთ.
18:41 / 08.05.2019
გამომწყვდეული თავისუფლება
გამომწყვდეული თავისუფლება
18:28 / 08.05.2019
გამომწყვდეული თავისუფლება
გამომწყვდეული თავისუფლება
18:28 / 08.05.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ეკკო პაუზა
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ ასეთ სახლში მასპინძლობს "სითის" გუნდს ჩვენი თაობის ყველაზე გამორჩეული ხელოვანი, რუსუდან ფეტვიაშვილი. "სითიში" ის უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, "ეკკო პაუზის" სტუმარია.
14:22 / 17.05.2019
ჩაიფიქრეთ მანდარინები!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1001
TRY
TRY
1
0.4559
USD
USD
1
2.7756
ამინდი
ბორჯომი 11 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
გამოწერა