City News
Parfois 50-იანების ელფერი
თამრი ბზიავა, მსახიობი

რომელი წლების ჩაცმის სტილი მოგწონთ ყველაზე მეტად?
სამოცდაათაინელების "ჰიპი"- სტილი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ძალიან მომწონს ინდიელების ნაციონალური ტანსაცმელი. სწორედ 70-იანებში ხმარობდნენ მათი ტანსაცმლის დეტალებს. ასევე, მიყვარს 60-იანებიც, 80-იანებიც და 90 -იანებიც. არევა მომწონს სხვადასხვა სტილის. ასეთია ჩვენი საუკუნეც.
რომელი საინტერესო ჩაცმულობა გახსენდებათ კინოფილმიდან?
აი, ამ წამს, მახსენდება ყველა კოსტიუმი, რომელიც ბაზ ლარმენის "რომეო და ჯულიეტაში" აცვიათ.
თქვენს გარდერობში თუ მოიპოვება ვინტაჟი?
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს გარდერობში ვინტაჟი იმ დროიდანაა, სანამ ეს მოდა თბილისში შემოვიდოდა. 



ბებიის გარდერობიდან რისი მითვისება გინდოდათ ყველაზე მეტად
?
ჩემი ბებიის ძველისძველი კაბა დღესაც მაქვს. ვერაფრით ვერ მივითვისე ბებიაჩემის ჩანთა. თუმცა, ბოლოს ეს მაინც გამომივიდა და ის მოვიპოვე.
რას ხმარობთ ყველაზე ხშირად აქსესუარებიდან?
თითქმის ყველა აქსესუარს. ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა, ადრე თითქოს უფრო ნაკლებად მომწონდა. ის, რაც ყოველთვის მიყვარდა იყო ბეჭდები, სამაჯურები და საყურეები.

ირინკა კავსაძე, მსახიობი


რომელი წლების ჩაცმის სტილი მოგწონთ ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად მაინც 60-იანი წლების.
რომელი საინტერესო ჩაცმულობა გახსენდებათ კინოფილმიდან?
ოდრი ჰეფბერნი მახსენდება ფილმიდან "საუზმე ტიფანისთან" ან ისევ ოდრი "რომაული არდადეგებიდან"
თქვენს გარდერობში თუ მოიპოვება ვინტაჟი?
ერთი ბლუზა მახსენდება. ბებიაჩემის იყო, მერე დედაჩემის, ახლა კი ჩემს გარდერობშია.



ბებიის გარდერობიდან რისი მითვისება გინდოდათ ყველაზე მეტად?
სწორედ იმ ბლუზის, ზემოთ რომ გითხარით.
აქსესუარებიდან ყველაზე ხშირად რას ხმარობთ?
ყველაზე მეტად ბეჭდები მიყვარს და სულ მიკეთია.

ვიკა კალანდია, მსახიობი



რომელი წლების ჩაცმულობა მოგწონთ ყველაზე მეტად?
ვფიქრობ, ყველა ეპოქის სტილი თავისებურად საინტერესო და ლამაზია, თუმცა, მაინც 60-70-იან წლების ფრანგულ სტილს გამოვარჩევდი. ამ თემაზე საუბრისას მახსენდება ანა კარინას შეუდარებელი სტილი და იმ ეპოქის ფილმები, რომლებმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.
რომელი საინტერესო ჩაცმულობა გახსენდებათ კინოფილმიდან?
ბევრია, თუმცა გამორჩეული და შეუდარებელია ოდრი ჰეფბერნი "საუზმე ტიფანისთან" და "რომაული არდადეგებიდან"
თქვენს გარდერობში თუ მოიპოვება ვინტაჟი?
სამწუხაროდ, ჩემს გარდერობში ვინტაჟი არ არის, თუმცა იმდენად მინდა, რომ მომავალში ამას აუცილებლად გამოვასწორებ.
ბებიის გარერობიდან რისი მითვისება გინდოდათ ყველაზე მეტად?
ბებიას განსაკუთრებით დახვეწილი და ლამაზი სტილი ჰქონდა. ულამაზესი იყო და ცდილობდა სულ ფორმაში ყოფილიყო. მეც იგივეს მასწავლიდა. ყოველთვის მაძლევდა უფლებას, მესარგებლა მისი გარდერობით და მისგან ძალიან ბევრი ლამაზი ნივთი დამრჩა, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
აქსესუარებიდან ყველაზე ხშირად რას ხმარობთ?
მომწონს აქსესუარები და ხშირად ვიყენებ მათ, თუმცა ერთადერთი, რასაც ყოველდღე ვატარებ, მაინც საათია.




პროექტის ავტორი: ნინო დარასელი
ფოტო: გიორგი ყოლბაია
MUA: თინა შალიკაშვილი
თმა: ეკა ტაბატაძე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ
მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ
ასეთ სახლში მასპინძლობს
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ ასეთ სახლში მასპინძლობს "სითის" გუნდს ჩვენი თაობის ყველაზე გამორჩეული ხელოვანი, რუსუდან ფეტვიაშვილი. "სითიში" ის უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, "ეკკო პაუზის" სტუმარია.
14:22 / 17.05.2019
"რიჟრაჟზე სანადიროდ გასულს, ჭალებში ლურჯი ფრინველი აგიფრინდა.
14:41 / 12.05.2019
ბევრი ვიარე თუ ცოტა, მე ის
ვიპოვე. უფრო ზუსტად კი მინდა მჯეროდეს, რომ ისაა სწორედ ჩემი
ნამდვილი სიყვარული - იოგა
ბევრი ვიარე თუ ცოტა, მე ის ვიპოვე. უფრო ზუსტად კი მინდა მჯეროდეს, რომ ისაა სწორედ ჩემი ნამდვილი სიყვარული - იოგა "ლიფერენტისა". მოდით, ყველაფერს თავიდან გიამბობთ.
18:41 / 08.05.2019
გამომწყვდეული თავისუფლება
გამომწყვდეული თავისუფლება
18:28 / 08.05.2019
გამომწყვდეული თავისუფლება
გამომწყვდეული თავისუფლება
18:28 / 08.05.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ეკკო პაუზა
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ ასეთ სახლში მასპინძლობს "სითის" გუნდს ჩვენი თაობის ყველაზე გამორჩეული ხელოვანი, რუსუდან ფეტვიაშვილი. "სითიში" ის უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, "ეკკო პაუზის" სტუმარია.
14:22 / 17.05.2019
ჩაიფიქრეთ მანდარინები!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1001
TRY
TRY
1
0.4559
USD
USD
1
2.7756
ამინდი
ბორჯომი 11 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
გამოწერა