City News
ვისთვის რა არის ბუნებრივობა?
ეს ყველას სხვადასხვაგვარად ესმის და წარმოუდგენია. ალბათ, ჩვენი ამოჩემებულია ეს ბუნებრივობა. ამოჩემებული, აბა რა. ნახეთ, რამდენჯერ ვამბობთ და რამდენჯერ გვხვდება.


- თმა როგორ დაგვარცხნოთ? - გეკითხებათ სტილისტი სალონში.
- აი, ისე, ბუნებრივად (გასწორებულად, ხვეულად, ტალღოვნად, მაგრამ ბუნებრივად. დგას ეს სტილისტი და ფიქრობს, კონკრეტულად რას გულისხმობთ თქვენ ამ ბუნებრივში).
- აბა, როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი?
- ვაიმე, ძალიან ბუნებრივად, გთხოვ. აი, ისე არ მინდა, თითქოს დიდი ნიღაბი მედოს სახეზე. აი, ვითომ არაფერიც არ მისვია.
აბააა, რა გავიკეთოთ, რომელი პროცედურა? - ეს უკვე წარბაწეული ესთეტიკური ქირურგი გეკითხებათ. თუმცა, წესითა და რიგით, კარგი ექსთეტიკური ქირურგი თუ კოსმეტოლოგი ამ კითხვას არ სვამს, თავადაც იცის, რომ ოდნავ - ოდნავ და ბუნებრივად, ყველაზე მაგარია.
განვაგრძო? კარგი.
როგორი კბილები გინდათ? - ეკითხება სტომატოლოგი პაციენტს.
ოღონდ "მაცივრები" არა, რა.
"მაცივრები" ეს ძალზედ თეთრი, თეთრი და მართლაც მაცივრებივით ჩაწყობილი კბილებია. დარწმუნებული ვარ, ნანახი გექნებათ. ჰოდა, ეგ აღარაა მოდაში. მოდაშია "ბუნებრივის" ეფექტი - არც ძალიან თეთრი და არც ძალიან იდეალური.
წავედით წინ.
- ვის აქვს ყველაზე მაგარი ინსტაგრამი?
- ალბათ, ჯულია რობერტს
- რატომ?
- იმიტომ, რომ ბუნებრივია. ისეთია, როგორიც არის და მაგრად არ ანაღვლებს როგორ გამოიყურება ფოტოებში.
როცა ხარ ჯულია რობერტსი, შეიძლება ამაზე არც ინაღვლო.
ჩემთვის რა არის ბუნებრივობა?
ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რამაა. ის მდგომარეობა, როდესაც არ თამაშობ. არც ქმართან, არც შვილთან, არც მშობლებთან. ნუ, შეიძლება თამაშობ, მაგრამ დაშვებულ ტერიტორიაზე და დასაშვებ თემებზე.
გარეგნობასა და ცხოვრების სტილში რა არის ბუნებრივობა?
სიმართლე გითხრათ, ჯერ ზუსტი პასუხი არც ვიცი. ზუსტად ვერ გეტყვით მომწონს ინექციები სახეზე თუ არა, მომწონს ჩასმული კბილები თუ არა, მომწონს მსუბუქი მაკიაჟი თუ საღამოსი, მომწონს გაკრიალებული ინსტაგრამი თუ აბურდული. არ ვიცი. ერთი ვიცი. მგონი, სწორ გზას დავადექი: სიგარეტს თავი დავანებე და იოგა დავიწყე, დანარჩენი ვნახოთ.

ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: თიკო ჭიღლაძე
მაკიაჟი: თაკო კოპაძე
გადაღების ადგილი: "კაფე მუზეუმი"
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა