City News
Delfy ბრანჩი
იყო ბუნებრივი, ნატურალური, ისეთი, თითქოს არც არაფერი გისვია სახეზე და, ამავდროულად, ასხივებდე ბედნიერებას და მშვენიერებას - ეს ყველა გოგოს და ქალის ოცნებაა. თუმცა, ყველა ჩვენგანმა კარგა ხანია იცის, რომ ყველაზე დიდი შრომა სწორედ ამგვარი ბუნებრიობის მიღწევას სჭირდება.

სპეციალურად თქვენ, ამ ნომერში გვინდა გაგაცნოთ ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ პოპულარული ბრენდი, სახელად "დელფი". ის წარმოადგენს როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას, ასევე სახისა და სხეულის მოვლის არაჩვეულებრივ ხაზს. რამდენიმე მიმართულების პროდუქციის უკეთ წარმოსაჩენად, სამი გმირი შევარჩიეთ. ვკითხეთ რას ნიშნავს მათთვის ბუნებრიობა, გავასინჯეთ "დელფის" ვარსკვლავური პროდუქტები და შთაბეჭდილებებიც ჩავიწერეთ.




რუსა ჩაჩუა. ფოტომოდელი, ოთხი შვილის დედა


რას ნიშნავს Be Natural?

Be Natural ჩემთვის მოვლილი სახის კანია, ბუნებრივი. არ მიყვარს მძიმე და ბევრი მაკიაჟი სახეზე.

"დელფის"
რომელი პროდუქცია შეარჩიეს თქვენთვის? 

არაჩვეულებრივი გამწმენდი ხაზი, თვალის საცხი, კისრისა და დეკოლტეს მოვლის საცხი.
"დელფისთან" ეს ჩემი პირველი შეხვედრაა და ამ პროექტში მონაწილეობაზე სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ახლის გაცნობა ყოველთვის საინტერესოა. "დელფი" აკმაყოფილებს ჩემს მთავარ კრიტერიუმებს: ძალიან მაღალხარისხიანი პროდუქციაა და გაჯერებულია სასარგებლო და ბუნებრივი ინგრედიენტებით. თვალის, კისრისა და დეკოლტეს ზონას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება და ზრუნვა ამ ზონებზე ადრიდანვე უნდა დაიწყოს ქალმა. "დელფის" ამ ხაზს ძალიან აქებენ და აღნიშნავენ, რომ ის რეალურად მუშაობს. მეც დღეიდან დავიწყე. შედეგებზე - თვალი ადევნეთ ჩემს ინსტაგრამს. შიგთავსსა და ტექსტურაზე არანაკლებ მნიშვნელოვაია მისი სილამაზე. ის ძალიან, ძალიან ლამაზი ბრენდია, შეფუთვიდან დაწყებული, პატარა ოქროსფერი გრანულებით დამთავრებული, რომლის კანზე შეზელვა ერთი სიამოვნებაა.



დილა და თავის მოვლა

ჩემს რეჟიმში დილა ძალიან აქტიურად და ენერგიულად გამოიყურება: ოთხი შვილი, მეუღლე და ყველას თავისი დრო და ყურადღება სჭირდება. მაგრამ, რაც არ უნდა გადატვირთული დილა მქონდეს, თავის მოვლა ჩემთვის აუცილებელი პუნქტია. მოვლის საშუალებებს ახლა "დელფი" დაემატა, რომლის გამწმენდი ხაზი საოცრად ეფექტურია.

გაინტერესებთ, რა შვარჩიეთ "დელფის" პროდუქციიდან რუსასთვის?
ყელისა და დეკოლტეს ზონის ღრმად დამატენიანებელი, ბიფაზური საცხი ხიზილალას ექსტრაქტით. აღმდგენი, დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტით.
თვალის ანტიოქსიდანტური საცხი. გამოიყენება თვალის ირგვლივ ნაზი კანის მოვლისთვის. დამზადებულია ჰიალურონის მჟავასა და შამპანის ექსტრაქტზე (ყურძნის წიბწა). ყურძნის ექსტრაქტი იწვევს უჯრედების რეგენერაციას, ღრმად კვებავს კანს და ანელებს ნაოჭების წარმოქმნის პროცესს. შედეგად, კანი ახალგაზრდულად და ბზინვარედ გამოიყურება.
მიცერალური წყალი - ეს არის ორფაზიანი სისტემა, სადაც მაღალი სისუფთავის წყალში გაზავებულია გამწმენდი ზეთის უმცირესი ზომის მოლეკულები. ამიტომ, ის წმენდს როგორც წყალში ხსნად, ასევე კოსმეტიკის წყალგამძლე საშუალებებსაც. ეს მაკიაჟის მოსაშორებელი უნიკალური საშუალებაა.
გამწმენდი რძე, რომლის გამოყენება მაკიაჟის მოშორების მიზნითაცაა შესაძლებელი. ის არბილებს და კვებავს კანს. წამყვანი ინგრედიენტი ორქიდეას ყვავილია, ცნობილი მისი ანტიოქსიდანტური და მკვებავი თვისებებით.




მარი ნაკანი - ფოტოგრაფი

რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვები Be Natural?

ნიშნავს თავის მოვლას, შრომას იმისათვის, რომ დიდი ხნით შევინარჩუნოთ და გავიხანგრძლივოთ ახალგაზრდული იერი. ბუნებრიობა არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მიუშვა პროცესი და დაკმაყოფილდე არსებული მდგომარეობით. პირიქით, დიდი შრომა და ძალისხმევა უნდა ჩადო თავის მოვლაში, რაც შეიძლება დიდი ხნით "დააკონსერვო" დაბერების პროცესი და შეინარჩუნო ის ბუნებრიობა, რაც ღმერთმა მოგცა.

"დელფის"
რომელი პროდუქცია შეარჩიეს თქვენთვის?

ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც შემირჩიეს: ესაა მიცერალური წყალი და გამწმენდი რძე-არაჩვეულებრივი თვისებებით. ერთი სული მაქვს როდის შევუდგები მათი საშუალებით სახის ყოველდღიურ მოვლას. ასევე, ძალიან კარგია თვალის საცხი, კისრისა და დეკოლტეს ზონის საცხიც. ყველაზე დიდი მოვლა და საცხის სწორად შერჩევა თვალს, კისერს და დეკოლტეს სჭირდება. "დელფის" ეს ხაზი, როგოც ამბობენ, ძალიან ეფექტურია, ასე რომ, გამიმართლა.
"დელფის" პროდუქცია ცნობილია თავისი ბუნებრივი და სასარგებლო შემადგენელობით. მე ჩემს კანს ვუყურებ როგორც პირმშოს, ახლადდაბადებულ ბავშვს, რომლისთვისაც ყველა პროდუქტი განსაკუთრებული ზრუნვით და ცოდნით უნდა შეარჩიო. მინდა, რომ მას ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს.



დილა და თავის მოვლა 

თავის მოვლის რიტუალს ყოველდღიურად დიდ დროს ვუთმობ. დილით, აბაზანიდან დიდხანს არ გამოვდივარ. ვბანაობ, ვისვამ სხვადასხვა სახეობის საცხს, მკაცრად განსაზღვრული რიგითობით. სახეზე ტონალურის წასმამდე აუცილებლად ვიტან ბაზას. ძილის წინ, სახის საფუძვლიანი გაწმენდის შემდეგ, ვისვამ შრატს. სხვათა შორის, წლებია საცხებს ჩემთვის ჩემი მეუღლე ყიდულობს. ზუსტად იცის რა მომეწონება. ალბათ ძალიან ვუყვარვარ და უნდა დიდხანს არ დავბერდე. ცოტა ხნით შევასვენებ, ჩემს სარეკსთან, აბაზანაში, "დელფი" დაბინავდება.

"დელფი"
მარისთვის
ანტიოქსიდანტი გელი კისრისა და დეკოლტეს ზონისთვის.
თვალის დამატენიანებელი საცხი - შექმნილია დელიკატური და ნაზი კანისთვის
მიცერალური წყალი
გამწმენდი რძე 




ქეთი ხატიაშვილი - ტანმოვარჯიშე

რას ნიშნავს თქვენთვის Be Natural?

Be Natural ნიშნავს ვიყოთ რაც შეიძლება ბუნებრივები. ყველაზე ახლოს ამ ბუნებრიობასთან ვართ მაშინ, როცა ვიღვიძებთ. რა თქმა უნდა, ქალმა უნდა მოიწესრიგოს თავი, მაგრამ დღის მანძილზე ზედმეტად არ უნდა დაფაროს სახის კანი ტონალურით. თმა თუ არის ოდნავ ტალღოვანი, არ უნდა გაისწოროს და პირიქით, სწორი და დავარდნილი თმა ხელოვნურად არ დაიხვიოს. ყოველდღიურობას რაც ეხება, ასეა ჩემთვის. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის კი, განსაკუთრებული მომზადება და იმიჯის ცვლილება ყველას მოგვწონს.
ჩემთვის ბუნებრიობა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან ჰარმონიაა.

"დელფის" რომელი პროდუქცია შეარჩიეს თქვენთვის ?

სახე-დეკოლტეს დამატენიანებელი და დასაბანი საშუალება. პირველი ეფექტი და შთაბეჭდილება ძალიან დადებითია. უპირველეს ყოვლისა, სუნი მომეწონა ძალიან, "მეგემრიელა". ყველაზე ძალიან თვალის გარშემო დამატენიანებელი მომეწონა. რაღაც ჯადოსნური და ძალიან კარგია. ეს დამატენიანებელი საცხი ადრეც მომისინჯავს და კმაყოფილი ვიყავი. ძალიან მომეწონა სახე-დეკოლტეს დამატენიენებელი, რომელსაც აქვს პერლამუტრის ეფექტი. დღის განმავლობაში ტონალურს არ ვხმარობ და ამიტომ საცხი, რომლის საშუალებითაც სახის კანი მარგალიტის ელფერს იძენს, საჩემოა.

დილა და თავის მოვლა

სახის დაბანა-მოწესრიგება. ვისვამ სახის კანის დამატენიანებელს. რადგან გაზაფხულია, მაქსიმალურად ვერიდები მაკიაჟს, ვიყენებ მხოლოდ თვალის ტუშს. დღეიდან აუცილებლად გამოვიყენებ "დელფის" სახის საცხს, რომელსაც, როგორც გითხარით, მარგალიტის ეფექტი დაჰკრავს.

"დელფი" ქეთი ხატიაშვილისთვის
დასაბანი ქაფი - მისი მსუბუქი სტრუქტურა ღრმად წმენს სახეს ისე, რომ არ აშრობს მას და არ ტოვებს დაჭიმულობის შეგრძნებას. განსაკუთრებით ეფექტურია კომბინირებული, ცხიმიანი ან პრობლემური ტიპის კანისთვის.
ტონერი - მას ლოსიონის სახელითაც იცნობენ. კანის დასუფთავების დამამთავრებელი ეტაპია. მისი საშუალებით ხდება უკვე გაწმენდილ კანზე ბალანსის აღგენა, აქვს მატონიზირებელი ეფექტი, წარმოქმნის რა უხილავ ბარიერს. იცავს კანს გამოშრობისგან და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. ამზადებს კანს შემდეგი ეტაპისთვის, კერძოდ კი, შრატის ან საცხის წასასმელად.
საცხი კისრისა და დეკოლტეს ზონისთვის
თვალის ანტიოქსიდანტური საცხი




ფოტო: თიკო ჭიღლაძე
ტექსტი: მარიკა ხოფერია
მაკიაჟი: თაკო კოპაძე
გადაღების ადგილი: კაფე მუზეუმი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა,
მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა, მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "ადამოში" გაიმართა. ბენდის სახელი მოფიქრების პროცესშია. სხვათა შორის, სიამოვნებით მოისმენენ თქვენს იდეებსაც. აი, ბენდის წევრების სახელები კი უკვე ბევრისთვის ნაცნობია- ზუკა ხუციშვილი, ლევან ჩხაიძე, დავით ლონდარიძე, გიორგი ჭაუჭიძე, რეზი ედგარიძე და უმშვენიერესი ანანო ღიბრაძე.
09:50 / 15.07.2019
"სითის" და "ნიკორა სუპერმარკეტის" ერთობლივი ფოტოპროექტი
09:04 / 15.07.2019
თანამედროვე ცხოვრებაში
ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება
დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან
დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით
მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და
დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი
დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ
აღზრდაში.
თანამედროვე ცხოვრებაში ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ აღზრდაში.
11:42 / 13.07.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2410
TRY
TRY
1
0.5109
USD
USD
1
2.8845
ამინდი
ბორჯომი 19 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა