City News
NUXE - თაობები
ასე ხდება, თუმცა, არც თუ ისე ხშირად. საერთო ფასეულობებისა და ინტერესების მქონე ადამიანებს ბუნება ერთმანეთს ახვედრებს. დღეს ეს უდიდესი კომფორტი და გამართლებაა. ასე შეხვდა ერთმანეთს ორი საინტერესო და გამორჩეული ადამიანი: ეკა ნიჟარაძე და მარიტა ჯანაშია. მარიტას და ეკას შვილის, ჯეჯი გომელაურის სიყვარულის ისტორიამ დროს, ჟურნალ-გაზეთებსა და ბევრ სხვა გამოცდას გაუძლო და უკვე ლოგიუკური ფინალისკენ მიემართება.

მარიტას და ეკას, ჯეჯი გომელაურის გარდა, ბევრი რამ აერთიანებთ. სახელოვნებო სფეროსთან მჭიდრო კავშირს რომ თავი დავანებოთ, მაგალითისთვის, არცერთს დიდად არ ანაღვლებს სოციალური ქსელები. Instagram პლატფორმა ორივეს აქვს, თუმცა ორივე თანხმდება, რომ ზედემტი არაფერი ვარგა და მეტი თავისუფალი დრო ახალ პოსტებს კი არა, თუნდაც ლამაზი ხედით დატკბობას რომ დაუთმო, აშკარად ჯობს. ორივე ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენი ნომრის მთავარ გზავნილს - იყავი ბუნებრივი. არ ცნობენ პლასტიკურ თუ ქირურგიულ ჩარევებს გალამაზების მიზნით. უყვართ ყველაფერი ზომიერი და, რაც მთავარია, ბუნებრივი. ამ ორი გმირისთვის პროდუქციის შერჩევა "ჯიპისის" ვთხოვეთ, რომელიც უკვე წლებია ასი ათასობით ქალისთვის "მეტია, ვიდრე აფთიაქი". "ჯიპისის" გოგოებმა ცალსახად "ნუქსის" პროდუქცია გვირჩიეს, ცნობილი თავისი ნატურალური და, ამავდროულად, ეფექტური ინგრედიენტებით. ამ ბრენდის მთელი ფილოსოფია გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებსთან ბრძოლა, სტრესის დაძლევა, ანტიოქსიდაცია, ბუნებრიობა და რეკორდული რაოდენობის სასარგებლო ეთერზეთების საოცარი კოკტეილების ერთობლიობაა.


მოძრაობისა და ბუნების გარეშე ეკას ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მის ულამაზეს სახლში მთაწმინდაზე, სადაც ბოლო სართულზე ლიფტის გარეშე ადიხარ, ჩვენ "ნუქსით" ხელდამშვენებულები მივედით. ეკა ბრენდს ძალიან კარგად იცნობს. ის ბავშვობიდან ცეკვავს, წლებია ვარჯიშობს პილატესს და ზუსტად იცის, რომ კარგი დატენიანებისა და კანის კვების გარეშე, ნავარჯიშებ სხეულს ფასი არ აქვს. როგორც ირკვევა, ეკა "ნუქსის" ცნობილ, "უილ პროდიჟიოზის" დამატენიანებელ, ზეთს იყენებდა.
"სითიმ" და "ჯიპისიმ" ამჯერად ეკას სხვა, სხეულის კორექციისთვის გამიზნული, ზეთი შესთავაზა. მას ქალები იყენებენ სახლშიც, დამოუკიდებლად და ასევე მასაჟისას. ზამთრის პაუზის მერე, ეკა ნელ-ნელა უბრუნდება სავარჯიშო ტემპს, რომელსაც "ნუქსის" ეს ორი პროდუქტი ძალიან მოუხდება: ზეთი და ტანის ლოსიონი 24 საათიანი დამატენიანებელი ეფექტით.




მარიტას "ნუქსის" ახალი, რევოლუციური ხაზის სამი ვარსკვლავპროდუქტი შეხვდა. ის მომავლის გოგოების აუცილებელი თანმდევი გახდა, ვინაიდან სწორედ 21-ე საუკუნის ისეთ გამოწვევებს ებრძვის, როგორიცაა: ურბანული ცხოვრების წესი, დაბინძურებული გარემო, გამონაბოლქვი ჰაერში, უძილობა, სტრესი. ეს ჩვენი და ჩვენი გმირის, მარიტა ჯანაშიას ყოველდღიურობაა. იმის მიუხედავად, რომ მარიტა სახის კანს არ აკარებს სოლარიუმს და მზესთანაც საკმაოდ ფრთხილადაა, მაინც აცნობიერებს, რომ მხოლოდ ეს კანისთვის ძალიან ცოტაა. ყოველდღიურ სტრესებს კანი დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. სწორედ ასეთი მომავლის გოგოებისთვისაა შექმნილი Crème Prodigieuse Boost - კანის მოვლის მულტიფუნქციური ხაზი. ის 97%-ით ატენიანებს კანს, 83%-ით ამშვიდებს, 86%-ით ზრდის მის ბზინვარებს, უბრუნებს ახალგაზრდობას. მარიტა ყვება, რომ "ნუქსის" შესახებ დიდი ხანი იცის, თუმცა, ამ ახალ, ინოვაციურ ხაზს, მხოლოდ ახლა გაეცნობა. "უკვე ვფიქრობ იმაზე, რომ კანს სერიოზულად მოვუფრთხილდე. გარემო პირობებთან ერთად, ჩემი ცხოვრების სტილიც დიდი სტრესია კანისთვის: მუდმივი გადაღებები, მაკიაჟი, განათებების ქვეშ დგომა". ჩვენს მიერ შერჩეული "ნუქსის" მოვლის ხაზი მარიტასთვის სამი კომპონენტისგან შედგება: სასწაულმოქმედი შრატის, დღისა და ღამის საცხებისგან. მარიტა გვპირდება, რომ შთაბეჭდილებებსა და შედეგებს აუცილებლად გაგვიზიარებს, ასე რომ თვალი ადევნეთ მარიტას ინსტაგრამს.


ტანის ლოსიონი, 24 საათიანი დამატენიანებელი ეფექტით. დასაშვებია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. შეიცავს ფორთოხლისა და ნუშის ყვავილის ფურცლების ექსტრაქტს. გამოყენების დრო: დილა და საღამო.
ტანის ზეთი, სხეულის კონტურების კორექციისთვის, ცელულიტის საწინააღმდეგო. აუცილებელი საშუალებაა მათთვის, ვინც ებრძვის ზედემტ კილოგრამებსა და სანტიმეტრებს. ხელს უწყობს დაგროვილი ცხიმების დაშლას. ათი ეთერზეთისა და სამი მცენარეული ზეთის კოქტეილისგან შემდგარი ზეთი, რეალურად ცვლის თქვენი სხეულის კონტურებს.



"ნუქსის" მულტიაქტიური პრაიმერ კონცენტრატი. რევოლუციური, სწრაფად შეწოვადი ტექსტურა, შთაგონებული კორეული კოსმეტიკით.
აბრეშუმის დღის საცხი, ნორმალური და მშრალი კანისთვის, ხავერდოვანი ტექსტურა.
ღამის აღმდგენი ბალზამი. ულტრამკვებავი ფორმულა, დაფუძნებული მაკადამიის ზეთზე. 

ამ ინოვაციური პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ "ჯიპისის" ქსელში




ტექსტი: ნატალია ყიფიანი
ფოტო: LIG Studio
მაკიაჟი: Beauty Zone
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა