City News
"სითი სთარი" ვაკეში
იცოდით ამ სახლის შესახებ?

მოახლოებული ზაფხული იდეალური დროა ახალი ბინის შესაძენად და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. თუ ყველაფერი კარგად დაგეგმეთ, ახალ ბინაში გვიან შემოდგომით თავისუფლად შეხვალთ. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ქალაქის ცენტრში სურს ცხოვრება ან უძრავი ქონების შეძენა. გამოგვყევით მცირე ექსკურსიაზე, რომელსაც "სითის"-გუნდი "სითი სთარში" ჩაგიტარებთ.

მთავარი უპირატესობა: ადგილმდებარეობა - ქალაქის ცენტრი.




"სითი სთარის" ორბლოკიანი კომპლექსის მისამართი ჭავჭავაძის 29 ნომერია. ის ჭავჭავაძის გამზირიდან სულ რაღაც 100 მეტრში მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის შუაგულშია, "სითი სთარის" ადგილი საოცრად მყუდრო და წყნარია. "სითი სთარის" ორი ბლოკი 11 და 16 სართულიანი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კორპუსისგან შედგება, რომლებიც საერთო ჯამში 85 აპარტამენტს აერთიანებს.

იერსახე: სახლი კაპუჩინოს ფერებით 



"სითი სთარი" კაპუჩინო-შოკოლადისფერი სახლია. მზიანი დილა ამ ტერიტორიაზე ერთ-ეთი ყველაზე ლამაზი დროა, ვინაიდან მყარ და უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ნაშენები სახლის ფერთა გამას დილის მზის სხივი განსაკუთრებულ შტრიხს სძენს. გაგიგიათ ალბათ, რომ სახლის ან ბინის ყიდვის სურვილი პირველი ემოციით მოდის, პირველი შეხედვისთანავე ხვდებით, ეს სახლი თქვენია თუ არა. "სითი სთარის" კლასიკური არქიტექტურა და ფერები ამ ემოციას მაშინვე გიღვიძებთ.

აპარტამენტთა მრავალფეროვნება



მნიშვნელოვანია, რომ "სითი სთარი" სხვადასხვა მოთხოვნილების მქონე მომხმარებელს დააკმაყოფილებს. მინიმალური ფართი, რომელიც 57 კვ.მ-დან იწყება, სხვადასხვა ვარიაციითაა წარმოდგენილი. არის ბინები ოდნავ მეტი კვადრატურით, ერთსაძინებლიანი სტუდიოები, ორსაძინებლიანი, სამიანი და ასე შემდეგ. საინტერესო კომბინაციის მიღწევაა შესაძლებელი სხვადასხვა აპარტამენტის გაერთიანებით. აქ, როგორც იტყვიან, მთავარია თქვენ ჩამოყალიბდეთ რა ტიპის ბინა გსურთ ქალაქის ცენტრში. კვადრატული მეტრის ღირებულება 1300 $ გახლავთ.


მომგებიანი ინვესტიცია ცენტრალურ უბანში ადეკვატურ ფასად




იდეალური ინვესტიციაა მათთვის, ვისაც ქალაქის შუაგულში აპარტამენტების ყიდვა გაქირავების მიზნით სურს. კომპლექსი, როგორც აღვნიშნეთ, უკვე დასრულებულია, ინფრასტრუქტურა ამოქმედებული. თქვენი აპარტამენტების გასაქირავებლად ეს ძალიან მიმზიდველი ადგილია - შექმნილი საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებსაც გასაჩერებლად მშვიდი და წყნარი სივრცე სჭირდებათ, თანაც, ქალაქის ცენტრში.


კომერციული ფართები, ავტოსადგომი



"სითი სთარის" პირველ სართულზე ფართო და მაღალვიტრაჟებიანი კომერციული ფართებია განლაგებული. ძალიან კარგი სივრცეა, მაგალითად, სამედიცინო პროფილის საკონსულტაციო კაბინეტებისთვის, სილამაზის სალონებისთვის და არა მარტო. კომერციული ფართის ღირებულება კვ.მ 2500 $ გახლავთ. კომპლექსის მეორე სართული უკვე საოფისე ფართებს ეთმობა, სადაც კვადრატული მეტრის ღირებულება აპარტამენტების ანალოგიურია, 1300$-ის ექვივალენტი ლარებში. კომპლექსის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს "სითი სტარის" ორდონიანი ავტოსადგომი მოემსახურება. სადგომში ადგილის ღირებულება 10 000 დოლარი გახლავთ.

ხედები ვაკის "სითი სთარიდან" 



ვაკის "სითი სთარის" მთავარი უპირატესობა, ცენტრში, მშვიდ და მყუდრო ადგილზე ცხოვრების გარდა, ბუნებრივია, მისი ულამაზესი ხედებია. აივნებიდან თუ ფართო ტერასებიდან, სადაც ულამაზესი ბაღების გაშნება შეგეძლებათ, მოჩანს ხედი კუს ტბაზე, ვერეს ხეობასა და მთაწმინდაზე. ძალიან ლამაზად გამოიყურება სახლის შიდა ეზოს ტერიტორია, სადაც გამწვანებული ზონები თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების დასვენებისთვისაა შექმნილი. შიდა ეზოს პატარა ბაღებს "სითი სთარის" ფრანგული აივნებიდან გადახედავთ, რომლებიც ამ კლასიკურ სახლს განსაკუთრებულ და ელეგანტურ აქცენტს სძენს.

სავარჯიშო, სპაზონა და ღია აუზი "ლიფერენტი" ვაკის "სითი სთარში"



შედარებით დაბალი, თერთმეტსართულიანი შენობის ბოლო სართულები სპა-სასტუმრო "ლიფერენტს" უკავია. "სითი სთარის" მაცხოვრებლებისთვის, ბუნებრივია, განსაკუთრებული პირობები იმუშავებს. დილით, სამსახურში გამგზავრებამდე, შეგიძლიათ ჯიმში ივარჯიშოთ და ღია აუზზე დილის მზეს მიეფიცხოთ, ხოლო სამსახურიდან დაბრუნებული, "ლიფერენტის" ჯადოსნურ სპას ეწვიოთ. საათნახევარი და თქვენ უკვე სხვა ადამიანი ხართ. 

"სითის" მოკლე ექსკურსია ვაკის "სითი სთარში" ამით დასრულებულია. მოინიშნეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, კარგად გაეცანით ჩვენს ფოტორეპორტაჟს და იფიქრეთ თქვენს მომავალ აპარტამენტზე სახლში, სახელად "სითი სთარი"

ფოტო : LIG Studio
ავტორი: მარიამ ხომერიკი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა,
მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა, მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "ადამოში" გაიმართა. ბენდის სახელი მოფიქრების პროცესშია. სხვათა შორის, სიამოვნებით მოისმენენ თქვენს იდეებსაც. აი, ბენდის წევრების სახელები კი უკვე ბევრისთვის ნაცნობია- ზუკა ხუციშვილი, ლევან ჩხაიძე, დავით ლონდარიძე, გიორგი ჭაუჭიძე, რეზი ედგარიძე და უმშვენიერესი ანანო ღიბრაძე.
09:50 / 15.07.2019
"სითის" და "ნიკორა სუპერმარკეტის" ერთობლივი ფოტოპროექტი
09:04 / 15.07.2019
თანამედროვე ცხოვრებაში
ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება
დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან
დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით
მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და
დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი
დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ
აღზრდაში.
თანამედროვე ცხოვრებაში ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ აღზრდაში.
11:42 / 13.07.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2410
TRY
TRY
1
0.5109
USD
USD
1
2.8845
ამინდი
ბორჯომი 19 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა