City News
სასტუმრო "ადამო" - ადგილი, სადაც დარჩენა გინდა
განა ბევრია ისეთი ადგილი, სადაც დარჩენა გსურს? ალბათ, არც ისე. დაბრუნების სურვილს, უპირველეს ყოვლისა, იქაური გარემო და იმ გარემოში გატარებული ბედნიერი მომენტები გიჩენს.


სასტუმრო "ადამო" მთაწმინდაზე, პოლიკარპე კაკაბაძის 4 ნომერში მდებარეობს და მისმა სახელმა იმთავითვე განსაზღვრა მისი ბედი - ეს იქნება ადგილი, სადაც დაბრუნება მოუნდება ადამიანს. იქნება ეს საქართველოში სტუმრად ჩამოსული ტურისტი, თუ ჩვენი თანამემამულე. მის მთავარ ხიბლს, ცხადია, ადგილმდებარეობა წარმოადგენს. აქედან დანახული თბილისი ულამაზესი და თვალწარმტაცია, თანაც სასტუმროს დიზაინი და არქიტექტურა ისეა ჩაფიქრებული, რომ 36 ნომრიან სასტუმროში, აივანი თითქმის ყველა ოთახს აქვს, საიდანაც ზემოხსენებული პანორამული ხედები იშლება. 



"ადამო" მიქსია ქართულის, ტრადიციულისა და მოდერნის. ლაბირინთული არქიტექტურა მას განსაკუთრებულ ელფერს სძენს, თითქოს ვერც ხვდები როგორ გადადიხარ ერთი სივრციდან მეორეში. პირველ სართულზე ლობი გხვდებათ. ლობიდან ღვინის ბარში გადადიხართ. მისი ისტორია საინტერესოა. სასტუმროს ამ ზონაში კლდე არის შემოჭრილი, რომელიც ბუნებრივად ქმნის ღვინის ბარისათვის იდეალურ ტემპერატურას. აქ ქართული და ევროპული ღვინის უმდიდრესი კოლექციაა, სადაც მეგზურობას "ადამოს" სომელიე გაგიწევთ. 



ლობიდან, მაღალვიტრაჟებიანი კედლით, ულამაზეს შიდა ბაღში ინაცვლებთ. ბაღის სილამაზეზე "გარდენიამ" იზრუნა და ის მართლაც უნიკალური სივრცეა საინტერესო საღამოების გასამართად, მით უფრო, რომ ზაფხულში ხსენებული ვიტრაჟები იხსნება და სივრცე ერთიანდება. 



პერსონალი ქართული სტუმართმოყვარეობითა და ტრადიციული სამოსით გხვდებათ. ისინი ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი და კოლორიტული ადგილის სავიზიტო ბარათს წარმოადგენენ. შესაბამისად, ყველაფერი უზადო უნდა იყოს. ნომრების არჩევანიც საკმაოდ დიდია. სტანდარტული ოთახებიდან დაწყებული, საოჯახო და ლუქს ოთახებით დამთავრებული. გემოვნებიანი დიზაინი გხვდებათ ყველგან. მისი ავტორი ანდრო ფეტვიაშვილი გახლავთ. ამოცანა, "ადამოს" დიზაინსა და ინტერიერზე მომუშავე ჯგუფს, კონკრეტული ჰქონდა - ეს უნდა ყოფილიყო ხარისხიანი, ქართული აქცენტებით და, ამავდროულად, მყუდრო. ეს ამოცანა იდეალურადაა შესრულებული. ხარისხი იგრძნობა სასტუმროში შესვლისთანავე. იგრძნობა კარებზე, ფილებზე, კედლებზე, ყავის აპარატზე, თეთრეულსა თუ აბაზანის აქსესუარებზე. 



განსაკუთრებული ყურადღება და აქცენტი, სასტუმრო "ადამოში", ცხადია, სამზარეულოზეა გადატანილი. სივრცე ფართო და ორიგინალური დიზაინისაა. "ადამოს" სტუმრებს საკმაოდ მსუყე საუზმე ხვდებათ - ტრადიციულ ბუფეტთან ერთად, ქართული ხაჭაპური, ყველის დაფა, უგემრიელესი "სახლური" მურაბები და სხვა ათასი გემრიელობა. ყველაფერი, რაც "ადამოს" საუზმეზე გხვდებათ, მზადდება აქ. 



"ადამოს" ბოლო სართულზეა განლაგებული რესტორანი "სეგრეტო". წრიული ვიტრაჟებით, კომფორტული სავარძლებითა და უგემრიელესი მენიუთი. "სეგრეტოს" მენიუ მოიცავს ევროპულ, ქართულ, ხმელთაშუაზღვისა და აზიურ სამზარეულოს, ეს იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გემოვნება დააკმაყოფილოს. სასტუმროს მესვეურები სამზარეულოს საქმეში ძალზედ კარგად ერკვევიან და იქამდე არ გახსნეს რესტორანი, სანამ ზუსტად არ მიიღეს ის ხარისხი და გემოები, რომლებიც "ადამოს" რესტორანს შეესაბამება. რამდენიმე კერძის დაგემოვნება აქაც შეგიძლიათ. სიტყვაზე თუ გვენდობით, გეტყვით, რომ გემოც ისეთივეა, როგორიც ამ კერძების იერსახე. აქაურობა შექმნილია საინტერესო საღამოებისთვის, ვახშმებისა და თავყრილობებისთვის. სახელიც ასეთი აქვს - ადგილი, სადაც გინდა დარჩე.




ფოტო: ირა კურმაევა
ტექსტი: ნატალია ყიფიანი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა