City News
ჩამახედე ჩანთაში
მე ვარ ეკა ასათიანი. მე ვაგროვებ პოლიეთილენის ნაგავს.

რატომ ეკას ჩანთა?

ჩვენი მოძრაობა, PlasticWatcher.ge პოლიეთილენის იმ ნარჩენებისგან, რომელსაც ადამიანები ერთჯერადად იყენებენ, ჩანთებს აკეთებს. პოლიეთილენი ნიადაგში არ დეგრადირდება და ამიტომ ის ძალიან აზიანებს გარემოს. იმისთვის, რომ მიწა, წყალი და ჩვენი თავი ძალიან ცუდი შედეგებისგან დავიცვათ, გადავწყვიტეთ ამ მასალისგან მრავალჯერადი გამოყენების, მდგრადი, მოდური ნივთები შევქმნათ - ჩანთები, ზურგჩანთები, კომპიუტერის ჩასადებები და საწვიმარები, რომლებსაც ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებენ. იმ შემთხვევაში თუ დაუზიანდებათ, არ უნდა გადააგდონ. დაგვიბრუნონ და ან ახალს მივცემთ ან შევუკეთებთ. ეს არის "ცირკულარული ეკონომიკის" პრინციპი - აიღე, გააკეთე და დააბრუნე. მთავარია არ გადააგდო. აი, სწორედ ამიტომ არის ეს ჩანთები მნიშვნელოვანი. თითქოს პასუხისმგებლობის გრძნობის განცდა მოყვება თან და ავტომატურად ქცევის ცვლილებებს იწვევს, ცნობიერების ამაღლებასთან ერთად.

პროფესია

პროფესიით ინგლისური ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ. მაგისტრატურა სახელმწიფო მართვის მიმართულებით მაქვს დამთავრებული. ამჟამად "მსოფლიო ბანკის" საქართველოს წარმომადგენლობაში ვმუშაობ.

კონკრეტულად ამ ჩანთას რა ჰქვია?

LOVE IS CARE… სიყვარული ჩემთვის ზრუნვას ნიშნავს. ცხოვრება სიყვარულითა და მზრუნველობით უნდა წარვმართოთ.

ასეთი მარტო შენ გაქვს?

იქიდან გამომდინარე, რომ გადამუშავების დროს მიღებული "ნაჭერი" ყოველთვის სხვადასხვაგვარია, ჩანთაც არ მეორდება. ყველა ჩანთას თავისი ტექსტი აქვს. ზოგ მოდელზე თავადაც შეგიძლიათ სასურველი წარწერის გაკეთება.

სად უმოგზაურია ამ ჩანთას?

ჩვენი ჩანთები ბევრგან მოგზაურობენ: აშშ-ში, ჰოლანდიაში, ინგლისში, საფრანგეთში...

ძვირი ღირს?

არა. პასუხისმგებლობა ძვირად არ უნდა იყიდებოდეს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ყველას ჩაახედებ შენს ჩანთაში?

რა თქმა უნდა.

რა დევს ეკა ასათიანის ჩანთაში?




კოსმეტიკის მომხმარებელი არ ვარ, ამიტომ მხოლოდ ჰიგიენური ტუჩსაცხი. აუცილებლად ხელის საცხი. წყლისთვის სულ თან დამაქვს მრავალჯერადი გამოყენების თერმოსი, რადგან არ ვყიდულობ წყალს პლასტმასის ბოთლით, რომლის გადაგდებითაც გარემოს ვაბინძურებთ.
სუნამო - BYREDO, რომელიც 1996 წელს არის გამოშვებული. სუნამოს შთაგონების წყარო ჰოლანდიელი ცოლ-ქმრის,ცნობილი ფოტოგრაფების Inez &Vinohood-ის, მიერ გადაღებული ფოტოა. გოგონას სახე, რომელიც ერთი შეხედვით უცოდველია, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილების სიტკბო უკვე მიღებული აქვს.
წიგნი - რომენ გარის "ევროპული აღზრდა" და დედაჩემის ფოტო... წიგნებში ყოველთვის მიდევს მისი ფოტო. იმ წიგნებში, რასაც ვკითხულობ და თან ვატარებ... რომენ გარი ჩემთვის საინტერესო ადამიანი და მნიშვნელოვანი მისტიფიკატორია. მის ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა დედამ, მინა ოვჩინსკამ, დიდი მისტიკის მატარებელმა ქალბატონმა. სულ ამბობდა, რომ მისი შვილი საფრანგეთის ცნობილი მწერალი და ამ ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი იქნებოდა. მის საუბარს ირონიით ხვდებოდნენ. არავის სჯეროდა ვილნიუსში დაბადებულ ბიჭს როგორ უნდა შეძლებოდა იმ გზის გავლა, რომელსაც დედამისი წინასწარმეტყველებდა. მინამ ვილნიუსიდან შვილის ნიცაში წაყვანა მოახერხა, სადაც ბიჭმა ძალიან კარგად ისწავლა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რომენ გარი გმირად აღიარეს. ის საფრანგეთის სამხედრო მფრინავი იყო. ერთ-ერთი ფრენისას აფეთქებისას, მუცელში დაიჭრა, ხოლო პილოტი დაბრმავდა. ასეთ ვითარებაში, მან დაბრმავებულ პილოტს კარნახით მაინც დააბომბინა მოწინააღმდეგის ტერიტორია და შემდეგ მშვიდობიანად დასვა თვითმფრინავი.
ეს კი მისი პირველი ნაწარმოებია, რომელიც ომის დასრულების შემდეგ, 1945 წელს გამოიცა. მისი ორიგინალი ორ ენაზეა - ფრანგულსა და ინგლისურზე. საინტერესოა ისიც, რომ ომის დროს, მწერალი დედასგან მხარდამჭერ, გამამნხნევებელ წერილებს იღებდა. ომის დასრულების შემდეგ, როდესაც დედასთან შესახვედრად გაემგზავრა ნიცაში, სადაც მას მთელი ნიცა დახვდა როგორც გმირს, აღმოჩნდა, რომ დედა დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. მის მიერ წინასწარ დაწერილ მხარდაჭერის წერილებს კი მეგობარი აგზავნიდა კვირაში ერთხელ.
ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, რომენ გარისა და დედამისის, საერთოდ, დედაშვილური ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. აქვე გავიხსენებდი ამავე თემატიკაზე შექმნილ არაჩვეულებრივ ფილმებს: ლუკინო ვისკონტის Bellissima, და პაზოლინის Mamma Roma სადაც ანა მანიანი თამაშობს და ასევე ბერგმანის Autumn sonata... დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. მხარდაჭერითა და გვერდში დგომით, შეიძლება შვილს ძალიან დაეხმარო ან პირიქით, ეგოიზმით მის ცხოვრებაში ცუდი როლი ითამაშო.
კაკაოს მარცვლები - სულ მიდევს ჩანთაში. ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, საუკეთესო ანტიოქსიდანტია. ამ, ეკუადორიდან ჩამოტანილი მარცვლებისგან, გურუ - გელა კუპრაშვილი მაგიურ შოკოლადს აკეთებს.
მზის სათვალე - მზიან ამინდში მის გარეშე არ შემიძლია, რადგან ცუდი მხედველობა მაქვს.
ჩემი შვილის, ანდრუშას სათამაშო. სახლიდან გამოსვლამდე ჩანთაში ხან ლეგოს მიდებს, ხან სათამაშოს, ხან წერილებს... გააჩნია როგორ ხასიათზეა... დღეს ლეგო ჩამიგდო.
დღეს ამოვბეჭდე. ვინმეს მინდა გავუზიარო და ჩემს ჩანთაში აღმოჩნდა რიუნოსკე აკუტაგავას "უსიერ ტყეში" - რომელიც საინტერესო მოთხრობაა, რადგან ოთხი ადამიანის მიერ სხვადასხვაგვარად აღქმული ერთი და იგივე მოვლენის შესახებ გვიყვება ამბავს.
და ბოლოს, ჩემი საყვარელი თომ Tom Dixon-ის საფულე, რომელიც ლიკამ მაჩუქა. უკვე წლებია მაქვს და ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, სწორედ ეს მეგობარი, მალე თბილისში ამ ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლობას ხსნის.


ტექტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სკოლა - ეს არის ადამიანის
ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც
ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ფერთა მრავალფეროვანი გამა,
განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია
სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
ფერთა მრავალფეროვანი გამა, განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
15:16 / 18.01.2020
გამოცემა
გამოცემა "სითი", ეკა ხოფერია და მისი სარედაქციო ჯგუფი უერთდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ დაწყებულ კამპანიას ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!
14:17 / 18.01.2020
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
მაკა მახარაძე - სარკევ, სარკევ...
გამოცემა "სითი", სასტუმრო და სპა სივრცე "ლიფერენთი" ყოველთვიურად ახალი, ძალიან საინტერესო რუბრიკით გაგანებივრებთ. აქ თქვენ წაიკითხავთ და ნახავთ ყველაფერს, რაც თავის მოვლას ეხება.
13:46 / 08.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1892
TRY
TRY
1
0.4878
USD
USD
1
2.8770
ამინდი
ბორჯომი -3 °C
img
სოხუმი 2 °C
img
ახალქალაქი -7 °C
img
გამოწერა