City News
ქეთოს კაშკაშა სამყარო
ქეთო გიორგობიანი - პროფესიით კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ. ამ სფეროში მუშაობის თორმეტწლიანი გამოცდილება მაქვს. სამი წილს წინ, დაბადების დღეზე, ჩემი მეუღლის მიერ ნაჩუქარმა ორგანული ეთერზეთების ტესტერების ნაკრებმა დამაინტერესა. დავიწყე დამზადების ტექნოლოგიის შესწავლა.

თავიდან მხოლოდ ზეთების ბლენდებს ვამზადებდი. რთულ პროდუქციას, ეთერზეთებს, ვერიდებოდი. ერთ დღესაც, მომცეს ბებიაჩემის, მანი ისაკაძის ჩანაწერების ორი სქელი რვეული. თავფურცელზე წერია: "კოსმეტიკის ლექციები" და 1962 წლით არის დათარიღებული. იქ თავმოყრილია რჩევები კანის მოვლაზე და ბევრი რეცეპტი. რამდენიმე მათგანი მოვსინჯე და კარგი გამოვიდა. ამ საქმიანობამ ისე გამიტაცა, რომ საერთაშორისო ონლაინ კურსებზე ჩავაბარე და თავის მოვლის ხელნაკეთი საშუალებების დამზადების ტექნოლოგიის შესწავლა საფუძვლიანად დავიწყე. სწავლების პროცესში გავიგე, რომ თუ საერთაშორისო ბაზარზე გინდა თავის დამკვიდრება, ბევრი ინგრედიენტის გამოყენება (მაგალითად სპერმაცეტის) დღეს აღარ შეიძლება. ამიტომ, დავიწყეთ საკუთარი ფორმულების შექმნა, რომელსაც ვიყენებთ ჩვენს პროდუქციაში. თუმცა, შთაგონების წყარო, რა თქმა უნდა, მანი იყო.

რატომ დაარქვით თქვენს ბრენდს "კაშკაში"?

რამდენიმე მიზეზის გამო. გვინდოდა, რომ სახელწოდება ქართულთან ყოფილიყო ასოცირებული. მეორეც, ის ენერგეტიკა, რაც ამ სიტყვას მოჰყვება, ზუსტად ის ემოციაა, რაც გვინდა რომ ჩვენს ბრენდს მოჰქონდეს. იდეა ის არის, რომ ჩვენ გვინდა შინაგან სილამაზეს, კაშკაშს, მივცეთ გზა გარეთ გამოსასვლელად. ამის გარეშე, ვერანაირი თავის მოვლის საშუალება ვერ გაგხდის ლამაზს.

რამდენი წლისაა ბრენდი და რა პროდუქციას ამზადებთ?

"კაშკაში" ბაზარზე შარშან, ივლისში შემოვიდა. პირველ კოლექციას, მანის პატივსაცემად, "მანი" დავარქვით და შედგება ოთხი პროდუქტისგან. ეს არის სახის მოვლის ხაზი: დღის და ღამის საცხი, თვალის და ტუჩის ბალზამი. ახლა გამოვუშვით, თამამად შემიძლია ვთქვა, ინოვაციური პროდუქტი ადგილობრივი ბაზრისთვის. ეს არის მყარი ლოსიონის ორგანული ბურთულები. მყარი ლოსიონის ბურთულები კონსერვანტებისგან სრულიად დაცლილია. ის ღრმად დამატენიანებელი სხეულის მოვლის საშუალებაა. ამ პროდუქტით, სახის მოვლის საშუალებებთან ერთად, უკვე ნელ-ნელა გადავედით სხეულის მოვლის ხაზზე. ეს საპნის მსგავსი ფორმის ბურთულები, სინამდვილეში მშრალი ზეთებია, რომლებიც ადნება კანს, დიდი ხნით უნარჩუნებს ტენიანობას, ქმნის უხილავ დამცავ შრეს და კანს გარე დამაზიანებელი ფაქტორებისგან იცავს. კომპაქტური ზომის ბურთულების წაღება ყველგან შესაძლებელია - ის არც ჩანთაში ჩაგექცევა და არც ბარგს დაგიმძიმებს.

სად იქმნება "კაშკაში"?

თბილისში, ჩვენს ლაბორატორიაში. თუმცა, ყველა ინგრედიენტი, რომლისგანაც "კაშკაში" იქმნება, არის ორგანული და ამის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის მფობელი.




"კაშკაშის" რომელ პროდუქტზე შეაჩერებდით თქვენს არჩევანს?

ლოსიონის ბურთულები ჩემი ყველაზე საყვარელი ქმნილებაა. ახლა ვამუშავებთ და ძალიან მალე გამოვა ზაფხულის ხაზი. იქიდან, ჩემი საყვარელი პროდუქტი გარუჯვის შემდეგ სახეზე წასასმელი ღამის საცხია, რომელიც ალოე ვერას ბაზაზეა შექმნილი და გარდა იმისა, რომ კვებავს და ატენიანებს კანს, მზის შემდეგ აწყნარებს კიდეც მას.

რას ნიშნავს თქვენთვის იყო ბუნებრივი?

საკუთარ მაგალითზე გეტყვით. ბევრისთვის ძალიან არაბუნებრივი იყო, როდესაც მე, კომუნიკაციების სფეროსთან ასოცირებულმა ადამიანმა, გადავწყვიტე ამ საქმიანობით დაკავება. მაგრამ, "კაშკაში" იმდენად ორგანული და ბუნებრივია ჩემთვის და იმდენად დიდი მოთხოვნილება მქონდა ამის კეთების, რომ აღარ ვაქცევ ყურადღებას იმ აზრს, რომ მე მასთან კავშირში არ ვარ. ეს ნიშნავს ჩემთვის ბუნებრიობას.

თავის მოვლის რიტუალი?

მართალი გითხრათ, დიდ დროს თავის მოვლას არ ვუთმობ. ჩვენი ბრენდიც ამ კონცეფციისაა. ის არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა თავის მოვლა, მაგრამ ძალიან დიდი დროც არ აქვს. რაც "კაშკაშის" პროდუქცია გამოვუშვით, მხოლოდ მის მოხმარებაზე ვარ გადასული.

სად მოგძებნოთ?

ჯერჯერობით გვაქვს ონალინ მაღაზია, რომელიც ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდთან არის მიბმული (kashkash.m
e). თუმცა, ვფიქრობთ ძალიან მალე ჩვენი პროდუქცია გამოჩნდება საქართველოს და ევროპის სპეციალიზირებულ მაღაზიებშიც. საქმიანობისას ყოველთვის ვითვალისწინებთ ევროპულ სტანდარტებს, გვინდა საერთაშორისო სერტიფიკატი მივიღოთ.


ტექსტი: ნატალია ყიფიანი
ფოტო: მელანო დონაძე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თუ ერთხელ მაინც გქონიათ
შეხება სასტუმრო საქმესთან საქართველოში, თქვენ მას იცნობთ. თუ არ
იცნობთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ ამ სფეროს შესახებ თითქმის
არაფერი იცით.
თუ ერთხელ მაინც გქონიათ შეხება სასტუმრო საქმესთან საქართველოში, თქვენ მას იცნობთ. თუ არ იცნობთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ ამ სფეროს შესახებ თითქმის არაფერი იცით.
10:30 / 15.11.2019
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს
მივაკითხეთ.
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს მივაკითხეთ.
14:11 / 14.11.2019
რა არის
AICAR
რა არის AICAR
11:20 / 14.11.2019
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა
ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის
თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში
გაიმართა.
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში გაიმართა.
14:31 / 13.11.2019
ექიმად მუშაობის პირველი
გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს
ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ,
გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო
ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია
სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები
ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება
უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის
ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის
განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის
ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და
მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის
და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
ექიმად მუშაობის პირველი გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
13:14 / 13.11.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
შემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
ადამიანი ორკესტრი
თუ ერთხელ მაინც გქონიათ შეხება სასტუმრო საქმესთან საქართველოში, თქვენ მას იცნობთ. თუ არ იცნობთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ ამ სფეროს შესახებ თითქმის არაფერი იცით.
10:30 / 15.11.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2779
TRY
TRY
1
0.5169
USD
USD
1
2.9723
ამინდი
ბორჯომი 1 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი -1 °C
img
გამოწერა