City News
ჩემი სივრცე
ნინო რუხაძე, კომპანია m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.


კომპანია, რომელსაც წარმოადგენთ

მე წარმოვადგენ კომპანია m2-ს. ადრე მას იცნობდნენ როგორც დეველოპერულ კომპანიას, რომლის მთავარი ბიზნესმიმართულება სრულად გარემონტებული ბინების გაყიდვა იყო. დღეს კი, ეს არის დეველოპერული კომპანია, რომელსაც ოთხი უმსხვილესი მიმართულება აქვს. რა თქმა უნდა, რეზიდენტული მიმართულება რჩება კომპანიის პრიორიტეტად, თუმცა გარდა ამისა, ბევრი საინტერესო სიახლე გვაქვს: სამშენებლო მიმართულება ანუ მშენებლობის მენეჯმენტი, სამშენებლო სექტორში 26-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია BK Construction-მა ჩაიბარა. სასტუმროების ქსელის განვითარების და მართვის მიმართულებით, ვიტყოდი, რომ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. უახლოეს რვა წელიწადში საქართველოს მასშტაბით ათი სასტუმროს გახსნას ვგეგმავთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქონების მართვის, ანუ ჩვენი კაპიტალის მართვის, ერთ-ერთი ყველაზე სტარტეგიული მიმართულებაც.
ბედნიერი ვარ, რომ წარმოვადგენ გუნდს, რომელიც გამოირჩევა განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით და მომავლის მკაფიო ხედვით. რომელსაც კარგად აქვს ჩამოყალიბებული ყველა ის ღირებულება, რაც წარმატებული საქმიანობის საწინდარია. ყავს კვალიფიციური კადრები, აქვს რესურსი და დიდი გამოცდილება, არის მოტივირებული და, რაც მთავარია, არის ერთ გუნდად, ერთ ოჯახად შეკრული.

საქმიანობა

ჩემი საქმიანობა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. ის რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს - ვკურირებ საზოგადოებასთან ურთიერთობას ოთხივე ბიზნესმიმართულებით. ასევე, სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს. ჩართული ვარ ღონისძიებების დაგეგმვასა და იმპლემენტაციაში, ნაწილობრივ ვფარავ სოციალური მედიისა და Digital მიმართულებას.
პირველი სამსახური 18 წლის ასაკში დავიწყე. არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. შემდეგ იყო საჯარო სექტორი. უძრავი ქონების მიმართულებით ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანია Cushman & Wakefield Georgia-ში ვმუშაობდი. მას შემდეგ, დაახლოებით ექვსი თვეა, რაც m2-ის გუნდის წევრი გავხდი.




პირველი ემოცია ამ კომპანიაში მოსვლის შემდეგ...

ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზა - "პირველად საქართველოში". ეს სიტყვები ჩემთვის m2-თან არის დაკავშირებული. როგორც გითხარით, გარკვეული პერიოდი უძრავი ქონების მიმართულებით ვმუშაობდი. სხვადასხვა ფორუმზე ხშირად მიწევდა ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ამ კომპანიაში იყვნენ დასაქმებული. არ სრულდებოდა ჩემი გაოცება - ყველა, ვისი პრეზენტაციაც განსაკუთრებით მომწონდა, აუცილებლად m2-ში იყო დასაქმებული. ჩემთვის წარმატება და პროფესიონალიზმი სწორედ m2-თან ასოცირდებოდა და ძალიან მინდოდა, მეც ამ ძლიერი გუნდის წევრი გავმხდარიყავი. როდესაც კომპანიაში მოვედი და m2-ის გუნდის წევრები ანუ უკვე ჩემი m2-ელები გავიცანი, კიდევ უფრო კარგად აღვიქვი როგორ იხარჯებიან კომპანიისთვის, ყოველი იდეისთვის და წამოწყებისთვის, თვითრეალიზებისთვის, კომპანიისა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ამ ექვსი თვის განმავლობაში დიდი მოგზაურობა გამომივიდა. ასე მგონია, რომ ეს მატარებელია, რომელშიც ჯდები და ის არასდროს ჩერდება.

ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტი

საბედნიეროდ, ასეთი ბევრია. თუმცა, ამ შემთხვევაში m2-ის მხოლოდ ერთ-ერთ პროექტზე ვისაუბრებ. ეს არის "კონსტრუქტ 2". სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ 2" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია "m2 უძრავი ქონების" ერთობლივი პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება სამ მილიონ ლარს შეადგენს. "კონსტრუქტ 2" ზესტაფონში მდებარეობს და პირველი ნაკადი გაზაფხულის დასაწყისში მიიღო. ხელობის დაუფლება 18 წელზე უფროს, ნებისმიერი ასაკის, სქესის, ფიზიკური შესაძლებლობისა თუ გამოცდილების მქონე მსურველს შეუძლია. ჩვენი მთავარი მიზანი პროფესიონალი სპეციალისტების მომზადებაა, თუმცა ამ პროექტის კიდევ ერთი ღირებულება ხელოსნის პროფესიისადმი არსებული დამოკიდებულების გადაფასებაა. ეს ტრანსფორმაცია კი, პირველ რიგში, მათ საკუთარ თავში უნდა დაიწყონ და ნებისმიერი დიპლომირებული პროფესიონალის მსგავსად იამაყონ საკუთარი პროფესიით. ამის მიზეზი კი, ნამდვილად უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი, რეალურად, არა მხოლოდ ცალკეულ შენობებს, არამედ ქვეყანას აშენებენ; სწორედ მათ მიერ ამოყვანილ კედლებში და კეთილმოწყობილ ბინებში თუ ოფისებში იცხოვრებენ და იმუშავებენ ადამიანები, მთელი თაობები და ამავე კედლების წინ ჩაივლის ჩვენი ქვეყნის ისტორიაც.

სამუშაო დღე

ჩემი საქმიანობის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შეხვედრები დილიდან იწყება. თუმცა, განრიგი ყოველთვის სხვადასხვაგვარია. შეიძლება დილა მშენებლობაზე დაიწყოს და ფორუმზე სიტყვით გამოსვლით გაგრძელდეს. შემდეგ გადაღება, შეხვედრები და ა.შ. თუ რეგიონში ვართ კონკრეტული გეგმით, განრიგი ძირითადად არ მეცვლება და სტაბილურად მიდის, თუმცა იქაც, გარემოებებიდან გამომდინარე, ვახერხებ ადაპტირებას.




სამუშაო სივრცეში აუცილებელია...

სასურველი ადამიანები, კომფორტი და სინათლე

სამუშაო მაგიდა

სიმართლე გითხრათ, დღეს გადაღებისთვის დავალაგე. ზოგადად კი სულ ქაოსია: ბევრი ფურცელი, კონტრაქტები, ჟურნალები, ჩანაწერები, სუნამო და ა.შ

კომპიუტერი თუ ტელეფონი

ალბათ, მაინც ტელეფონი.

ბლოკნოტი თუ პლანშეტი?

ბლოკნოტი. ფურცელზე წერა მიყვარს.

კალამი თუ ფანქარი?

ამოჩემებული მაქვს ერთი კონკრეტული სახეობის კალამი, რომელსაც ბავშვობიდან ვიყენებ.

ყავა თუ ჩაი?

ყავა. ალბათ, დღეში 4 - 5 ჭიქა...

განტვირთვა...

ძალიან მინდა გიპასუხოთ - ცურვა, ვარჯიში, იოგა ან რაიმე მსგავსი, მაგრამ ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, იმდნად ვიღლები, რომ ალბათ, ძილი. თუმცა, ზაფხული მოდის და მაქსიმალურად ვეცდები რომ აუზზე გავინებივრო თავი.

თავისუფალი დრო...

გრაფიკის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობ მეუღლესთან ერთად დიდი დროის გატარებას, მეგობრებთან ერთად ყოფნას. მიყვარს ქალაქგარეთ გასვლა, რადგან ბუნებასთან სიახლოვე ძალიან მსიამოვნებს.


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა