City მთავარი თემა
რუიკა იოკოიამა
როცა აყვავდა საკურა


აპრილის ნომრის მთავარ გმირს, ერთ ჩვეულებრივ, თბილისურსაცობიან დღეს უნდა შევხვდე. ამიტომ, თადარიგს ვიჭერ და გზიდან ვწერ - "თითქმის მოვედი". პასუხს სწაფადვე მიბრუნებს, მწერს, რომ ისიც ხუთ წუთში მოვა. დამშვიდებულმა ტელეფონი გადავდე და ტაქსის ფანჯრიდან უკვე ათასჯერ ნანახ, ცოტა მობეზრებულ, მაგრამ მაინც საყვარელ რუსთაველის გამზირს გავხედე. ჩვევა მაქვს ასეთი, ხალხზე დაკვირვება მიყვარს... ცნობილ კიბეებზე ჩამწკრივებულ ნახატებთან ჩემი ყურადღება ერთმა გოგონამ მიიპყო. მოდის ძალიან, ძალიან სწრაფი ნაბიჯებით და ამავდროულად, ძალიან მსუბუქად, მხრებში გამართული, გემოვნებით ჩაცმული, თუმცა თავისებური, გამორჩეული სტილით - მკაცრი სილუეტის პიჯაკით და დიდი ზომის შარვლით. ქარიანი დღეც ემთხვევა და ფილმის კადრივით გოგონას გრძელ შავ თმას უფრიალებს. ის კი ცდილობს ვარცნილობა არ გაუფუჭდეს და თმას ლამაზი, თხელი ხელებით იჭერს ოღონდ ისე, რომ სიარულის ტემპს არ უკლებს. კადრი იმდენად მომეწონა, რომ ტელეფონი ავიღე და რამდენიმე ფოტო გადავიღე. ტაქსი იქვე გავაჩერე და მასთან შესახვედრად წავედი. გოგონა ჩემი ფილმიდან, აპრილის "სითის" მთავარი გმირი - რუიკა იოკოიამაა.
ინტერვიუს დასაწყისშივე ვეუბნები, რომ მის შესახებ ყველაფერი მაინტერესებს. მას სრულებით არ ვიცნობ, მხოლოდ ის ვიცი, რომ 21 წლისაა, 2016 წელს საქართველოში ნინო ანანიაშვილის დამსახურებით ჩამოვიდა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის კორედებალეტში ჩაირიცხა. 2019 წლიდან კი, საბალეტო დასის სოლისტია.



რუიკა, მომიყევი იმ ადგილის შესახებ, სადაც დაიბადე...

იაპონიის ქალაქ ნიიგატაში დავიბადე. ეს ქალაქი ტოკიოს ჩრდილოეთითაა. ბევრი ფიქრობს, რომ ნიიგატაში ცხოვრება მოსაწყენია, მაგრამ ჩემთვის ეს საუკეთესო ადგილია. სიმშვიდეა, ბევრი სიმწვანე, ბუნებასთან სიახლოვეს გრძნობ... ზამთარში კი იქ ყოველთვის დიდი თოვლია. ბავშვობაში, ჩემს მეგობრებთან ერთად, დიდ დროს ვატარებდი ჩვენს ეზოში, სულ ვთამაშობდით. იქ თითქოს ყველაფერი სხვანაირად გემრიელია, ყველაფერს სხვა გემო აქვს.

გენატრება?

ძალიან... იქ ხომ ჩემი ოჯახი ცხოვრობს... დედა, მამა, პატარა ძმა და ორი კატა. მამას თავისი კომპანია აქვს, დედა ბუღალტერია, ძმა კი ჩემზე სამი წლით უმცროსია. ახლახანს დაამთავრა სკოლა და უნივერსიტეტისთვის ემზადება.

როდის გაჩნდა ბალეტი შენს ცხოვრებაში?

პატარა ბავშვები ხომ ცერა თითს იდებენ პირში. როგორც მიყვებიან, მე ფეხს ვიდებდი. დედამ გადაწყვიტა, რომ ძალიან მოქნილი ვიყავი და ოთხი წლის ასაკში ბალეტზე შემიყვანა. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი კარგად არ მახსოვს.

როგორ ფიქრობ, დედამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო?

სიმართლე გითხრათ, შარშანდელ წლამდე ბალეტი მძულდა. ზუსტად ერთი წლის წინ, "მძინარე მზეთუნახავში" მთავარი, პრინცესა ავრორას როლი შევასრულე. ზუსტად ამ დროს ვიგრძენი, რომ ბალეტი მიყვარს. თითქოს ყველაფერი შეიცვალა...


რამდენი წლის იყავი, როდესაც იაპონიიდან წამოხვედი?

15 წლის ვიყავი. იაპონიაში ბალეტის ბევრი კონკურსი ტარდება. ჟიურის წევრები სხვადასხვა ქვეყნის საბალეტო სკოლის წარმომადგენლები არიან. ერთ-ერთი ასეთი შეჯიბრისას, პორტუგალიური საბალეტო სკოლის დირექტორმა მის სკოლაში სწავლა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი.

ამ გადაწყვეტილების მიღება რთული არ იყო?

კი, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო რთული ლისაბონში ჩასვლის შემდეგ იყო. სკოლაში ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა. მთელ დღეებს იქ ვატარებდი, დილის 9-დან საღამოს 9-მდე. თუმცა, ეს პერიოდი ფსიქოლოგიურად უფრო რთულად გადასატანი აღმოჩნდა, ვიდრე ფიზიკურად. როდესაც ლისაბონში ჩავედი, ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი, არც მესმოდა და ვერც ვსაუბრობდი. ადამიანებს ვერ ვეკონტაქტებოდი. რეპეტიციების დროს, როდესაც მასწავლებელი მესაუბრებოდა, ვერ ვიგებდი და ამაზე ყველა იცინოდა... სტრესის ფონზე ბევრს ვჭამდი და გავსუქდი. სარკეში ჩახედვა არ მინდოდა... ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. იმდენად, რომ მინდოდა ბალეტისთვის თავი დამენებებინა და უნივერსიტეტში ჩამებარებინა. ჩემს მშობლებს ვუთხარი, რომ პორტუგალიაში სკოლის დამთავრების ცერემონიაზე ბოლოჯერ ვიცეკვებდი და სახლში დავბრუნდებოდი.



მაგრამ, ახლა ისევ ცეკვავ...

სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე "დონ კიხოტი" უნდა გვეცეკვა. ნინო ანანიაშვილი სპეციალურად მოწვეული სტუმარი იყო. გვიტარებდა გაკვეთილებს, გვამოწმებდა... როგორც ჩანს, ამ დროს შემამჩნია და საქართველოში წამოსვლა შემომთავაზა.

ანუ, დღეს შენ ისევ ბალერინა რომ ხარ, ნინოს დამსახურებაა?

ეგრე გამოდის. ნინო ჩემთვის ღმერთივითაა. მისთვის არასდროს მითქვამს, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იაპონიაში ვცხოვრობდი, დისკი მქონდა, სადაც ნინოს შესრულებით "დონ კიხოტი" იყო ჩაწერილი. ყოველდღე ვუყურებდი. ვცდილობდი რაღაც მოძრაობებში მისთვის მიმებაძა. იმდენად ხშირად ვუყურებდი, რომ ეს დისკი დაზიანდა. პორტუგალიაში სწავლის დროს, გერმანიაში ერთ-ერთ კონკურსზე გავემგზავრე. მესამე ადგილი ავიღე, ჟიურიში ერთ-ერთი ნინო ანანიაშვილი იყო. მგონი ეს ამბავიც არ
იცის...



შენი მონაყოლის შემდეგ ვხვდები, რომ ნინოს წინადადებაზე უარს ვერ იტყოდი, მაგრამ საქართველოს შესახებ თუ იცოდი რამე?

იმ სკოლიდან, რომელშიც მე ვსწავლობდი, საქართველოში ბევრი მოცეკვავე ჩამოდიდოდა. ბევრს "პოსტავდნენ" საქართველოზე, აქაურ ულამაზეს ადგილებზე, სამზარეულოზე... პირველად ეს ქვეყანა სწორედ მათი ფოტოებით გავიცანი.



ჩამოხვედი საქართველოში და...

პირველი რეაქცია იყო შოკი. ამ ქვეყანაში ყველა მაღალია, გრძელი ფეხები და ლამაზი აღნაგობა აქვთ. ძალიან მომწონს მათი დამოკიდებულება უცხოელი სტუმრების მიმართ. თბილად და კეთილად მიმიღეს. უკვე სამი წელია აქ ვცხოვრობ და ძალიან კარგი მეგობრები მყავს.



შენს თბილისურ ცხოვრებაზე მომიყევი

დილით ძალიან ადრე არ ვიღვიძებ, დაახლოებით 10 -ის ნახევრისთვის. 11 საათზე რეპეტიცია გვეწყება. ამიტომ უცებ ვწესრიგდები, ვიკეთებ მაკიაჟს ვიცვამ და სახლიდან გავდივარ.

საუზმე?

არ მიყვარს. დღეში მხოლოდ ერთხელ ვჭამ-სადილს.

რეპეტიციები ყოველდღე გაქვს?

ორშაბათობით ვისვენებთ. ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, მხოლოდ კვირაში ერთი დღე. ამიტომ კვირას ღამით ვერთობი, მეგობრებთან ერთად მივდივარ კლუბში, ბარში ან სადმე კაფეში. სხვა დღეებში კი სახლში მოვდივარ და ვისვენებ. სხვა რამისთვის ენერგია აღარ მრჩება.


მარტო ცხოვრობ?

ახლა კი. ბოიფრენდთან ერთად ვცხოვრობდი. ახლა უნგრეთშია და მალე დაბრუნდება.

მასზე მომიყვები?

დიეგოც ბალეტის მოცეკვავეა. თბილისში გავიცანი. ისიც აქ ცეკვავს. თავიდან ვერ ვიტანდი. ჩემგან ძალიან განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ 15 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობ და ვმოგზაურობ, შინაგანად, ხასიათით მაინც იაპონელი ვარ. ის იტალიელია და ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით. მე პუნქტუალური ვარ, ის ყოველთვის აგვიანებს, მე საკუთარ თავში სულ ვეძებ ნაკლს, მას კი, მგონია, რომ საერთოდ არ აქვს პრობლემები, არანაირი სტრესი. მისთვის ცხოვრება მარტივია. თავიდან იმიტომ არ მომწონდა, რომ ყველა გოგოს ეფლირტავებოდა. ისიც ბევრს მოსწონდა. მერე, რაღაც ეტაპზე, მისივე ინიციატივით დავიწყეთ ურთიერთობა. აი ასე, უბრალოდ დავიწყეთ. მეგობრობით, შემდეგ კი ერთმანეთი შეგვიყვარდა. უკვე ერთ წელზე მეტია ერთად ვართ.

მოგწონს აქ ცხოვრება?

მომწონს ამ ქალაქში ცხოვრებაც და მუშაობაც. აქ სიმშვიდეა, არ არის ისეთი ქაოსი, როგორიც, მაგალითად, ტოკიოში. ხალხიც მშვიდია. მომწონს მოხუცები პარკებში რომ სხედან და ისვენებენ. აქაური სამზარეულოც შემიყვარდა. ხაჭაპური განსაკუთრებით. მაგრამ მივხვდი, რომ აუცილებლად კარგ ადგილას უნდა ჭამო.




საქართველოში, თბილისის გარდა, რომელი ადგილი მოგწონს?

თბილისიდან არასდროს გავსულვარ. ყველა მეუბნება, რომ აუცილებლად უნდა მოვინახულო ზღვისპირეთი და საქართველოს მთები. მაგრამ წლის განმავლობაში ვერ ვახერხებ, რადგან სულ რეპეტიციები გვაქვს. ზაფხულში კი, დაახლოებით თვენახევარი ვისვენებთ და ვცდილობ ამ პერიოდში იაპონიაში ჩავიდე.

რომელია შენი საყვარელი ფერი?

ცისფერი

ფილმი?

Les Misérables

რომელი მუსიკის მოსმენა არ გბეზრდება?

Les Misérables-ის საუნდტრეკის. ცოტა სევდიანია, მაგრამ მიყვარს...ზოგადად, სევდიანი მუსიკა მომწონს.

საყვარელი ცეკვა?

უბრალოდ, ცეკვა...

საყვარელი როლი?

მირტას როლი "ჟიზელში"




სამომავლო გემგებზე ფიქრობ?

კონკრეტული გეგმები არ მაქვს. მინდა მთელ მსოფლიოში ვიცეკვო ძალიან, ძალიან ბევრი მანამ, სანამ შევძლებ.

ბოლოს მითხარი, რაზე ოცნებობ?

ჩემი ყველაზე დიდი ოცნება დედობაა.




ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი
ტექსტი: ანა არაბიძე
კოსტიუმები: ალექსანდრე ახალკაციშვილი, ლადო ბოკუჩავა, თიკო პაქსა, გიორგი ქებურია
სამკაული: Le Chic Radical
თმა და მაკიაჟი: ანა თოდუა
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა,
მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა, მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "ადამოში" გაიმართა. ბენდის სახელი მოფიქრების პროცესშია. სხვათა შორის, სიამოვნებით მოისმენენ თქვენს იდეებსაც. აი, ბენდის წევრების სახელები კი უკვე ბევრისთვის ნაცნობია- ზუკა ხუციშვილი, ლევან ჩხაიძე, დავით ლონდარიძე, გიორგი ჭაუჭიძე, რეზი ედგარიძე და უმშვენიერესი ანანო ღიბრაძე.
09:50 / 15.07.2019
"სითის" და "ნიკორა სუპერმარკეტის" ერთობლივი ფოტოპროექტი
09:04 / 15.07.2019
თანამედროვე ცხოვრებაში
ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება
დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან
დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით
მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და
დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი
დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ
აღზრდაში.
თანამედროვე ცხოვრებაში ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ აღზრდაში.
11:42 / 13.07.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2410
TRY
TRY
1
0.5109
USD
USD
1
2.8845
ამინდი
ბორჯომი 19 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა