City News
საგაზაფხულო ვიზიტი
"აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში"


დღესდღეობით, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდურ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულება ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ წერაა. წერენ ბევრს და ბევრნაირად. ზოგან ვკითხულობთ ამა თუ იმ მონოდიეტების სასწაულმოქმედებაზე, ზოგან კი, სწორი კვების უალტერნატივობაზე. არჩევენ თემებს: რომელი ჯობია - დღეში ერთხელ ნოყიერად ჭამა, თუ ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტა. ვერ თანხმდებიან წყლის მიღების რაოდენობაზეც. ამ დიდი აურზაურის ფონზე, ჩნდება კითხვა - როგორია ცხოვრების ჯანსაღი სტილის ოქროს წესი პროფესიონალების აზრით. ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხის მისაღებად, ჩვენი სტატიის გმირებთან ერთად "აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრს~ მივაკითხეთ, სადაც უახლესი დანადგარი, დენსიტომეტრი (ორმაგენერგეტიკული რენტგენო აბსორბციომეტრი) გვეგულება. აპარატი ზუსტად განსაზღვრავს ძვლის მინერალურ სიმკვრივეს, ადგენს ძვლოვანი მასის განლევის ხარისხს. გარდა ამისა, დამატებითი ფუნქციების წყალობით, აპარატი იკვლევს ორგანიზმში კუნთოვანი და ცხიმოვანი მასის რაოდენობას, ცხიმის განაწილებას და ა.შ. დიაგნოსტიკის ამ მეთოდზე, მის უპირატესობებსა და ცხოვრების ჯანსაღ სტილზე, უფრო დაწვრილებით, ექიმი-ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი, თამარ ხუციშვილი გვესაუბრა.

თამარ ხუციშვილი, "აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის" ექიმი ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი:

ენდოკრინოლოგია დღესდღეობით მსოფლიო მედიცინის აქტუალურ სფეროს წარმოადგენს. იგი გულისხმობს დაავადებების ფართო სპექტრს, როგორიცაა: ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი, სიმსუქნე, ჭარბი წონა, ოსტეოპოროზი და ა.შ. "აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში~ ტარდება ყველა ის ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევა, რომელიც ნებისმიერ ენდოკრინოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს. კვლევის საფუძველზე ხდება მკურნალობის კურსის, ხოლო საჭიროებისას, ინდივიდუალური დიეტოთერაპიის დაგეგმვა.
"აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში" გვაქვს სასიხარულო სიახლე: სულ ახლახანს, ექსპლოატაციაში შევიდა დენსიტომეტრი, რომელიც საშუალებას იძლევა რამდენიმე მიმართულებით მოხდეს დიაგნოსტიკა. პირველ რიგში, დენსიტომეტრია აღიარებულია როგორც ოქროს სტანდარტი ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკაში.
ოსტეოპოროზი - დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ძვლოვანი მასის სიმკვრივის შემცირებით. იგი მსოფლიო მედიცინისთვის გამოწვევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 50 წელს გადაცილებული ყოველი მე-3 ქალი და ყოველი მე-5 მამაკაცი ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ქვეშ იმყოფება. დღესდღეობით, ეს დაავადება მსოფლიოს მასშტაბით ორას მილიონ ადამიანშია დიაგნოსტირებული. დენსიტომეტრია წარმოადგენს ყველაზე ზუსტ, არაინვაზიურ და სწრაფ მეთოდს, რომელიც მაღალი სიზუსტით განსაზღვრავს მინერალურ სიმკვრივეს, ადგენს ძვლის განლევის ხარისხს და მოტეხილობის რისკებს. დაავადებაზე ეჭვი შესაძლოა გააჩინოს სხვადასხვა ინსტუმენტულმა კვლევამ, როგორიცაა რენტგენოლოგიური, კომპიუტერული თუ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევა, მაგრამ მხოლოდ დენსიტომეტრიით ხდება ობიექტური მაჩვენებლის - ძვლის მინერალური სიმკვრივის (BMD) გამოთვლა. ნორმიდან მისი გადახრის ხარისხის (T-score) დადგენა და, შესაბამისად, ოსტეოპოროზის დიაგნოსტირება. მიღებული შედეგის საფუძველზე, ინიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი, რაც გვიცავს არასასურველი მოტეხილობებისგან. 



ნატუკა გულისაშვილი და თამარ ხუციშვილი

სწორედ T-score-ის მაჩვენებლის წინა შედეგთან შედარებით ხდება ჩატარებული ანტიოსტეოპოროზული მკურნალობისა და სხვა ღონისძიებათა ეფექტიანობის შეფასება. მნიშვნელოვანია, რომ აპარატი საზღვრავს არა მარტო ძვლის მინერალურ სიმკვრივეს (BMD), არამედ ძვლოვანი ქსოვილის მიკროარქიტექტურას (TBS), რომელიც წარმოდგენს დამატებით ფაქტორს ძვლოვანი ქსოვილის შესაფასებლად. კვლევის ჩატარების ჩვენებას წარმოადგენს პოსტმენოპაუზური ასაკი ქალებში. ასევე, მამაკაცები 70 წელს ზემოთ. უფრო ადრეულ ასაკში დენსიტომეტრიის ჩატარება აუცილებელია რისკ-ფაქტორების არსებობის დროს, როგორიცაა თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ანამნეზში მოტეხილობა, წონის დეფიციტი, გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობა, გენეტიკური ფაქტორების არსებობა და ა.შ.
აპარატის კიდევ ერთ ღირსებას წარმოადგენს დამატებითი - ორგანიზმის შემადგენლობის განსაზღვრის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც ვსაზღვრავთ კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილის შემცველობასა და გადანაწილებას. თანამედროვე მედიცინაში ტრადიციული და აპრობირებული სხეულის მასის ინდექსის (სმი) განსაზღვრასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხიმოვანი ქსოვილის, განსაკუთრებით კი ვისცერული ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობრივ განსაზღვრას. ბოლო პერიოდში, მსოფლიო მედიცინაში აქტიურად შემოვიდა მეტაბოლურად ჯანმრთელი ჭარბწონიანი და მეტაბოლურად არაჯანმრთელი, ნორმალური სხეულის მასის მქონე ადამიანების ცნება, რაც ზრდის აღნიშნული კვლევის საჭიროებას.
კვლევა ინფორმატიულია ნორმალური სხეულის მასის მქონე ადამიანებში ვისცერული (აბდომინალური) ცხიმის განსაზღვისთვის, რომელიც შაქრიანი დიაბეტის (ტიპი 2) და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების წამყვან რისკფაქტორს წარმოადგენს. კვლევის ჩატარება ასევე ინფორმატიულია ჭარბი წონისა და სიმსუქნის მკურნალობის პროცესში. ასევე, აქტიური ფიზიკური დატვირთვისას ცხიმის რაოდენობრივი შემცირების განსაზღვრის მიზნით. გარდა ამისა, სპორტსმენებისთვის, რომელთა სხეულის მასის ინდექსი მაღალია, კუნთოვანი და არაჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის გამო. დენსიტომეტრიას დიდი მნიშვენელობა აქვს ტრავმული დაზიანებების შემდგომაც. აპარატით ხდება დაკვირვება რამდენად კარგად და თანაბრად ხდება კუნთოვანი მასის აღდგენა რეაბილიტაციის პროცესში.

როგორია ცხოვრების ჯანსაღი სტილის საერთო სტანდარტი?

ცხოვრების ჯანსაღი სტილი, პირველ რიგში, სწორ და ხშირ კვებას გულისხმობს. ჭარბი წონის შემთხვევაში, პაციენტმა პროფესიონალის მიერ შედგენილი ბალანსირებული კვების რეჟიმით უნდა იხელმძღვანელოს. რეჟიმი კი ყოველთვის მორგებული უნდა იყოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასაკზე, ცხოვრების წესზე და ა.შ.
ცხოვრების ჯანსაღი წესი ასევე გულისხმობს წყლის ადეკვატური რაოდენობის მიღებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას და მზის აბაზანებს D ვიტამინის დეფიციტის პრევენციისთვის. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს დადებითი ემოციები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ნატუკა გულისაშვილი - მსახიობი, ტელეწამყვანი



ნატუკა გულისაშვილი, მსახიობი, ტელეწამყვანი

ერთდროულად ბევრი საქმით ვარ დაკავებული. მაქვს გადაცემა რადიოში, "შუადღის" შოუს წამყვანი ვარ და კიდევ ერთ ტელევიზიაში შუადღის გადაცემის გაკეთებასაც ვგეგმავ. მაისის ბოლოდან კი ნატახტარში გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნისთვის ვემზადები.
გარკვეულ ასაკამდე, ჩვენი ორგანიზმი იტანს შედარებით არაჯანმრთელ ცხოვრების წესს. დამეთანხმება ყველა, ვისაც "თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი" აქვს დამთავრებული. რეჟიმი არეულია, რეპეტიციები სხვადასხვა დროს იწყება, ხანდახან გვიან ღამემდე გრძელდება და ა.შ ორგანიზმი ამ ყველაფერს იტანდა, რაღაც ასაკის მერე კი დამეტყო სახეზე, წონაზე ხასიათზეც კი. მგონია, როდესაც ხალხისთვის ნაცნობი სახე ხარ, გიყურებენ, გისმენენ, ამის უფლება არ გაქვს, უნდა იზრუნო ჯანმრთელობაზეც და გარეგნობაზეც.
სიმართლე გითხრათ, ზოგადად კლინიკების სტუმრობა არ მიყვარს. დღეს გამონაკლისი იყო, რადგან აქ შემოსულს, ნახატების და ამდენი სიმწვანის შემხედვარეს, არ გექმნება ისეთი განწყობა, რომ კლინიკაში ხარ. საერთოდ არ არის დმთრგუნველი აურა.
განსაკუთრბით მომეწონა, რომ აქ მაქსიმალურად გერგებიან, გისმენენ, ითვალისწინებენ შენს პროფესიას, დღის რეჟიმს და რჩევებსაც ამის მიხედვით გაძლევენ. შევეცდები, რომ ამ არაჩვეულებრივი ექიმების რჩევები მაქსიმალურად გავითვალისწინო.

ქეთი კანტიძე - მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის მმართველი



ქეთი კანტიძე და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი-რენტგენოლოგი, მედიცინის დოქტორი თეონა დარასელია

ცხოვრების ამ ეტაპზე, ვემსახურები თეატრს და მსახიობებს. ვმუშაობ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში დასის მმართველად. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ჯანმრთელი ცხოვრების სტილის დაცვა მარტივი არაა. ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები მაქვს, ამიტომ ექვს თვეში ერთხელ აუცილებლად ვიტარებ ყველა საჭირო დიაგნოსტიკას. ვფიქრობ, დიაგნოსტიკა ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. რაც შეეხება "აკ.ფრიდონ თოდუას კლინიკაში" ჩვენს დღევანდელ ვიზიტს, ზუსტად საჩემოა, რადგან ზედა და ქვემო კიდურები მაწუხებს და ძალიან მინდოდა ძვლოვანი სისტემის გამოკვლევა და კალციუმის შემადგენლობის დადგენა. როგორც აქაურმა არაჩვეულებრივმა ექიმებმა ამიხსნეს, ეს აპარატი მსგავსი დიაგნოსტიკისთვის იდეალურია.



ქეთი კანტიძე, მსახიობი


ლაშა ღლონტი, მომღერალი

ზოგადად, ძალიან აქტიური ადამიანი ვარ. ამიტომ ახლაც, როგორც ყოველთვის, ჩემს ცხოვრებაში ძალიან აქტიური პერიოდია. სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად, ჩემს შვილთან და სიძესთან ერთად ვაკეთებ ტურისტულ კომპლექსს, ძალიან საინტერესო კონცეფციით. როდესაც უცხოელი სტუმარი ჩამოდის, ხშირად მიჰყავთ რესტორანში. ჩვენ კი ქართულ ოჯახში მივიყვანთ, სადაც ნამდვილ ქართულ კულტურას გაეცნობიან. ეს იქნება პრემიუიმ კლასის მომსახურება მათთვის, ვისაც უყვარს და აინტერესებს ჩვენი ქვეყნის კულტურა. 



ლაშა ღლონტი, მომღერალი

ჩვენ, ექიმები, ხშირად სხვებს ვაძლევთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რჩევებს, თავად კი, სამწუხაროდ, ხანდახან ვერ ვითვალისწინებთ. ერთი რაც მინდა დანამდვილებით ყველას ვურჩიო არის ის, რომ დროული გამოკვლევების ჩატარებას უნდა მივეჩვიოთ, რადგან ადრეულ სტადიაზე ნებისმიერი დაავადების პრევენციაა შესაძლებელი. საინტერესოა ახალი ტექნოლოგია, რომელიც "აკ. ფრიდონ თოდუას კლინიკაში" დაინერგა. აქ, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან და სწორედ ამ ორი კომპონენტის, თანამედროვე აპარატურისა და კარგი კადრების, თანაარსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სამკურნალოდ უცხოეთში დადიან, მაგრამ დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ქართული მედიცინა არცერთი სხვა ქვეყნისას არ ჩამოუვარდება. მე მჯერა ქართული მედიცინის და ქართველი ექიმების.



თამარ ხუციშვილი და ლაშა ღლონტი



ექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: LIG Studio
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა,
მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა, მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "ადამოში" გაიმართა. ბენდის სახელი მოფიქრების პროცესშია. სხვათა შორის, სიამოვნებით მოისმენენ თქვენს იდეებსაც. აი, ბენდის წევრების სახელები კი უკვე ბევრისთვის ნაცნობია- ზუკა ხუციშვილი, ლევან ჩხაიძე, დავით ლონდარიძე, გიორგი ჭაუჭიძე, რეზი ედგარიძე და უმშვენიერესი ანანო ღიბრაძე.
09:50 / 15.07.2019
"სითის" და "ნიკორა სუპერმარკეტის" ერთობლივი ფოტოპროექტი
09:04 / 15.07.2019
თანამედროვე ცხოვრებაში
ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება
დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან
დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით
მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და
დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი
დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ
აღზრდაში.
თანამედროვე ცხოვრებაში ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ აღზრდაში.
11:42 / 13.07.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2191
TRY
TRY
1
0.5040
USD
USD
1
2.8714
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა