City News
რა კარგი ხარ, რა კარგი!
სოფო ბათილაშვილის დაბრუნდება "ბრავო რექორდსთან" ერთად!


ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჟურნალისტებისა და საზოგადოების წინაშე მონატრებული მომღერალი, "მხოლოდ ქართულის" ფინალისტი სოფო ბათილაშვილი გამოჩნდა.
ცნობილი გახდა, რომ "ბრავო რექორდსმა" პოპულარულ მომღერალთან სადებიუტო ალბომზე მუშაობა დაასრულა, ალბომს "პერიფრაზი" ჰქვია და მასში შევა ყველა ის სიმღერა, რომელიც მაყურებელმა პროექტის ფარგლებში შეიყვარა: "იაგუნდი", "რა კარგი ხარ, რა კარგი", "იეზიდი", "ჰერიო ბიჭებო"...

ისევე როგორც პროექტში, ამჯერადაც სადებიუტო "პერიფრაზზე" სოფოსთან ერთად ცნობილმა მუსიკოსმა ზვიად ბოლქვაძემ იმუშავა. "ბრავო რექორდსის" დამფუძნებლის ზაზა შენგელიას თქმით, სოფო ბათილაშვილისა და გენიალური მუსიკოსის ზვიად ბოლქვაძის ტანდემი ახალი სიტყვაა ქართულ სახელოვნებო სფეროში და "ბრავო რექორდსის" დაინტერესება ამ პროექტით აღნიშნულმა ფაქტმაც განაპირობა. და, ცხადია, იმანაც, რომ სოფო უდიდესი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში. დებიუტანტი სოფო ბათილაშვილი კი გულახდილად უყვებოდა ჟურნალისტებს, რომ რომ არა "ბრავო რექორდსის" ამ ალბომს ის, სავარაუდოდ, 20 წელი ვერ ჩაწერდა და რომ ეს ამბავი მის კარიერაში გადამწყვეტი და ძალზედ მნიშვნელოვანია.

ახლა კი ყურადღება!
ახალი ალბომის პრეზენტაცია და გრანდიოზული კონცერტი 28 ივნისს, სპორტის სასახლეში გაიმართება. პროექტს მარინა ბერიძე უხელმძღვანელებს და მასში ბევრი ცნობილი და ნიჭიერი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. "პერიფრაზის" მხარდამჭერი საქველმოქმედო ფონდი "იპოვე შენი საქართველოა", ხოლო საინფორმაციო მხარდამჭერი ჟურნალი "სითი".

28 ივნისის "პერიფრაზამდე" ისიც დაანონსდა, რომ შემოდგომით "ბრავო რექორდსი" სოფო ბათილაშვილის ახალ ალბომზე დაიწყებს მუშაობას. სადაც თავად სოფოს მიერ დაწერილი სიმღერები ნიკოლოზ რაჭველისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით იქნება წარმოდგენილი. 





ტექსტი: მარიკა ხოფერია
ფოტო: LIG STUDIO
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა