City News
"ლიფერენტი" - სასტუმრო, სპა, იოგა და აუზი!
ბევრი ვიარე თუ ცოტა, მე ის ვიპოვე. უფრო ზუსტად კი მინდა მჯეროდეს, რომ ისაა სწორედ ჩემი ნამდვილი სიყვარული - იოგა "ლიფერენტისა". მოდით, ყველაფერს თავიდან გიამბობთ.


სასტუმროსა და სპა სივრცე "ლიფერენტის" შესახებ არც ისე დიდი ხნის წინ გავიგე. ხშირად ჩამომდის სტუმარი საქმიანი თუ კერძო ვიზიტით და ჩემს სახლთან სიახლოვეს მისი დაბინავება უსაზღვროდ მნიშვნელოვანია. ახლობლებმა მირჩიეს - მიდი, ნახე "ლიფერენტი".
ის ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "სოლოს" ჩასახვევშია. ჩემი სახლიდან "ლიფერენტამდე" 6 წუთია ფეხით. ადგილმდებარეობა იდეალური, სასტუმროში ცალკე, სპეციალურად "ლიფერენტისთვის" შექმნილი ლიფტით ადიხართ, აქ თქვენ სამი სართული გჭირდებათ; მეათე, სადაც სასტუმროა განთავსებული, მეთერთმეტე სპა ზონა და იოგას სამყარო და მეთორმეტე, ულამაზესი ღია აუზი, კომფორტული შეზლონგებით, ბარითა და ურბანული ხედებით. როგორც ჩვენი ინსტაგრამ-გოგოები იტყვიან, ინსტაგრამ "სთორების" სამოთხე.




სასტუმრო მყუდრო და გაწიკწიკებულია. ასეთ დეტალებს პირადად მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, დარწმუნებული ვარ თქვენც. ჰოდა, მოინიშნეთ, სხვადასხვა ტიპის ოთახები, სტანდარტული, ნახევრად ლუქსი და ლუქსის ტიპის, საქართველოში დამზადებული და იდეალური ხარისხის ღია ფერის ავეჯი, კარგი საწოლები და ძალზედ კომფორტული მატრასები, უმაღლესი ხარისხის თეთრი თეთრეული და პირსახოცები. ჩემი ფრანგი სტუმარი განსაკუთრებით და სასიამოვნოდ იყო გაოცებული აქაური საუზმით, რომელიც საკმაოდ მსუყე და გემრიელი გახლდათ. თუ თქვენი სტუმარი ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარია, მას სასტუმროში არსებული მცირე ზომის ჯიმით შეუძლია ისარგებლოს, შეუძლია სპა ზონასაც ესტუმროს, რელაქს ან სამკურნალო მასაჟსთვის, ხოლო ზაფხულში ღია აუზით ისიამოვნოს.







სასტუმრო
"ლიფერენტის" სპა ზონა ცალკე აღნიშვნას მოითხოვს. გამოცდილებით გირჩევთ აიღოთ სპეციალურად თქვენთვის შედგენილი სამასაჟე კურსი. თუ თქვენი მიზანი გახდომაა, რეალურ შედეგებს პირველივე კურსის შუაში იგრძნობთ, "ლიფერენტის" მასაჟების განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ სამკურნალო ხასიათს ნებისმიერი ტიპის მასაჟი ატარებს, იქნება ეს ანტიცელულიტური, თუ სარელაქსაციო. ეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობაა. სამუშაო ეთერზეთები კორეული წარმომავლობისაა და ფუნქციონალურობის გარდა, საოცარი სურნელისაა. სამასაჟე ზონა ძალიან მყუდრო და ჯადოსნურია. ოდნავ ჩამქრალი სინათლით, ძალზედ სწორად შერჩეული მუსიკალური კომპოზიციებით, არაჩვეულებრივი ტექნიკით, არომატებით და მწვანე ჩაით, რომელსაც მასაჟის შემდეგ გახვედრებენ. პაწაწინა ჯამში კი ნატურალური თაფლია, აქაური გოგოები მას "ლიფერენტის" თაფლს უწოდებენ. მართლაც გამორჩეულია. 






კორეულ კოსმეტიკაზე მუშაობს
"ლიფერენტის" კოსმეტოლოგიური კაბინეტი. მთავარი ხაზი და აქცენტი აქ ეფექტის ბუნებრივი მეთოდებით მიღწევაზეა გაკეთებული, თუმცა, ცხადია, კაბინეტი პოპულარულ ინექციებსაც შემოგთავაზებთ. მე მაინც გირჩევთ დაიწყოთ ოქროს ნიღბის პროცედურით. საოცარ შედეგს იძლევა. 




ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ადგილის შესაყვარებლად მაინც იოგას გაკვეთილებია. მე კვირაში სამჯერ დავდივარ, ჩემი მასწავლებელი ნათიაა. მე ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვარ. სიგარეტს დავანებე თავი იანვრის თვეში და მომატებულ 3-4 კილოგრამს სხვადასხვა მეთოდით ვებრძოდი. მერე "ლიფერენტის" იოგა ვიპოვე და მივხვდი, რომ აქამდე რაც მიკეთებია, არაფერია იოგასთან შედარებით. დავიწყოთ იმით, რომ დარბაზია ულამაზესი, ხედით კუს ტბასა და ეთნოგრაფიულზე, ნუ ცოტათი ურბანულიც, ცხადია. ერთი სიამოვნებაა კარს რომ გამოაღებ. ნათიას მითითებებით ნელნელა შენს სხეულს სწავლობ და ხვდები, რა ბედნიერებაა შენი იოგას მასწავლებლის მიერ ნასწავლის 30%-ს მაინც რომ მიაღწევ. მოდით, ბევრს აღარ დავწერ. ჩემთვის ეს არც სარეკლამო თემაა და არც თავის მოწონების. გულახდილად გეტყვით, ჩემნაირი დამწყებებისთვის "ლიფერენტის" იოგა იდეალურია. არ გაკომპლექსებთ, არ გაშინებთ, ფერებ-ფერებით გაყვარებთ და წინ გწევთ. 






დაახლოებით იმ დროს, როცა თქვენ ამ სტატიას წაიკითხავთ, მე ჩემს თანაიოგელებთან ერთად იოგას,
"ლიფერენტის" მეთორმეტე სართულზე, ღია აუზზე ვივარჯიშებ. მერე, გრილი შხაპის გადავლების შემდეგ, შემიძლია მასაჟი გავიკეთო ან რუჯის მისაღებად დავწვე, სადღაც, 30 წუთი. ყველაფერი ერთადაც შეიძლება, მაგრამ დრო არ მექნება ამდენი, არჩევანი უნდა გავაკეთო და სავარაუდოდ, მზეს მონატრებული თქვენ "ლიფერენტის" ღია აუზზე დაგხვდებით, იმედი მაქვს -4 კგ! ვნახოთ.


ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა