City News
ლურჯი ფრინველი
"რიჟრაჟზე სანადიროდ გასულს, ჭალებში ლურჯი ფრინველი აგიფრინდა.

"სლოტუ" გლიჯე, სხვა მონადირეებზე წინმსწრები გასროლით ჩამოაგდე. ძირსდავარდნამდე, ლურჯი ფრთებიდან დაეფერთხა და გაიფანტა ჰაერში. შენი...

"კარგი გასროლა იყო", - შეგაქეს მონადირეებმა. ბარდებში ჩამალული, დაგეშილი ძაღლების ნაპოვნი "პადრანკა" ხელში აიღე, მომაკვდავს თვალებში ჩახედე და, მონადირული წესით, თავი თოფის კონდახზე ჩამოარტყმევინე შენს ლურჯ ფრინველს..."

ცოტა ხნის წინ დავწერე ეს ერთი მტკაველი და F.B.-ზე დადებული უმალ წავშალე. არ შეიძლება ესროლო ლურჯ ფრინველს.

ბედნიერების საძებნელად გასული, შენს ლურჯ ფრინველს მოინადირებ ხოლმე ხშირად, რომელიც...

რომელიც მე მოსკოვში ვნახე სცენაზე. თეატრში წამიყვანეს ჩემმა დიდმა ბებიებმა (არ ვიცი რომელში, პატარა ვიყავი, ექვსი-შვიდი წლისა), ლუციკო და ელენე ჯაფარიძეებმა, ალიოშა ჯაფარიძის, ბაქოში დახვრეტილი ერთ-ერთი ოცდაექვსი კომისრის ქალიშვილებმა, ობლად დარჩენილები სტალინმა რომ შეიფარა და ზარდა საკუთარ სახლში თხუთმეტ წლამდე. შემდგომში, ლუციკო ათი წლით გაუშვა "ლაგერებში": "Хватит десять лет!" - წითელი ფანქრით გადახაზა დასახვრეტების სიიდან. ელენემ კი, ახალგაზრდა გოგომ, შავი მეტალურგიის მინისტრის მოადგილედ ყოფნისას, მაგნიტოგორსკის ალუმინის ქარხანა ააშენა. მუშებთან ერთად ცხოვრობდა ბარაკებში...

სპექტაკლის ყურებისას, სკამიდან ოდნავ შევხტი, რადგან ვიცანი ლურჯი ფრინველი, რომელსაც...

რომელსაც აქამდეც შევხვედრილვარ. მე ხომ " ბაღი გამოვლილი" მქონდა უკვე...

კოსტავას ქუჩაზე (მაშინდელი ლენინის) ახლაც დგას ჩემი ბაღის ნახევრადდანგრეული შენობა. კიბეც შემორჩა ხის დანაოჭებული საფეხურებით და ძველი ღირსებით მდგარი, საღებავდაცვენილი მოაჯირიც. კიბემ და მოაჯირმა დღემდე შეინარჩუნეს ჩემი ხელის შეხება, მსუბუქი ნაბიჯები, შეტირება და დაგვიანებული მშობლების მოლოდინი... ლურჯმა ფრინველმა შემომინახა.

პირველად, როდესაც "მარადიულ კაის" ვეზიარე, ახლოში გადამიფრინაირაოთი და მხიარული ჩაფსტვინებით. ბევრი ხნის მერე აღვიდგინე ეს სურათი წარსულის ჩხრეკვისას: ჯერ ცურვა არ ვიცოდი, სამი-ოთხი წლისა ვიდექი ზღვაში მუხლებამდე შესული, შორს ვიყურებოდი მზისკენ, ზღვის ჰორიზონტისკენ და ვიგრძენი , რომ ბევრი "კაია" ამ ქვეყანაზე, და სწორედ მაშინ გადაიფრინა ტალღებზე და დამამხსოვრა ის წამი დაუვიწყებლად...

ცუდობის და ბოროტების ჟამსაც გამოჩენილა დამხმარედ...

ცხრა აპრილს ფარებს მიღმა მოვხვდი ( ეს მინდა ვთქვა: ერთი "სალდათი" დავაგდე მუშტის დარტყმით, მათი რიგი გაირღვა და შევვარდი შიგ... ეგრე იყო). ვეგდე დასისხლიანებული. აღარ ჩერდებოდნენ, აგრძელებდნენ "დუბინკების" და "ბათინქების" დაუზარლად რტყმას, როცა გავიგონე ბრძანება: "Хватит!..пусть уебываетсья этот от сюда!" - რუსის ოფიცერი მადგა თავზე. იარაღი "კაბურაში" ჰქონდა. ავხედე და ომებში ნამყოფი მეომრის ბრაზი თუ წყენადავლანდე მის გამოხედვაში. არ მოსწონდა რაც ხდებოდა. უწესო ბრძოლა. უიარაღო ხალხის წინააღმდეგ, მთელი სამხედრო ძალა იყო გამოყენებული. დამხედა ნაცემ ჩვიდმეტი წლის ბიჭს და უბრძანა ორ ჯარისკაცს სამშვიდობოსკენ გავეგდეთ. რუსთაველის კინოსკენ ჯოგად მიდინებულ ხალხში შემაგდეს. "დამშვიდობებისას" წელში მხიეს ავტომატის კონდახი...

გადამარჩინა ოფიცერმა. ლურჯმა ფრინველმა დაჰკივლა მას ბრძანების გაცემამდე. სისხლით გაზუზნულ თითებს შორის დავინახე თავაწეულმა შავ ცაზე მისი ლურჯად გაელვება...

გაცნობიდან მოყოლებული, დავსდევ ლურჯ ფრინველს ცა და ცა ერთად საფრენად... და ყოველ ჯერზე ვბრიდავ "სლოტუ", ის კი ცოცხლდება ფენიქსივით ახლიდან და ახლიდან.


რეზო თაბუკაშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა,
მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა, მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "ადამოში" გაიმართა. ბენდის სახელი მოფიქრების პროცესშია. სხვათა შორის, სიამოვნებით მოისმენენ თქვენს იდეებსაც. აი, ბენდის წევრების სახელები კი უკვე ბევრისთვის ნაცნობია- ზუკა ხუციშვილი, ლევან ჩხაიძე, დავით ლონდარიძე, გიორგი ჭაუჭიძე, რეზი ედგარიძე და უმშვენიერესი ანანო ღიბრაძე.
09:50 / 15.07.2019
"სითის" და "ნიკორა სუპერმარკეტის" ერთობლივი ფოტოპროექტი
09:04 / 15.07.2019
თანამედროვე ცხოვრებაში
ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება
დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან
დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით
მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და
დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი
დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ
აღზრდაში.
თანამედროვე ცხოვრებაში ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ აღზრდაში.
11:42 / 13.07.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2191
TRY
TRY
1
0.5040
USD
USD
1
2.8714
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა