City News
"ფინკა ბანკის" ბავშვები დაზოგვის შესახებ
დეპოზიტი - ეს არის ინვესტიცია ჩვენს მიზნებში. საბავშვო დეპოზიტი კი, არის ინვესტიცია ბავშვის მომავალში. დეპოზიტი საუკეთესო საჩუქარია ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, განსაკუთრებით ბავშვისთვის. თანაც ახლა, როცა ბავშვთა უფლებებების დაცვის დღეს ვზეიმობთ. 1 ივნისს ბავშვებისთვის საუკეთესო საჩუქარი სწორედ "ფინკა ბანკის" საბავშვო დეპოზიტია და ამით თანხის მათი სწავლისთვის თუ სხვა მიზნებისთვის შეგროვება.

დაგროვება ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ. ისინი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მას.
დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ "ფინკა ბანკის" ბავშვები, ანუ ჩვენი გუნდის წევრების შვილები, რომლებიც საინტერესოდ გვასწავლიან დაზოგვას.
მშობლებო, გირჩევთ აჩუქოთ დეპოზიტი თქვენს შვილებს - გახსენით დეპოზიტი "ფინკა ბანკში" და მათთან ერთად დააგროვეთ თანხა მათი უკეთესი მომავლისთვის.

დიმიტრი მენთეშაშვილი, ლიზი ჯაყელი

დიმიტრი
: ფულის შეგროვება მიყვარს და ჩემს ფულს ყულაბაში ვაგროვებდი, ახლახანს გავტეხე ყულაბა და ჯერ ახალი არ მიყიდია.
ლიზი ჯაყელი: დაზოგვა მიყვარს. დედიკო მაძლევს ფულს და მე მხოლოდ 50 თეთრს ვხარჯავ.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაზოგვისთვის?

დიმიტრი
: უაზრობები არ უნდა იყიდო
ლიზი: სურვილი. როცა გაქვს მიზანი, შენ მისკენ მიისწრაფი.

რისთვის აგროვებ ფულს?

დიმიტრი
: ფულს ვაგროვებ ვიოლინოსთვის.
ლიზი: მე მინდა ტელეფონი

დაზოგვის დროს რა არის ყველაზე რთული?

დიმიტრი: ფული უნდა მოიპოვო.
ლიზი: არ დახარჯო ახლავე, რადგან როცა მშობელი რამეს გიკრძალავს, შენ გინდა ის შენი ფულით იყიდო.

რჩევა - როგორ დავზოგოთ

დიმიტრი: სამსახური უნდა იშოვო, უაზრობები არ უნდა იყიდო, ფული ყულაბაში შეაგროვო
ლიზი: არ დახარჯო მთლიანად ის ფული, რომელსაც მშობლები გაძლევენ.


მარიამ ლაბაძე, ნიკა ჩუბინიძე, ანა დოლიძე

მარიამ ლებანიძე: ფულის დაზოგვა ძალიან მიყვარს და სულ ვინახავ ფულს. ვცდილობ ყოველდღე ჩავაგდო ჩემს ყულაბაში 1 ან 2 ლარი.
ნიკა ჩუბინიძე: ფულის დაზოგვა შემიძლია; ყოველდღე ყულაბაში 50 თეთრიანს ვაგდებ. ოჯახის სხვა წევრებიც მეხმარებიან და ისინიც მიგდებენ 50 თეთრიანებს.
ანა დოლიძე: ოგორც კი მაძლევენ ფულს, საფულეში ვინახავ ან დედას ვაძლევ ანაბარზე რომ შემინახოს.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაზოგვისთვის?

მარიამი: უნდა გვქონდეს ნებისყოფა და, რაც მთავარია, არ წაგვიცდეს ხელი დასახარჯად.
ნიკა: დაზოგვის დროს რთულია იმაზე ფიქრი, რომ არ შემოგეხარჯოს. მაგრამ თუ მოინდომებ და მიზნად დაისახავ - აუცილებლად შეძლებ შეგროვებას.
ანა: დაგროვებისთვის მთავარი არის სურვილი.

ფულს რისთვის აგროვებ?

მარიამი: მინდა სამოგზაუროდ რომ წავალ მშობლებთან ერთად, ჩემი ფული მქონდეს. ყულაბაც ჩემოდნის ფორმის მაქვს.
ნიკა: უკეთესი ტელეფონი უნდა ვიყიდო.
ანა: პატარა თანხებს, ხურდას, ვზოგავ ტკბილეულების და საჭირო რაღაცების საყიდლად. ხოლო უფრო დიდ თანხებს - მობილურისთვის.

ფულის დაგროვების დროს რა არის ყველაზე რთული?

მარიამი: რთულია არ ავყვეთ ცდუნებას და არ დაგვეხარჯოს. ჩემთვის ძნელია პიცის და შაურმის ჭამის სურვილს გავუძლო.

3 რჩევა - როგორ დავზოგოთ

მარიამი: ხშირად ვიფიქროთ იმ სურვილზე, რისთვისაც ვაგროვებთ; აუცილებელია ცდუნებას არ ავყვეთ; რაც მთავარია, დედას არ ვუთხრათ, რომ არ გამოგვართვას ფული.
ნიკა: სურვილი და მონდომება; ჩართო ოჯახის წევრებიც; იქონიო ნებისყოფა და დაგროვება განაგრძო სასურველი მიზნის მიღწევამდე.
ანა: ფულის ნაწილი შევინახოთ ცალკე საფულეში ან ყულაბაში, რომელსაც არ ვიყენებთ და ხშირად არ ვხედავთ; ხშირად არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ფული გვაქვს შენახული; ფულს როდესაც მჩუქნიან ვაძლევ დედას, რომ ჩემს ანაბარზე შეიტანოს. იქ უფრო კარგად ინახება და ვერ დახარჯავ როცა მოგინდება. წარმოიდგინეთ, რამდენი შეიძლება შეგიგროვდეთ და რის გაკეთებას შეძლებთ ამ თანხით.



ანა მანტუა, კატო ბოდოკია

ანა: მე მიყვარს ფულის დაზოგვა და როგორც კი დედიკო და მამიკო ფულს მაძლევენ, იმწუთასვე ვაგდებ ყულაბაში და ვცდილობ, რომ არ დავხარჯო.
კატო: ფულის დაზოგვა ძალიან ძნელია, მაგრამ აუცილებელია. როცა იცი რომ ფული გაქვს, ბევრ რამეზე გინდა დახარჯო, მაგრამ ყველაფერზე მაინც არ გყოფნის. მე ყოველთვის, როდესაც სკოლიდან თანხა მომრჩება ან ფულს მჩუქნიან, ეგრევე ჩემს ყულაბაში ვყრი და მინდა რაც შეიძლება ბევრი დავაგროვო.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაზოგვისთვის?

ანა
: ყველაზე მნიშვნელოვანი დაზოგვისთვის სურვილია. მაგალითად, ჩემი სურვილია წავიდე პარიზში, "დისნეი ლენდში" ჩემი დაგროვებული ფულით.
კატო: ფულის დაზოგვისთვის მთავარია ამის სურვილია გქონდეს და მოინდომო მაქსიმალურად დაზოგო თანხა.

რისთვის აგროვებ ფულს?

ანა
: მოგზაურობისთვის.
კატო: ჩემი ფულის დანაზოგით ამჟამად ძალიან მინდა შევიძინო ახალი ტელეფონი.

დაზოგვის დროს რა არის ყველაზე რთული?

ანა
: ყველაზე რთული ფულის დაგროვების დროს არის ცდუნება, რომ ფული არ დახარჯო იმწამსვე.
კატო: ფულის დაგროვება და დაზოგვა რთულია, რადგან ნებისყოფა არ გყოფნის და გინდა მაშინვე იყიდო რამე. თუ ფულის დაზოგვა გვინდა საჭმელზე, მაშინ უნდა წავიდეთ ბაზარში. იქ ყველაფერს ბევრად იაფად შევიძენთ, ვიდრე სუპერმარკეტებში. თუ ტრანსპორტზე გვინდა ფულის დაზოგვა, მაშინ მეტროთი, ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით უნდა გადავადგილდეთ. მართალია ასე უფრო დიდი დრო იხარჯება, მაგრამ უფრო ნაკლები თანხა.

3 რჩევა - როგორ დავზოგოთ

ანა
: მიზნად დაისახეთ სურვილი, რის გამოც აგროვებთ ფულს; გაუძელით ცდუნებას და ფული იმწამსვე არ დახარჯოთ.




მარიამ კოპაძე, კატო გრძელიშვილი

მარიამი
: აუუუ, ძალიან მიყვარს ფულის დაზოგვა, ყულაბაც მაქვს და ნაჩუქარ ფულს ვყრი ყულაბაში, მაგრამ მე არ ვთხოვ არავის ჩუქებას, მრცხვენია! მხოლოდ დაჩის, ჩემს ძმას ვჩუქნი მე თვითონ, თუ შემოაკლდა.
კატო: ფულის შეგროვება კი მიყვარს, მაგრამ მეხარჯება ხოლმე. მორჩენილ ხურდას ყულაბაში ვყრი.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაზოგვისთვის?

მარიამი
: სურვილი
კატო: ნებისყოფაც, მონდომებაც და სურვილიც, მაგრამ მაინც მონდომება პირველია.

რისთვის აგროვებ ფულს?

მარიამი
: მობილური ტელეფონი არ მაქვს, არ მჭირდება, მაგრამ რომ მქონდეს, ასე მგონია გავერთობოდი. დანარჩენს ყველაფერს მყიდულობენ. ისე, ლამაზ, ვარდისფერ, ბრჭყვიალა კაბასაც ვიყიდიდი. წინ ცისარტყელა რომ ახატია და ბანტი აქვს უკან ფრთებით.
კატო: მოგზაურობისთვის უკვე ვაგროვებ უცხო ქვეყნის ფულებს.

დაზოგვის დროს რა არის ყველაზე რთული?

მარიამი
: ყველაფერი ძვირი ღირს და დრო უნდა მოგროვებას. თუ ძალიან არ გინდა, შეიძლება დაგეხარჯოს.
კატო: ცდუნება, როცა ძალიან მომინდება რაღაც, შეგროვებული ფული შემომეხარჯება ხოლმე.

3 რჩევა როგორ დავზოგოთ

მარიამი
: არ დახარჯო ფული ტკბილეულში, ჩააგდე ყულაბაში; ჯერ უნდა მოიფიქრო რა გინდა, რისთვის აგროვებ და შემდეგ დაიწყე მოგროვება, უფრო მოგინდება მემგონი, მეორე რჩევაც საკმარისია იმისთვის, რომ მოაგროვო.
კატო: პირველ რიგში, ვიყიდოთ ყულაბა; ფულს არ ვაძლევთ არავის; ცდუნებას გავუძლოთ.



ტექსტი: გვანცა კიკალიშვილი
ფოტო: თიკო ჭიღლაძე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით,
ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით
ყველა სტუმარს იზიდავს.


აქ აღმოაჩენთ თბილ და მყუდრო გარემოს. ზუსტად ისეთს, თქვენი ბავშვობის
ბაკურიანში რომ დაგაბრუნებთ. ვისაც ბაკურიანი უყვარს, ალბათ
დამეთანხმება, რომ ეს ადგილი თავის ხიბლს წელიწადის ნებისმიერ დროს
ინარჩუნებს. ზამთარში, თოვლით დაფარული მთები,
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.


აქ აღმოაჩენთ თბილ და მყუდრო გარემოს. ზუსტად ისეთს, თქვენი ბავშვობის ბაკურიანში რომ დაგაბრუნებთ. ვისაც ბაკურიანი უყვარს, ალბათ დამეთანხმება, რომ ეს ადგილი თავის ხიბლს წელიწადის ნებისმიერ დროს ინარჩუნებს. ზამთარში, თოვლით დაფარული მთები, "ხიჟინები", ქუჩაში მოსიარულე მარხილები, გლინტვეინი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი, ნამდვილ "ბაკურიანობას" ქმნის. გაზაფხული და შემოდგომა შედარებით მშვიდია. შაბათ-კვირას დასვენების მოყვარულებისთვის, ვისაც ცოტა ხნით უნდა, რომ გაექცეს ქალაქის ტემპს და სუფთა ჰაერზე, სიმშვიდეში დაისვენოს, იდეალურია.

ზაფხულში ბაკურიანში ნამდვილი დღესასწაული იწყება. აქ მთავარი ამბებს პატარები ქმნიან. სწორედ ეს პატარა ვიზიტორები არიან ბაკურიანის მთავარი ელჩები. მათ იმდენად უყვართ აქ დასვენება, რომ სადაც არ უნდა წავიდნენ არდადეგებზე, ზაფხულის რამდენიმე დღის გატარება ბაკურიანში მაინც უნდათ. ამისთვის კი, ყველას თავისი მიზეზი აქვს.

ზაფხულში, ბაკურიანში ყოველდღე გინდა რომ ისეირნო პარკიდან ტყეში, ტყიდან კოხტაზე, კოხტადან მინდვრის ყვავილებით აყვავებულ დიდველზე და ასე, დაუსრულებლად. რაც მთავარია, გინდა რომ დაისვენო ოჯახთან, მეგობრებთან ერთად ისე, რომ თავი იგრძნო სახლში ან საკუთარ აგარაკზე. სწორედ ასეთი დასვენების ადგილია - "ჰილტოპ ბაკურიანი". სასტუმროს იდეალური მდებარეობის გამო, მარტივად დაგეგმავთ თქვენი დღის მარშრუტებს. სასტუმროში დაბრუნებისას კი, თქვენს კომფორტსა და დასვენებაზე "ჰილტოპ ბაკურიანის" გუნდი იზრუნებს. სასტუმროს ეზო თქვენი შვილების და მათი თანატოლების შეხვედრის ადგილი გახდება. თქვენ აივნიდან, ფინჯანი ყავით ხელში, ულამაზესი ხედებით დატკბებით და თან შვილების თამაშს თვალს მიადევნებთ. თუ ერთხელ მაინც მოხვდებით ამ სასტუმროში, მომდევნო სეზონისთვის საუკეთესო ნომერს წინასწარ დაჯავშნით და თქვენს გამოცდილებას ახლობლებსაც თამამად გაუზიარებთ.

მაშ ასე, გახსოვდეთ შეხვედრის ადგილი ბაკურიანში - "ჰილტოპ ბაკურიანი"!


10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
ცნობილი ნორვეგიული
ბრენდი საქართველოში
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი საქართველოში
07:17 / 05.06.2020
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"აგარაკობა" წავკისში
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6021
TRY
TRY
1
0.4402
USD
USD
1
3.0719
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
გამოწერა