City News
IT GIRLS by GEOX
"სითის" ერთგულ მკითხველს ალბათ გახსოვთ რუბრიკები - "ის გოგო" და "ის ბიჭი". ბოლო დროს ისინი მივივიწყეთ. მაისში "სითის" დაბადების დღეა. ამიტომ, აღვადგინეთ პირველი ნომრის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რუბრიკა და მის გმირებად ამ ნომერში ის გოგოები ავარჩიეთ, რომლებზეც დღეს ჩვენს ქალაქში ბევრს საუბრობენ. ლამაზები, საქმიანები, წარმატებულები, ნამდვილი მომავლის გოგოები - ქეთი წიქვაძე და ელენე კალანდაძე. 9 წლის შემდეგ, "სითის" სავიზიტო ბარათად ქცეულ რუბრიკას GEOX წარმოგიდგენთ.

ქეთი წიქვაძე 

პროფესია - ტელე-კინო მენეჯერი

საქმიანობა - 2013 წელს შევქმენი ბრენდი "მაიკა". ეს არის მაისურები და ზამთრის ჰუდები, რომლებიც წლებია ბესთსელერია ქართველი დიზაინერების მაღაზიაში. ვაპირებ, რომ ნელ-ნელა გავაფართოვო ჩემი ბრენდი და ახალი იდეები განვახორციელო. ბოლო დროს, საქმიანობად მექცა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაში, რაც ძალიან მახარებს და სიამოვნებას მანიჭებს. 

სიამოვნებით ვიქნებოდი - მომღერალი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ვერასდროს ვიქნები. 

ჩემი ყველაზე ადრეული მოგონება უკავშირდება - ბედნიერ ბავშვობას, რომელიც ბებია-ბაბუასთან გავატარე.

ბავშვობიდან ყველაზე მეტად მენატრება - მამა

ყველაზე მეტად ვიამაყე - ყოველთვის ვამაყობ ჩემი ოჯახით.

ჩემზე არ იციან, რომ - საშინლად რომანტიკული და სენტიმენტალური ვარ.




ბოლოს ვიტირე - ერთი კვირის წინ. 

ამ წამს ვინატრე - რომ ვიყო მილიონერი.

ჩემი შვილები ჩემზე ფიქრობენ, რომ - მე საუკეთესო ვარ.

ალიან მიჭირს უარის თქმა - სიგარეტზე

თინეიჯერი როცა ვიყავი, ვუსმენდი - Pink Floyd-ს

თინეიჯერი როცა ვიყავი, ძალიან მომწონდა - ჯულია რობერტსი.

ძალიან ვნანობ, რომ - ბევრად მეტი დრო არ დავუთმე სწავლა-განათლებას

ჩემი საყვარელი ფრაზა ფილმიდან -"მომწონს ის აზრი, რომ სადღაც ვიღაც შენთვის არის შექმნილი, სამუდამოდ" (Café de Flore)

ჩემი ცხოვრების საუნდტრეკია - I will always love you - ახლა ასეთ ხასითზე ვარ.




ახლა ვუსმენ
- ყველაფერს, რაც სიამოვნებას მანიჭებს. 

მომწონს, როდესაც მამსგავსებენ - მამას 

სტილი - ყოველდღიურად სპორტული სტილი მაქვს, მაგრამ საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ვიყო ცოტა კლასიკური. ამ ორის სინთეზი საინტერესო აღმოჩნდა. ხან ისეთი ვარ, ხან - ასეთი. მბეზრდება ერთფეროვნება. 

ყველაზე მეტად გავრისკე და ... დავთანხმდი როლზე. მსახიობი არ ვარ, ამიტომ ჩემთვის გამოწვევაა სერილში თამაში. თუმცა, ვგიჟდები გამოწვევებზე. 

მომავალში ყველაზე მეტად მინდა, რომ - ჩემი შვილები სწორ გზაზე დადგნენ და მეც შევიტანო წვლილი მათ ბედნიერ მომავალში. ამით მეც ბედნიერი ვიქნები.


ელენე კალანდაძე




პროფესია
- მომღერალი, მუსიკოსი

საქმიანობა - საქართველოს პირველი არხის, დილის გადაცემის "ახალი დღის" წამყვანი და სტუდია Teen Club-ის თანადამფუძნებელი.

რომ არა მომღერალი, ვიქნებოდი - დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ფსიქოლოგი, life coaching-ის სპეციალისტი.

ჩემი ყველაზე ადრეული მოგონება უკავშირდება - ისრაელს უკავშირდება. ჩემი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული და ყველაზე ძვირფასი მოგონება სწორედ იქ გატარებული წლებია. მზე, ზღვა, ქვიშა და ჩემი ტკბილი ოჯახი.

ბავშვობიდან ყველაზე მეტად მენატრება - ის ჩემი მეგობრები და კლესელები, რომლებთან ერთადაც გავატარე ყველაზე ძვირფასი წლები ისრაელსა და ბელგიაში.

ყველაზე მეტად ვიამაყე - მაშინ, როდესაც 2017 წელს, საბავშვო ევროვიზია წავიყვანე საქართველოში ინგლისურ ენაზე, რომელმაც უდიდესი გამოცდილება შემძინა და ვფიქრობ, ძალიან ღირსეულად გამოჩნდა საქართველო მსოფლიო რუკაზე.

ჩემზე არ იციან, რომ - რამდენადაც მხიარული და პოზიტიური ვარ ხალხისთვის გარედან, იმდენად ემოციური და მელანქოლიური ვარ ჩემს საკუთარ თავთან.

ბოლოს ვიტირე - მაშინ, როდესაც უახლოესი და უძვირფასესი მეგობარი, ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი ბაბი (თამარ ბაბილუა), ჩვენი გმირი, გარდაიცვალა.

ამ წამს ვინატრე - ჩემი ოჯახის ერთად ყოფნა, რადგან გაფანტულები ვართ სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემთვის მათი ახლოს ყოფნა უმნიშვნელოვანესია.




ჩემი შვილი ჩემზე ფიქრობს, რომ - ჩემი შვილი მხოლოდ 4 წლისაა, თუმცა მიუხედავად ასაკისა, ის ყოველთვის მაგრძნობინებს იმას, რომ მისთვის მხოლოდ დედა არ ვარ. პირველ რიგში, მისი ყველაზე ახლო მეგობარი ვარ და მიხარია, რომ დაბადებიდან ჩვენ ასეთი ურთიერთობა გვაქვს.

ძალიან მიჭირს უარის თქმა - ცეკვაზე. ალბათ მოცეკვავეც გამოვიდოდი დიდი სიამოვნებით, რომ არა მომღერალი. ყველაზე ნამდვილი ელენე სწორედ ცეკვის და სიმღერის დროს ვარ, სადაც ბოლომდე ვიხარჯები ემოციურად და ჩემს პატარა სამყაროში ვმოგზაურობ.

თინეიჯერი როცა ვიყავი, ვუსმენდი - პოპსა და ასევე როკს, რომელიც ჩემმა უფროსმა ძმამ შემაყვარა.

თინეიჯერი როცა ვიყავი, ძალიან მომწონდა, - რომ ზედმეტად არასოდეს ვიზღუდებოდი ჩემი მშობლებისგან. ყველაფრის უფლებას მაძლევდნენ, თუმცა დოზირებულად და ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის აღზრდისას. ასევე ის, რომ სულ გვიწევდა მოგზაურობა და ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაცხოვრება, რადგან მამა დიპლომატი მყავს და შესაბამისად, სულ საცხოვრებლის შეცვლაში ვიყავით. ამან კი ნამდვილად უკეთეს ადამიანად ჩამომაყალიბა და ბევრი რამ მასწავლა. სწორედ ამიტომაცაა, რომ არასოდეს გამჭირვებია ადაპტირება სხვადასხვაგვარ სოციუმში.

ძალიან ვნანობ, რომ - არასოდეს არაფერზე მინანია.

ჩემი საყვარელი ფრაზაა - Nothing is impossible, the word itself says ‘I’m possible, ეს Audrey Hepburn-ის სიტყვებია და ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელი ნამდვილად არაფერია და ამის სულ მწამს!

ჩემი ცხოვრების საუნდტრეკია - Somewhere over the rainbow

ახლა ვუსმენ
- ჟანრობრივად არასოდეს ვიზღუდავ თავს. ვუსმენ ყველაფერს რაც კარგია და ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ჟანრის მოსმენა ადამიანის განვითარებას უწყობს ხელს. ახლა, ამწამს ვუსმენ, Etta James - I'd rather go blind

მომწონს, როდესაც მამსგავსებენ - არავის მამსგავსებენ. ეს კი კარგის ნიშანია, ანუ ინდივიდუალიზმი გამაჩნია.

სტილი
- მიხარია, რომ ჩემი საქმიანობებიდან გამომდინარე, ყველა სტილის მორგება მიწევს და მეც ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ ჩემში. კარგია, როდესაც ადამიანი ხან სპორტული ხარ, ხან კიდევ კლასიკური... მრავალფეროვნება საჭირო ასპექტია როგორც საკუთარი თავისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

ყველაზე მეტად გავრისკე და
- ვფიქრობ, ჯერ ასეთი რამ არ ყოფილა. წინაა მთელი ცხოვრება. ზოგადად რისკიანი ვარ, თუმცა ადეკვატურად და ზომიერად.

მომავალში ყველაზე მეტად მინდა, რომ - ბევრი ადამიანისთვის ვიყო მოტივატორი, და გავუზიარო როგორც კარგი გამოცდილება, ასევე - ცუდიც, რომელსაც მხოლოდ სასიკეთოდ გამოიყენებს. 





ტექსტი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: თიკო ჭიღლაძე
მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე
გადაღების ადგილი: KING GORGASALI HOTEL
ფეხსაცმელი: GEOX
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა