City News
დასვენება "Calista Luxory Resort" -ში " Captain Plus"-ის ხელწერით
ზაფხულში, უმრავლესობას ერთი აკვიატებული ფრაზა უტრიალებს თავში: "დასვენება მინდა!" ითვლი დღეებს შვებულების დაწყებამდე და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სამსახურში ხარ, ფიქრებით უკვე სადღაც ზღვის სანაპიროზე მზეს ეფიცხები, მიირთმევ ეგზოტიკურ კოქტეილს, უსმენ სასიამოვნო მუსიკას და ათვალიერებ გარუჯულ, მომღიმარ დამსვენებლებს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი შვებულებამდე გაცილებით ადრე იწყება - მოგზაურობის სწორად დაგეგმვა. "კაპიტან პლუსი" სწორედ ის ტურისტული კომპანიაა, რომელიც თქვენს ნებისმიერ სურვილს რეალობად აქცევს და ზღაპრულ დასვენებას მოგიწყობთ.


ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს. ამიტომ, ჩემი პირველი ტურისტული ჩანაწერების გასაკეთებლად საოცარ ადგილას გავემგზავრე, სახელად "კალისტა". მედიატურის ორგანიზატორები "კაპიტან პლუსი" და მისი პარტნიორი, Kalanit Tours-ი გახლავთ. შესასწავლი და გასაცნობი ადგილი კი, როგორც მოგახსენეთ, თურქეთის ხმელთაშუა ზღვის მზიან სანაპიროზე მდებარე, ულამაზესი სასტუმრო Calista Luxory Resort -ია, სადაც პირველად გაიმართა "ქართული დღეები". 




Calista Luxory Resort -ში, ორიგინალურ არქიტექტურულ კომპლექსთან ერთად, საათის მექანიზმივით აწყობილი ინფრასტრუქტურა დაგვხვდა. კომპლექსი მრგვალი ფორმის შვიდი კორპუსისა და ორსრთულიანი ვილებისგან შედგება, რომელთაც ერთმანეთთან ფართოდ გაშლილი მწვანე სივრცეები, სიმპათიური ხიდები და სხვადასხვა ზომის აუზი აერთიანებს. 




კომპლექსი, რომელიც 120 ათას კვ.მ-ზეა გაშლილი, მოიცავს ყველაფერს, რასაც ჩვენ პრემიუმ კლასის " ულტრა ოლ ინკლუზივში" ვგულისხმობთ. ერთის მხრივც, ეს არის სამი ღია და ორი დახურული აუზი, სპა-კომპლექსი, საუნა, ჯაკუზი, კინოთეატრი. სპორტული აქტივობებიდან - ჩოგბურთის კორტები, აერობიკა, იოგა... დისკოთეკები, ბარები, რესტორნები, ლაუნჯები, ბარბექიუები და ყოველდღიური გასართობი შოუ ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. მეორეს მხრივ, გამორჩეულად ყურადღებიანი პერსონალი, რომელიც წამებში ჩნდება სხვადასხვა ადგილას. 




პირველი, რაც Calista Luxory Resort -ში შესვლისთანავე გხვდებათ, მყუდრო, გემოვნებიანი ინტერიერით გაწყობილი მისაღები და თავაზიანი მომსახურე პერსონალია. " კლაისტას" ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი დიდი და ფართო ოთახებია. უკლებლივ ყველა ნომერს ღია აივანი ან ტერასა აქვს, საიდანაც იშლება ფანტასტიკური ხედები ღია აუზებზე, სანაპიროსა თუ ბაღებზე.


კვება სისტემით all inclusive, რასაკვირველია, ძალიან მრავალფეროვანი და გემრიელია. რესტორნებში წარმოდგენილია საერთაშორისო და ადგილობრივი სამზარეულო. "თემატურ" დღეებში კი, იტალიური, იაპონური და სამხრეთაფრიკული კერძები.


სურათების და "სელფების" მოყვარულებისთვის აქ უამრავი საინტერესო ადგილია. დასვენების ბოლოს, ფოტოების გადათვალიერებისას ხვდები, რომ Calista Luxory Resort მართლაც საოცარი ადგილია, სადაც არაერთხელ მოგინდება დაბრუნება. სრულფასოვანი დასვენების დასაგეგმად კი, "კაპიტან პლუსს" მიაკითხავ, რომელიც როგორც არავინ, ამართლებს სლოგანს: "მოგზაურობა იწყება აქ!"


ტექსტი: მარიკა ხოფერია
ფოტო: ანასტასია პაიჭაძე



ნადეჟდა ედიბოღლუ, თათა ქურხაშვილი, ივანა გულიაკა
ეკო ფანგანი
ეკო ფანგანი, ქრისტინე იმედაძე
ზურა ხიზანიშვილი, სალომე ღვინიაშვილი, ქეთა ჯაფარიძე, ავთუკა წერეთელი, ნინო იოსელიანი, თათა ქურხაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ეკო ფანგანი, მარიკა ხოფერია, ნინო ჩიჩუა, ირაკლი ჭკადუა, ვატო წერეთელი
Kalanit Tours-ის წარმომადგენლები
Calista Luxory Resort-ის გუნდი
თათა ქურხაშვილი, სალომე ღვინიაშვილი
ზურა ხიზანიშვილი
Print