City News
ქუჩა
რა კარგია კარგ ქუჩაზე გავლა, როცა გემრიელად გათენებულზე შენი ქალაქის ნაცნობ ადგილებში მისეირნობ, სადაც სიცოცხლე ბედნიერად შექუჩებულა გრილ სადარბაზოებში და მზით გამთბარ ფანჯრებში. მიატასავებ და...

ასაკთან ერთად, უცხო ქვეყნების უცხო ქალაქებში უფრო ხშირად ხვდები ასეთ ქუჩებს. იქაური ყოფის სიმძიმე, გასაჭირი თუ ლხინი, ტვირთად არ გაწევს. მიაბიჯებ ადრიანად ფეხზე ამდგარი, მანდ გასატარებელი დღეებისთვის საშენოდ მოსარგები სივრცეების მოსაძებნად. ამინდს დიდ ყურადღებას არ აქცევ, ნებისმიერი "სინოპტიკოსური" პროგნოზი მისაღებია ამ შემთხვევაში (ნუ, თუ ცა არ ჩამოგექცა თავზე, თუმცა, მასაც აქვს თავისი ხიბლი, სასტუმროს აივნიდან პეიზაჟის ყურებით ნაყრდები და ნომერში შეკვეთილი სასმელის წრუპვით) და გარემო თბილი, მშვენიერი და მყუდრო გეჩვენება, ასეთად ხატავ შენთვის. საკუთარ ქალაქში დაკარგულს თუ უკვე გაცვეთილს, ცხრა მთას მიღმა ქალაქში ხეტიალისას პოულობ მონატრებულს. ძველს არ დასდევ, სხვა რამეა, თავად გეჩითება და შემოგასუნთქავს ხოლმე განვლილ მძაფრ გაელვებებს, მუღამებს...

53-ე სკოლაში ვსწავლობდი ბოლო ექვსი წელი და თავიდანვე არჩეული გზა, ფიქრისგორის ჩემი სახლიდან სკოლამდე, არ გამომიცვლია. ნიკოლაძეს ამოვუყვებოდი, შუაწელში, ქუჩიშვილიზე შევუხვევდი და ვერის აბანოს პირდაპირ, როდენის პატარა, დაკლაკნილი ქუჩით ავდიოდი მელიქიშვილზე. შუქ-ნიშანს გადავდიოდი და ჯანაშიათი ვაგრძელებდი სვლას. გუდაურის შესახვევში ვაბოლებდი პორველ ღერს (მაღალ კლასებში როცა ვიყავი უკვე). აგურის ორსართულიან სახლებს შორის ნელი ნაბიჯით მივაბოლებდი თარხნიშვილამდე და ცნობილ, პაგოდას სტილში აშენებულ სახლთან ვაქრობდი ნამწვავს. ბარნოვს გადავირბენდი და ჩვენი სკოლის რკინის ბოძებად დარჭობილი მოაჯირებიდან მესამეს, ოდნავ ჩაზნექილს, ცალი ხელის დაკვრით ვახტებოდი (ვცდილობდი არ დავვარდნილიყავი, რადგან ცუდ ნიშნად წარმომედგინა ჰაერში რკინის მილზე ფეხის წამოკვრა და წაბორძიკება. ცრურწმენა იყო)...

ბევრი, შენს გემოზე შერჩეული მარშრუტი გაქვს ადამიანს საკუთარ ქალაქში, მაგრამ დროს თავისი მიაქვს და ახალი გზების ძებნა გიწევს მიზნამდე მისაღწევად... როდენის ქუჩა ამოქოლეს, გუდაურის ძველი, ეზოებიანი სახლების მაგივრად, ურჩხული მასივი ჩადგეს ერთი ციდა უბანში. თვალს მიჩვეული სახლებიც გააქრეს ნათელი ფანჯრებით და მათ მიღმა მცხოვრები ხალხიც, რომლებსაც, თითქმის ყველას, იცნობდი, კეთილი სიტყვით ესალმებოდი... 

კატმანდუში ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვიყავი. ტამელის უბნის ერთ-ერთ ჩიხში ტიბეტური ოჯახური რესტორანი მქონდა შერჩეული სასაუზმოდ. ყოველ დილას, უთენია, სასტუმროდან გამოსული ჯერ დურბარისკენ დავიძრებოდი ხოლმე. აუჩქარებლი ფუსფუსით იღვიძებდა ქალაქი. გასაყიდ ნივთებს, ხილს, ბუდას სხვადასხვა ფიგურას, კუკრის დანებს, ჭრელქვიან სამკაულებს, ზურმუხტის თვლებს, კოხტად და გემოვნებით ალაგებდნენ დახლებზე, ქვაფენილზე დაფენილ ნოხებზე. მზე სახლების სახურავებში იკარგებოდა, რათა თავიდან გამოეჭყიტა ვიწრო ქუჩების პერსპექტივებში. ფრიკ-სტრიტიდან მეფის სასახლესთან ვბრუნდებოდი და ჩემი ტიბეტელი მასპინძლების ტერასაზე ავდიოდი უგემრიელესი მომოს საჭმელად. მეორე სართულის ტერასა სკოლის ეზოს გადაჰყურებდა. დაწყებითი კლასების სასწავლებელი იყო. ბავშვები შესვენებაზე ფეხბურთს თამაშობდნენ ხოლმე. ყველას ერთნაირი, ლურჯი ფერის ფორმა ეცვა. ერთ დღეს, მომოს მოლოდინში მწვანე ჩაის ვსვამდი, ტერასაზე ვიდექი და სკოლის ეზოს გადავყურებდი. ბავშვები ოდნავ განსხვავებულად, უფრო მოვლილად და გაპრანჭულად ჩაცმულები მომეჩვენენ. თავიდან მოუსვენრად იდგნენ _ შეჯგუფულად, თითქოს რაღაცას ელოდნენ. მერე მაინც დაიწყეს ბურთის გაგორება. ერთი დარტყმული ჩემთან ამოვარდა ტერასაზე. პატარაზე ავკენწლე და უკან გადავუგდე. მოეწონათ, გაერთნენ და: "ეი, მისტერ!" მიგდებდნენ ისევ ზევით ბურთს. მეც ვკენწლიდი და ვუპენალებდი უკან. ცოტა ხანში მასწავლებლები გამოჩდნენ. ბავშვებმა შეწყვიტეს თამაში. არეულად დადგნენ მწკრივში. ზეიმი ჰქონდათ. ძველს ემშვიდობებოდნენ და შემდეგ კლასში გადადიოდნენ. მასწავლებლებმა, მცირე მისალოცი სიტყვის შემდეგ, ფრანები გაშალეს, მოწაფეებს ძაფები ხელში დააჭერინეს და ფერად-ფერადი, რომბის ფორმის ფრანები მაღლა-მაღლა ააფრინეს ცაში... ჩემი სკოლის, 53-ე სკოლის გადავიწყებულმა მუღამებმა გადამიფრინეს ფრანებთან ერთად, გადმომხედეს ზევიდან და თავი გამახსენეს გაკვრით, გაელვებით...

ხშირად, ცხრა ზღვის იქით, უცხო ქვეყნების უცხო ქალაქებში გენახება "შენი ქუჩები"... საკუთარ ქალაქში... საკუთარ ქალაქში ახალ მარშრუტებს ხაზავ დანიშნულ ადგილამდე მისაღწევად.


რეზო თაბუკაშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით,
ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით
ყველა სტუმარს იზიდავს.


აქ აღმოაჩენთ თბილ და მყუდრო გარემოს. ზუსტად ისეთს, თქვენი ბავშვობის
ბაკურიანში რომ დაგაბრუნებთ. ვისაც ბაკურიანი უყვარს, ალბათ
დამეთანხმება, რომ ეს ადგილი თავის ხიბლს წელიწადის ნებისმიერ დროს
ინარჩუნებს. ზამთარში, თოვლით დაფარული მთები,
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.


აქ აღმოაჩენთ თბილ და მყუდრო გარემოს. ზუსტად ისეთს, თქვენი ბავშვობის ბაკურიანში რომ დაგაბრუნებთ. ვისაც ბაკურიანი უყვარს, ალბათ დამეთანხმება, რომ ეს ადგილი თავის ხიბლს წელიწადის ნებისმიერ დროს ინარჩუნებს. ზამთარში, თოვლით დაფარული მთები, "ხიჟინები", ქუჩაში მოსიარულე მარხილები, გლინტვეინი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი, ნამდვილ "ბაკურიანობას" ქმნის. გაზაფხული და შემოდგომა შედარებით მშვიდია. შაბათ-კვირას დასვენების მოყვარულებისთვის, ვისაც ცოტა ხნით უნდა, რომ გაექცეს ქალაქის ტემპს და სუფთა ჰაერზე, სიმშვიდეში დაისვენოს, იდეალურია.

ზაფხულში ბაკურიანში ნამდვილი დღესასწაული იწყება. აქ მთავარი ამბებს პატარები ქმნიან. სწორედ ეს პატარა ვიზიტორები არიან ბაკურიანის მთავარი ელჩები. მათ იმდენად უყვართ აქ დასვენება, რომ სადაც არ უნდა წავიდნენ არდადეგებზე, ზაფხულის რამდენიმე დღის გატარება ბაკურიანში მაინც უნდათ. ამისთვის კი, ყველას თავისი მიზეზი აქვს.

ზაფხულში, ბაკურიანში ყოველდღე გინდა რომ ისეირნო პარკიდან ტყეში, ტყიდან კოხტაზე, კოხტადან მინდვრის ყვავილებით აყვავებულ დიდველზე და ასე, დაუსრულებლად. რაც მთავარია, გინდა რომ დაისვენო ოჯახთან, მეგობრებთან ერთად ისე, რომ თავი იგრძნო სახლში ან საკუთარ აგარაკზე. სწორედ ასეთი დასვენების ადგილია - "ჰილტოპ ბაკურიანი". სასტუმროს იდეალური მდებარეობის გამო, მარტივად დაგეგმავთ თქვენი დღის მარშრუტებს. სასტუმროში დაბრუნებისას კი, თქვენს კომფორტსა და დასვენებაზე "ჰილტოპ ბაკურიანის" გუნდი იზრუნებს. სასტუმროს ეზო თქვენი შვილების და მათი თანატოლების შეხვედრის ადგილი გახდება. თქვენ აივნიდან, ფინჯანი ყავით ხელში, ულამაზესი ხედებით დატკბებით და თან შვილების თამაშს თვალს მიადევნებთ. თუ ერთხელ მაინც მოხვდებით ამ სასტუმროში, მომდევნო სეზონისთვის საუკეთესო ნომერს წინასწარ დაჯავშნით და თქვენს გამოცდილებას ახლობლებსაც თამამად გაუზიარებთ.

მაშ ასე, გახსოვდეთ შეხვედრის ადგილი ბაკურიანში - "ჰილტოპ ბაკურიანი"!


10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
ცნობილი ნორვეგიული
ბრენდი საქართველოში
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი საქართველოში
07:17 / 05.06.2020
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"აგარაკობა" წავკისში
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6021
TRY
TRY
1
0.4402
USD
USD
1
3.0719
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
გამოწერა