City News
DELFY-ს დროა
ნინო მარტაშვილი: ლიტუკასთვის შევარჩიეთ CC კრემი (ფერი natural) - ეს არის კანის გამაჯანსაღებელი კრემისებური პროდუქტი, რომელიც შეიცავს ვიტამინ C-ს და მზისგან დამცავი საშუალებაც არის (20%).
რუჟი (Blush) - ახალი პროდუქტი Delfy-სგან, რომელსაც მომხმარებელი დიდხანს ელოდა, ასევე შეიცავს ჰაილაითერებს. სახის ოქროს შიმერი (ფერი - N2) - ეს მაკიაჟის დამატებითი ფაქტორია, რომელიც სახის კონტურების გამოკვეთის მიზნით გამოიყენება. წარბის ფანქარი (ფერი Taupe) - და თვალის ჩრდილები - ჯადოსნური პროდუქტი 14 ულამაზესი ფერის კომბინაციით. ტუჩსაცხი 3D Volume Lipgloss (ფერი - Radiant Orchid) - ტუჩის მოცულობის მომენტალური ზრდის ეფექტით.

ლიტუკა თავაძე



ძალიან მომწონს Delfy-ს პროდუქცია, განსაკუთრებით კანის მოვლის საშუალებები. Micellar Cleansing Water და Cleansing Milk - ჩემი ფავორიტი მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებებია.




იმის გამო, რომ მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, სახეზე ბევრ მაკიაჟს ვიკეთებ. ამიტომ, კარგ მოსაშორებელს დიდხანს ვეძებდი და საუკეთესო,
Delfy აღმოვაჩინე. მიყვარს ჰაილაითერები, ვიცი რამდენად რთულია იპოვო ისეთი ჰაილაითერი, რომელსაც გააჩნია ხარისხიანი, თხელი სტრუქტურა. ასეთია Delfy-ს პროდუქტი.




დიდი მადლობა ბრჭყვიალა
Blush-ებისთვის, ძალიან ხარისხიანი პროდუქციაა, დიდი სიამოვნებით გამოვიყენებ და ახალ ექსპერიმენტებს ჩავატარებ.
ნინო მარტაშვილი: ლიკას მაკიაჟი ინოვაციური დამატენიანებელი "როლერ კრემით" დავიწყეთ, რომელიც ასევე ეფექტურია თვალის ირგვლივ არსებული ზონის დასატენიანებლად. კანის ერთგვაროვანი ფერისთვის, მსუბუქი ტექსტურის, შეფერილი კრემოვანი პრაიმერი შევარჩიეთ, რომელიც კანს ერთგვაროვან ფერს ანიჭებს. აღსანიშნავია Delfy-ს კორექტორი, რადგან ამ ერთ პროდუქტში გაერთიანებულია როგორც თხევადი, ისე მშრალი კორექტორი, რომელიც გამოიყენება დამატენიანებელი საცხის და/ან ბაზის შემდგომ, ტონალურის გამოყენების წინ. სახის ნაკვთების გამოსაყოფად, გამოვიყენეთ სკულპტორი, რომელიც 2018-2019 წლის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად არის აღიარებული. შევარჩიეთ წყალგამძლე ტონალური კრემი (ფერი - Beige 20), პუდრი (მატირების ეფექტით) - 3 ფერიანი კომბინაციით Cinema Loose Powder, ეს ახალი პროდუქტი იდეალურია პროფესიონალური ვიზაჟისთვის, მაგალითად, გადაღებების დროს, რაზეც პროდუქტის სახელიც მიუთითებს.




ჰაილაითერი
rich V - ეს არის 5 განსხვავებული ფერისგან შემდგარი უნიკალური პალეტი, მდიდარი პიგმენტებით და კრემისებური ტექსტურით, რომელიც იდეალურია პროფესიონალური ვიზაჟისთვის. გამოყენებულია წარბის ფანქარი (ფერი - Taupe) და წყალგამძლე, ხანგრძლივი მდგრადობის ლაინერი, რომელიც არაჩვეულებრივია ექსტრაწვრილი კონტურის შესაქმნელად. ასევე, პიგმენტი, (ფერი graffiti). ეს პიგმენტი წარმოდგენილია 20 ფერში, რომელიც გამოიყენება როგორც თვალზე, ისე ტუჩზე, თმაზე, ფრჩხილზე და ა.შ. სრული ბზინვარებისთვის სასურველია მისი Delfy-ს გამხსნელ სითხესთან, "მედიუმთან" ერთად მოხმარება.
ლიკასთვის შევარჩიეთ ექსტრამოცულობის ტუში 3D ეფექტით, რომლის უნიკალური აპლიკატორით წამწამების მოცულობა სამმაგდება, იზრდება სიგრძეში და პანორამულ ეფექტს იძენს. ტუჩსაცხი, მოცულობის მომენტალური ზრდის ეფექტით - 3D Volume Lipgloss (ფერი - Sakura).




ლიკა ევგენიძე
პირველად მქონდა შეხება Delfy-ს კოსმეტიკასთან და ძალიან მომეწონა. პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს კოსმეტიკის ხმარება და შესაბამისად, კარგადაც ვერკვევი. ჰაილაითების ნაკრები არის საოცრება, ნამდვილად გამოვარჩევდი, რადგან ერთ-ერთი საუკეთესოა რაც მიხმარია.



ნინო მარტაშვილი
: ნინოს მაკიჟისთვის გამოვიყენეთ სახის ინოვაციური დამატენიანებელი "როლერ კრემი", ლიფტინგის ეფექტით და ნატურალური ინგრედიენტების ბაზაზე დამზადებული, წყალგამძლე ტონალური კრემი (ფერი - Beige 10), რომელიც წარმოდგენილია 7 ფერში. გამოვიყენეთ გლუვი ტექსტურის ულტრაფხვიერი სახის პუდრი - Cinema Loose Powder სამი ფერის კომბინაციით და Buildable (შერეული) სტრუქტურის ქონსილერი. თვალებისთვის შევარჩიეთ 14 ულამაზესი ფერისგან შემდგარი ჩრდილების პალეტი, რომელიც ძლიერი პიგმენტაციით ხასიათდება და იდეალურია როგორც ყოველდღიური, ისე სადღესასწაულო მაკიაჟისთვის. მბზინავი ჰაილაითერი და წყალგამძლე ტუში წამწამების დამაგრძელებელი ეფექტით, რაც ასეთი მაკიაჟისთვის მნიშვნელოვანი დეტალია. ამ პროდუქტში ბუნებრივი კო-პოლიმერის არსებობა წამწამის მოცულობას ზრდის და ქმნის დაგრძელების ეფექტს. დასასრულს, 12 ფერით წარმოდგენილი ტუჩსაცხის ნაკრებიდან შევარჩეთ ფერი - Formula One Lipstick Duo, რომელიც შეიცავს ვიტამინ E-ს, ალოე ვერას და ვარდის ფურცლის ზეთს. ასევე, გამოვიყენეთ წარბის ფანქარი (ფერი - coffee), რომელიც, საუკეთესო ეფექტის მისაღებად, სასურველია Delfy-ს ორმაგ ფუნჯთან ერთად გამოიყენოთ.



ნინო ცქიტიშვილი

Delfy
-ს კოსმეტიკა ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი და სასურველი პროდუქტია. გასაკუთრებით მომწონს მათი ჰაილათერების პალეტი, რომელსაც შემიძლია ჩემი ოცნების პალეტი ვუწოდო. ეს ახალი პროდუქტია და უკვე შეუერთდა ჩემი კოსმეტიკის ნაკრებს. ასევე გამოვყოფდი Delfy-ს ტუჩსაცხს, რომელიც ძალიან ხარისხიანია და რაც მთავარია, არ აშრობს ტუჩს და კარგად ატენიანებს. ყველა ასაკის მანდილოსანს ვურჩევ Delfy-ს საცხების გამოყენებას. მე შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. საოცრად ატენიანებს კანს, აძლევს ბზინვარებას და აქრობს მიმიკურ ნაოჭებს.






პროექტის ავტორი: მარიამ ნანეიშვილი
ფოტო: ირა კურმაევა
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
Print