City News
ანა კოშაძის "სახლობანა"
მოგზაურობა ""იტალიურ შოურუმ ლაბორატორიაში"
თუკი ჩვენს "სითიში" იდეალური დიასახლისი არსებობს, ეს უთუოდ ანა კოშაძეა. მისი ინსტაგრამგვერდისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, რომ მიხვდეთ, შემთხვევით ანა არაფერს არჩევს: არც სახლს, არც ავეჯს, არც კვებას, არც სამოსს და თქვენ წარმოიდგინეთ, არც სპორტდარბაზს. დიდი ოჯახი ქალაქგარეთ ცხოვრობს და თითოეული სივრცე სამ მთავარ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს მაღალი ხარისხის, გემოვნებიანი და ეკოლოგიური მასალებისგან შექმნილი.
ანას ახალი სახლის ინტერიერის აწყობა ვთხოვეთ და ავეჯის მაღაზია "იტალიურ შოურუმ ლაბორატორიაში" მოვიწვიეთ, სადაც პროექტისთვის "სახლობანა" ყველაზე ფართო არჩევანია. სამზარეულო ანას განსაკუთრებული სისუსტეა, რადგან დროის უმეტეს ნაწილს ის, მისი მეუღლე და გოგოები სწორედ აქ ატარებენ, სხვადასხვა ექსპერიმენტის მოსაწყობად.

მოდური სამზარეულოს მშვენიერი დიასახლისი





ეს სამზარეულო განსაკუთრებით მომეწონა იმიტომ, რომ სიმყუდროვის შეგრძნება შემიქმნა და ეს სიმყუდროვე, უპირველეს ყოველისა, ამ "დამჯდარმა" ნაცრისფერმა და თეთრმა ფილებმა გამოიწვია. წელს ძალიან აქტუალურია ამ ფერის სამზარეულოები. მაგრამ, მოდით ვთქვათ სიმართლე - სამზარეულოს ერთ წელიწადში ვერ გამოცვლი. ამიტომ, ფერთა არჩევისას უნდა შეაჩერო ყურადღება შენს ფერზე. ბუნებაში ხასხასა და მყვირალა ფერები მიყვარს. აი სამზარეულოში კი, წყნარი, სადაც სიმკვეთრის მიღწევა სხვადასხვა ფერის აქსესუარითა და მცენარეებით შეიძლება. ძალიან მომწონს ღია თაროების სიმრავლე ამ შოურუმში. მისწრებაა დიასახლისებისათვის. სულ უფრო ნაკლებად მომწონს დახურული სივრცეები და ამიტომაც ღია თაროებმა კიდევ ერთი სასიამოვნო აქცენტი დაუსვა ამ სამზარეულოს. ჩემს ოჯახში მრავალნაირ კერძს ვაკეთებთ ყველა, მეც, ჩემი ქმარიც და უკვე გოგოებიც. ამიტომ, ფართოდ გაშლილი სამუშაო მაგიდა საჩვენოა. თან, ღია ფერის ფილებით, რომელიც სისუფთავის შეგრძნებასაც იწვევს და ძალიან ლამაზიცაა.

ფერთა მინიმალიზმი სამზარეულოში




სამზარეულოს ეს ზონა წინამორბედის გაგრძელებასავითაა. მხოლოდ, ოდნავ განსხვავებული აქცენტებით. ესეც ძალიან მოდური ტენდენციაა დღეს. თითქოს გაცოცხლებული კინოკადრია რომელიღაც ცნობილი ფილმიდან, სადაც მოქმედება ძირითადად სამზარეულოში მიმდინარეობს. ძალიან მომწონს ფერთა თამაში. იდეალური ფერებია უამრავი აქსესუარის შემოსატანად. დღეს, მე რომ ვირჩევდე სამზარეულოს, უფრო პასტელურ, დამჯდარ ფერებს ავარჩევდი და ნაკლებად ხისფერს. არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ უფრო აქტუალურიცაა და ამავდროულად, კლასიკურიც. არ მოგბეზრდება და ახალი აქსესუარის შეტანით ახალ სიცოცხლეს მისცემ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, "იტალიური შოურუმი ლაბორატორია" - ეს მასალების უმაღლესი ხარისხი და ეკოლოგიურობაა. მე არ ვფქირობ, რომ სამზარეულო დაბალბიუჯეტიანი უნდა იყოს. პირიქით, იქ, სადაც საქმე კვებას ეხება, უმნიშვნელოვანესია ავეჯის ხარისხი.

დავსხდეთ მაგიდის ირგვლივ



მაგიდა ნებისმიერი სივრცის ცენტრალური შემადგენელია და, მით უფრო, მისაღები ოთახის. ამ ზონის აწყობას პირადად მე მაგიდით ვიწყებ. ამ შოურუმში ვიპოვე ნამდვილი ვარსკვლავი, დიდი და ტევადი მაგიდა თანამედროვე აქცენტებით. ამ მაგიდას ძალზე საინტერესო მინის საყრდენი აქვს, რომელიც იდეალურად "ეთამაშება" ასეთივე მინიმალისტურ მინის თაროებს კედელზე. ამ ზონაში რამდენიმე ფერი დომინირებს, მაგრამ იმდენად ზუსტადაა ეს ფერები შერჩეული, რომ ყველაფერი ორგანულად ჩანს - იქნება ეს მწვანე კედლებზე განთავსებული თაროები, ხისფერი მაგიდა თუ ნაცრისფერი კარადა.

თეთრი, თეთრი საძინებელი



სარისკოა თეთრი ფერი? არა! თუ ეს ხარისხიანი ავეჯია. მე ყოველთვის მომწონს, ჟურნალის ფურცლებზეც და კინოკადრებშიც, თეთრი საძინებლები. პირადად არასდროს მქონია, რადგან ბევრი თქვენგანის მსგავსად, ცოტა მეშინოდა თეთრი ფერის. ამ შოურუმში ვიპოვე იდეალური თეთრი საწოლი _ სწორი ფორმის, ფართო და ორიგინალური ზურგით და, რაც მთავარია, სწორი ტექსტურის. თუ ავეჯის ტექსტილი მაღალი ხარისხისაა, ის ძალიან გამძლეა და მარტივადაც იწმინდება. დღეს მე რომ რეალურ "სახლობანას" ვთამაშობდე ჩემს სახლში, საძინებლად აუცილებლად ამ საწოლს ავარჩევდი. ამ ლამაზი თეთრი მაგიდითა და სარკით. ზოგადად, აქაურ შოურუმზე შემიძლია ვთქვა ის, რომ ხარისხი იმდენად მაღალია, რომ არ საჭიროებს ბევრი აქსესუარით დახუნძვლას. "იტალიური შოურუმი ლაბორატორია" სწორედ მათთვისაა, ვისთვისაც არ არსებობს კომპრომისი ხარისხთან მიმართებაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფრაზა "დამზადებულია იტალიაში" თავის სათქმელს ამბობს.



ტექსტი: თეა ხოფერია
ფოტო: ლეკო ჭყონია


Print