City News
WOOD -ს არომატები by DSQUARED2
ბრენდი, რომლის ფილოსოფია კონტრასტების და კანადურ-იტალიური ფესვების ჰარმონიული კომბინაციაა, მუშაობს გულმოდგინედ და თამაშობს მკაცრად. ეს "დისქვეარდია", კანადელი ტყუპი ძმების - დინ და დენ კეიტონების მიერ დაარსებული. ეს არის სახელი, რომელიც ახალ ტენდენციებს აყალიებებს, არასადროს კარგავს აქტუალობას და სიახლის შექმნის სიყვარულს. სწორედ ამ მიდგომით იქმნება სიახლეები "დისქვეარდის" მოდის თუ პარფიუმერიის სამყაროში.




ბრენდისთვის 2019 წლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე WOOD - ის არომატია. ეს არის სუნამო ქალისთვის და მამაკაცისთვის, რომელიც შთაგონებულია ვნებიანი ისტორიებით და ცხელი ემოციებით. შეფუთვაში ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა. გათვალისწინებულია არომატის მთავარი ინსპირაცია - ხის დეტალი. ხის ნოტებს ნეკერჩხლის ფოთოლი და თეთრი მერქანი ქმნის, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმის ბერგამოტი, ლიმონი, იის ფურცელი და მანდარინი.




არომატი სიახლეა ქართულ პარფიუმერულ ბაზარზე. საქართველოში მისი წარმომადგენელი კომპანია "ისი პარია". ახალი არომატის წარდგენა, ტრადიციულად, მედიის გარემოცვაში მოხდა. სუნამოს უკეთესად შესაგრძნობად, კომპანიამ ტყის პირას არსებული სასტუმრო "ფოლკი" შეარჩია და პრეზენტაციის სტუმრები ზაფხულის საუკეთესო პარფიუმერული მეგზურით დაასაჩუქრა. 
















Print