City News
ფუფუნების სამყარო პატარებისთვის
"სუავინექსი" ბავშვთა მოვლისა და აქსესუარების ესპანური ბრენდია, რომელიც 1983 წლიდან ზრუნავს პატარებზე და მათთვის ფუფუნების სამყაროს ქმნის.


კომპანიამ ინოვაციური პროდუქციის პრეზენტაციაზე ერთგულ მომხმარებელსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. წარმოდგენილი იყო ახალი ანტიკოლიკური პროდუქტები: სპეციალური ანტიკოლიკური ბოთლი და ბუნებრივი კვებისთვის განკუთვნილი ახალი პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებრივი კვების შენარჩუნებისა და გახანგრძლივების პროცესს. პრეზენტაციაზე სიტყვით კომპანიის ესპანელი წარმომადგენლებიც გამოვიდნენ.





"სუავინექსი" უკვე 30 წელზე მეტია პატარებისთვის ბოთლების, მატყუარების, მატყუარას საკიდების, საწოვარებისა და საკვები აქსესუარების ფართო ასორტიმენტს აწარმოებს. ყველა პროდუქტი "ესპანეთის ბავშვთა სტომატოლოგიისა" და "იტალიის ორთოდონტთა ასოციაციის" რეკომენდაციების მიხედვით არის შექმნილი. ბრენდი უდიდეს ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ ნივთის ფუნქციურ მხარეს და უსაფრთხოებას, არამედ მის დიზაინსაც. ბრენდის ასორტიმენტი შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც არის განკუთვნილი და იგი მოიცავს კვების აქსესუარებს: ჭურჭელს, ჭიქებს სპორტისთვის და სასაჩუქრე ნაკრებებს.





"სუავინექსს" არც დედები დავიწყებია და მათთვის სპეციალური ხაზი შექმნა, რომელიც მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ მოვლის საშუალებებს გულისხმობს.
საქართველოში, ესპანური ბრენდის პროდუქციის შეძენა "ჯი-პი-სის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.




ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია


Print