City News
ზაფხული თქვენს სახლებში
ლელა მებურიშვილის "სახლობანა"

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი, ლელა მებურიშვილი იდეალური დედა და დიასახლისია, ან ... იდეალურთან მიახლოებული. მთელი მისი განრიგი გადაღებების, სამსახურის, ოჯახისა და შვილების ცხოვრების რიტმის მიხედვითაა აწყობილი. ოჯახი ამას აფასებს და ლელას გადაღებებს და გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს მშვიდად და პრეტენზიების გარეშე იღებს. წლებია ოჯახი ქალაქგარეთ ცხოვრობს, თუმცა ეს სახლი და მასში ყველაფერი ლელას გარეშე შეიქმნა.
ბაჩო საგანელიძემ, ლელას მეუღლემ, ის-ის იყო სახლი დაასრულა, ავეჯით გააწყო და ჰორიზონტზე ლელაც გამოჩნდა. ლელას მათი სახლი ძალიან მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი ნატვრა მაინც მის მიერ დაპროექტებული და მოფიქრებული სახლის აშენებაა.

- როგორი იქნება ის, შენი მომავალი სახლი?

- არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მას ეზო აუცილებლად ექნება. სახლი ჩემთვის ეზოთი იწყება. ახლაც, ოდნავ რომ დათბება, ოჯახი ეგრევე ვინაცვლებთ გარეთ. იქ ვსაუზმობთ და დროის უმეტეს ნაწილსაც გარეთ ვატარებთ.

სახლი ეზოთი ფანტასტიკური და საინტერესო სივრცეა გარე ავეჯით სხვადასხვა კომბინაციის შესაქმნელად. ყველაზე დიდი და ხარისხიანი არჩევანი `ლაბორატორია ჩემს სახლშია", სადაც უამრავი მოდელის, ფერის, ფაქტურის ავეჯთან ერთად, სრულიად მოულოდნელ და ლამაზ ნივთებს წააწყდებით. მაგალითად, ფეხებზე მდგარ ე.წ. ლარნაკს, რომელიც, თურმე, ჩიტების საკენკისთვის მოიგონეს. წარმოიდგინეთ ლამაზი ბაღი და ამ ბაღში მდგარი ეს სილამაზე, მასზე შემოსკუპებული ჩიტებით, თქვენ მიერ დაყრილი საკენკით რომ საუზმობენ, სანამ თქვენ იქვე სადმე, შორიახლოს, ლამაზ სავარძელში დილის ყავას მიირთმევთ.


მე და ჩემი მეგობრები



მე მიყვარს სახლი, მიყვარს მისი ეზო, მისი ღია ტერასები და დიდი ვიტრაჟები, რომლებიც ზაფხულისთვის იხსნება. მიყვარს, როდესაც ეს ვერანდა, ამინდების დათბობასთან ერთად, თითქოს უერთდება ბაღს. ეს ზონა შექმნილია ოჯახისთვის, სადაც სულ ხალხმრავლობაა. მათ აერთიანებს ეს ძალიან `მეგობრული~ ბუხარი, სადაც სტუმრები თვითონ იმზადებენ კერძებს და ამ მზადებისას ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიას უყვებიან. ამ დივანსა და სავარძლებს მე კიდევ დავუმატებდი ბევრ ბალიშს, რომელსაც დავყრიდი ძირს და შესაბამისად, გაცილებით ბევრ ადამიანს დავსვამდი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს ლარნაკები ულამაზესი ფორმისაა. ისინი უბრალოდ რომ დადო, როგორც ეს "ლაბორატორია ჩემი სახლის" დიზაინერებმა გადაწყვიტეს, უკვე საინტერესო შტრიხი შეიქმნება. მომწონს ეს მაგიდა-სკამები. მათ ფუნქციას თქვენ თავად მისცემთ, იმის მიხედვით, რა მიზნით გინდათ გამოიყენოთ. იცით რა აერთიანებს აქაურობას, გარდა მაღალი ხარისხის და ფართო არჩევანისა? კომფორტი, კომფორტი და კომფორტი. ჩემთვის ეს უმთავრესია.


კინოსავარძელი





მართალია "ლაბორატორია ჩემი სახლის" დიზაინერი: ამ სავარძელზე მეც ცნობილი ფილმი, "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" გამახსენდა. ზღვის ქვიშიან სანაპიროზე, კოსტიუმში გამოწყობილი გმირი რომ ზის. ჩემთვის ავეჯს განწყობა უნდა მოჰქონდეს. ამ სავარძელს ეს მხიარული განწყობა მოაქვს. ერთი სიამოვნებაა მასში მოკალათება და არაფრის კეთება, ან სიჩუმეში წიგნის კითხვა.
"ლაბორატორია ჩემი სახლის" გარე ავეჯს გამოარჩევს ფერების, ასევე ფაქტურის მრავალსახეობა. ეს სავარძელი შეიძლება დავდგათ ტერასაზე, აუზთან და სახლის შიდა სივრცეშიც კი. ის ყველაფერს მოუხდება. იხდენს ის აქსესუარებსაც. მე ძალიან მიყვარს აქსესუარები, მხოლოდ ზომიერად.





დილის ყავა ვერანდაზე, ან იქნებ ცივი ღვინო?
ეს ზონა უფრო მეტად "გაპრანჭულია". აქ აღნიშნეს კიდეც, რომ ეს ლამაზი დივანი და ორიგინალური მაგიდა შექმნილია კლასიკური ვილების ღია ტერასებისთვის. ეს ავეჯი იდეალურია ვახშმისთვის, როცა ზუსტად განსაზღვრულია სტუმრების რაოდენობა. ეს, წინა ზონასთან შედარებით, ნაკლებად იხდენს ქაოსს და იატაკზე დაყრილ ბალიშებს. ის უფრო კლასიკურია. ასევე, ამ ავეჯს რომ ვუყურებ, ზაფხულის ან გაზაფხულის დილა წარმომიდგება, სადაც ლამაზ ხალათში გამოწყობილი ქალი ყავას მიირთმევს და ფიქრებში დღის განრიგს გეგმავს.


მზე და აუზი



კომფორტი - ესაა სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება აქაურ გარე ავეჯს. ეს ულამაზესი ფერის შეზლონგი საოცრად კომფორტულია. აქ რუჯსაც მიიღებ, მოისვენებ კიდეც, ბავშვებთან ერთად რამე სახალისო კინოსაც უყურებ ან წიგნს წაუკითხავ. ფართოა, გაშლილი და ხარისხიანი მასალის, რომელსაც არ ემუქრება ამინდის ცვალებადობა. მე მომწონს სხვადასხვა ტიპის ავეჯის ერთ ტერიტორიაზე არევა. აუზზე სხვადასხვა ფორმის შეზლონგებსა და სავარძლებს ავრევდი, თუ ეს სივრცე ამის საშუალებას მომცემდა, ცხადია.
ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ სახლი უნდა იყოს თბილი და შენებური. აი ისეთი, სადაც შენ, შენი ოჯახის წევრები და შენი ახლობლები თავს კომფორტულად იგრძნობენ.



ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: ირა კურმაევა



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თუ ერთხელ მაინც გქონიათ
შეხება სასტუმრო საქმესთან საქართველოში, თქვენ მას იცნობთ. თუ არ
იცნობთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ ამ სფეროს შესახებ თითქმის
არაფერი იცით.
თუ ერთხელ მაინც გქონიათ შეხება სასტუმრო საქმესთან საქართველოში, თქვენ მას იცნობთ. თუ არ იცნობთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ ამ სფეროს შესახებ თითქმის არაფერი იცით.
10:30 / 15.11.2019
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს
მივაკითხეთ.
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს მივაკითხეთ.
14:11 / 14.11.2019
რა არის
AICAR
რა არის AICAR
11:20 / 14.11.2019
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა
ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის
თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში
გაიმართა.
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში გაიმართა.
14:31 / 13.11.2019
ექიმად მუშაობის პირველი
გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს
ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ,
გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო
ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია
სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები
ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება
უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის
ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის
განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის
ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და
მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის
და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
ექიმად მუშაობის პირველი გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
13:14 / 13.11.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
შემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
ადამიანი ორკესტრი
თუ ერთხელ მაინც გქონიათ შეხება სასტუმრო საქმესთან საქართველოში, თქვენ მას იცნობთ. თუ არ იცნობთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ ამ სფეროს შესახებ თითქმის არაფერი იცით.
10:30 / 15.11.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2779
TRY
TRY
1
0.5169
USD
USD
1
2.9723
ამინდი
ბორჯომი 1 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი -1 °C
img
გამოწერა