City News
Summer and the City
აი, თქვენ ამბობთ, რომ ზაფხულში ქალაქში იხრჩობით. განსაკუთრებით, ჩვენი საყვარელი თბილისის არ იყოს, გამონაბოლქვით გაჯერებულ ქალაქებში.

თქვენ სრულიად სამართლიანად ცდილობთ ცხოვრების წესის შეცვლას და ნელ-ნელა ქალაქგარეთ გადაბარგებას, არამხოლოდ ზაფხულის განმავლობაში. თქვენ, ყველა, უკვე შეძლებისდაგვარად ახვედით აგარაკებზე, გახვედით ბაკურიანებში, სურამებში, ქვიშხეთ-ბახმარო-ლოპოტა-შატომერეებში, ახვედით ზეთაში, სვანეთში, მესტიაში... და ეს გადასარევია. მით უფრო, ბოლოდროინდელი ამბების გათვალიწინებით, რომლებმაც ყველას კიდევ ერთხელ დაგვანახა როგორ მშვენიერ და თვალწარმტაც ქვეყანაში ვცხოვრობთ. მოდით, არდადეგების ერთი ნაწილი მაინც, ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხეში გავატაროთ!

მაგრამ მე, ჩვეულებრივი "თეთრი ყვავი" ვარ. უფრო სწორად, ამ ფოტოთი თუ ვიმსჯელებ, წყლისფერი. მე იმ უიშვიათეს გამონაკლისთა შორის ვარ, რომელსაც ქალაქი, ანუ სითი, ყველაფერს ურჩევნია. ჰო, ზაფხულშიც კი და ზაფხულში, თქვენ წარმოიდგინეთ, განსაკუთრებით!

მაშინ, როდესაც სწავლა დასრულებულია და ბავშვები აგარაკზე ბებია-ბაბუებთან ერთად გრილი და სააგარაკო რეჟიმით ცხოვრობენ, ჩემი დილა არაყიშვილზე, ადრიანად იწყება. გზები, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გადაკეტილია. არაყიშვილის ქუჩაზე მანქანას არავინ გაჩერებინებს. გამოვდივარ გრილი სახლიდან (ასფალტის შვილს, კონდიციონერიც მაგრად მიყვარს). ვირჩევ ცივ ყავას ჩემი ხასიათის მიხედვით, "მაკკაფე", "ანტრე", "ლადურე" ან "დოლჩედიპარადისო" (ყველა მაგრად აკეთებს). დილაუთენია, აქვე, ჭავჭავაძის პარალელურად, პრაქტიკულად დაცარიელებულ ქუჩას ვკვეთ. "ლიფერენტ-იოგაზე" მივდივარ კაპუჩინოსფერ "სითი სთარში". იოგას დასრულებისას, გრილ პიტნის ჩაის რომ დავლევ, ერთი სართულით ზევით, აუზზე ავდივარ. რუჯის მიღების შემდეგ, ქოლგას ვშლი და ზაფხულის "სითის" წვეულებებს ვგეგმავ ჩემს ლეპტოპში. მერე სპორტული სტილი საქმიანით იცვლება და გეზს იქვე მდებარე "სითის" ოფისისკენ ვიღებ. ცოტა "ჩიკური" ტექსტია, მაგრამ ეგრეა და ვერ შევალამაზებ.

ამ სარედაქტოროთი სტიმულს ვაძლევ მათ, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ზაფხულს ან ზაფხულის ნაწილს ქალაქში ატარებს. თქვენი "ნიუსფიდი" აჭრელებულია ფანტასტიკური ფოტოებით ზღვის სანაპიროდან თუ მთის გრილი კურორტებიდან. თქვენ ამ დროს ოფისში ხართ და ფოტოზე გამოსახულები გინდათ მიახრჩოთ. არ ქნათ ეგ, გადმოდით ამ გვერდზე და ნახეთ რა მაგარია ქალაქი, ზაფხულშიც კი. მაგარია, თუ თქვენ ჩემსავით გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხართ და ჩემსავით პოულობთ ხიბლს ზაფხულის რეჟიმზე გადასულ ქალაქში!


ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: თიკო ჭიღლაძე
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ,
ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას
დააანონსებს.
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას დააანონსებს.
17:21 / 11.08.2020
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო
გზა იყო.
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
აქ. ახლა - თიბისის პერსონალური მომსახურება და ახალი რეალობა
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
არდი და ადამიანი - პანდემიის კვალდაკვალ
მარტის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო მოულოდნელად გაჩერდა და მრავალი კომპანიის ოფისის კარი დროებით დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი სადაზღვევო კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
17:38 / 10.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6272
TRY
TRY
1
0.4249
USD
USD
1
3.0747
ამინდი
ბორჯომი 15 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა