City News
ამ ზაფხულს იფიქრეთ ბოდრუმზე!
Lux Bodrum Resort
რატომღაც ვფიქრობდი, რომ თურქეთის კურორტების შესახებ ყველაფერი ვიცოდი. ბევრი თქვენგანის მსგავსად, ჩემი პირველი "საზღვარგარეთული" ზღვა თურქეთი იყო და ჩემი პირველი სიყვარული ეს საოცარი სიტყვათშეთანხმება: ALL Inclusive, რომელსაც ბოლო წლებში, კიდევ უფრო ტკბილად მოსაგონებელი Ultra All Inclusive დაემატა. მოდი შევთანხმდეთ, დაძაბული და "გადარბენა" - რეჟიმის შემდეგ, ბავშვებთან და დიდ სამეგობროსთან ერთად დასვენების მსურველთათვის, სხვა ალტერნატივა მსოფლიოში არ არსებობს. ან, თითქმის არ არსებობს.

მაგრამ ეს არ არის ამბავი თურქეთში დასვენების სტილის შესახებ. ეს ყველამ ჩემზე ბევრად კარგად იცით. ეს ჩემს და ჩემი მეგობრების ერთ აღმოჩენაზეა, სახელად - ბოდრუმი. იქ, კიდევ ერთი ჩემი მეგობარი კომპანიის, "კაპიტან პლუსის" რეკომენდაციით მოვხვდი. ტური "ლუქს ბოდრუმ რიზორტში" სწორედ "კაპიტან პლუსისა" და მიმღები თურქული ტურისტული კომპანიის, "კალანიტ ტურის"მიერ გახლდათ დაგეგმილი. ამას იმიტომ გიკონკრეტებთ, რომ თუ ამ ადგილზე წასვლა გადაწყვიტეთ, სხვა კომპანიების ძებნაზე დრო არ დაკარგოთ. "კაპიტან პლუსს" "კალანიტ ტურის~ მენეჯმენტთან, უკვე წლებია, განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, რაც დამსვენებლისთვის ძალიან კარგ მომსახურებაში ვლინდება.




Lux Bodrum Resort
-ი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გახლავთ. ვარსკვლავების მინიჭებას თავისი წესი და წინაპირობა აქვს. მე კი, ჩემს ვარსკვლავებზე მოგახსენებთ.
ჰავა - ბოდრუმის ჰავა არის სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული. ის საოცრად რბილი და კომფორტულია ზაფხულის ყველაზე ცხელ სეზონზეც კი. საღამოობით ოდნავ გიქიქინებთ ნიავი და სულ რომ პაპანაქება სიცხეში რუჯის მიღების მსურველი იყოთ (რასაც, ცხადია, არცერთ შემთხვევაში არ გირჩევთ), აქ ამასაც გაუძლებთ.

ტერასები - რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს მატებს აქაურობას. თქვენ ვერ ნახავთ სტანდარტულ, ფართოდ გაშლილ ტერიტორიაზე განთავსებულ სასტუმრო კომპლექსებს. აქ უზარმაზარი კომპლექსებიც კი, "ბუტიკური" ტიპისაა და ეს ტერასები დასვენების "ბოდრუმისეულ" სტილს ქმნის.




პაწაწინა მანქანები - აი, ამ პაწაწინა ელექტრომობილებით "ლუქს ბოდრუმის" ცენტრალური შენობიდან თქვენ სადაც გინდათ იქ მოგზაურობთ. დილით, საუზმეზე, ერთ-ერთ ტერასაზე ჩადიხართ. ყავის სმისას, ზღვას და ამომავალ მზეს შეჰყურებთ. შუადღისას ან საცურაო აუზისკენ შეუხვევთ, ან ზღვის სანაპიროსკენ, ან სპა ზონისკენ. მანქანებით აქ წამში გაჩნდებით. ღილაკს უნდა დააჭიროთ, ან, უბრალოდ, იქვე მყოფ რომელიმე მასპინძელს გახედოთ.

წარმოუდგენლად ლამაზი ხედები თქვენი ნომრიდან - გადაშლილი ზღვა, ფერთა სხვადასხვა გრადაციით. კლდეები, ლურჯი ცა - ასე იღვიძებთ ყოველ დილით.

პერსონალი - აქაურ პერსონალს უმაღლეს შეფასებას მივცემდი. ჩვენ ჩავედით მაშინ, როდესაც სასტუმროში სეზონი ჯერ დაწყებული არ იყო და თანამშრომლები სრული დატვირთვით არ მუშაობდნენ. ამის მიუხედავად, სრულ მზადყოფნაში იყვნენ ეს არაჩვეულებრივი ადამიანები დილის 8-ზეც და ღამის სამ საათზეც, როდესაც, ბოდიში მომითხოვია და, კიდევ ერთი ჯინ ტონიკი შევუკვეთეთ ნომერში.




აუზი - ეს "ბოდრუმ ლუქს რიზორტის" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სივრცეა - ზღვის წყლით სავსე. მისი ნაპირი თითქოს კლდეს უერთდება, საიდანაც თქვენ ბოდრუმის ხედებს უმზერთ, უსმენთ სასიამოვნო მუსიკას და ნებივრობთ.

მე, ალბათ, აუზს ამოვირჩევდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ზღვის სანაპირომ გადაწონა. პირველ ზოლში კომფორტული, გემრიელი შეზლონგებია მათთვის, ვინც მზეს ეფიცხება და მესამე ზოლში საჩემო, წამოსაწოლი ბენჩ-შეზლონგები. იქ, ჩრდილში, მე დილის ძილს ვიხანგრძლივებდი.




კვება - საუზმე და ვახშამი ერთ-ერთ ტერასაზე განთავსებულ რესტორანშია შესაძლებელი. ის სხვადასხვა სივრცისგან შედგება: მაღალვიტრაჟებიანი, გრძელი დარბაზი და ღია ზონები, საკვების ფართო არჩევანითა და ფანტასტიკური ყავით.




ჩემი აღმოჩენა და "ლუქს ბოდრუმ რიზორტის" ნამდვილი ვარსკვლავი აქაური რესტორანია! ზუსტად ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ის დღის 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობს და კერძების შეკვეთა A La Carte მენიუთი შეგიძლიათ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კერძები უგემრიელესია და მათგან რამდენიმეს ცალკე ვარსკვლავს მივანიჭებდი. მაგალითად, სალათს "ბურატა". ეს არის ქათმის კერძი. ხომ იფიქრებთ, რა უნდა იყოს მასში განსაკუთრებული? ის, რომ რაღაც განსხვავებული წესითაა

მომზადებული. საოცრად რბილია და გემოთი ფრანგულ ბატს მოგაგონებთ, ოღონდ, კიდევ უფრო ნაზია, თითქოს.ფანტასტიკური გემოსია. დესერტიდან ნაყინიანი ბახლავა და თავად ნაყინები.

როგორც ხედავთ, ჩემი კრიტერიუმებით, "ლუქს ბოდრუმ რიზორტს" 9 ვარსკვლავი მივანიჭე. სხვა ვარსკვლავების აღმოჩენა თქვენთვის მომინდვია.




აქ დიდი და მხიარული ჯგუფი ვიყავით ჩასული. სამამულო ტელე თუ ინსტაგრამ ვარსკვლავები გვხვდებოდნენ სხვადასხვა ადგილას. არ ვიცი დასვენების ბრალია თუ "ლუქს ბოდრუმ რიზორტის", მაგრამ ყველაზე ხმაურიანი ანრი ჯოხაძეც კი, აქ მონაკოს პრინცივით მშვიდი და წყნარი იყო. "ვისვენებო", - დამიკონკრეტა მოგვიანებით. ჩვენი, მართლაც ულამაზესი გოგოები - ქრისტინა იმედაძე, ეკო ფანგანი, "კაპიტან პლუსის" თათა, "ევექსის" ნინო ჩიჩუა ზღვის სანაპიროს "ამაგრებდნენ" და ისეთი სანახავები იყვნენ, მთელი უკრიანის "მისების" დელეგაცია რომ ჩამოსულიყო, თავისუფლად გაუმკლავდებოდნენ. ახლადდაქორწინებული ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი, ძირითადად, მარტო დასეირნობდნენ. "ფარული კონვერტის" ჯგუფს ზედა აუზის ტერიტორია ჰქონდა ათვისებული. ვერ დავადგინე სად ირუჯებოდნენ ჩემი პატარა მეგობრები, ულამაზესი ანი ჩიხლაძის ჩათვლით. ცნობილი ფოტოგრაფი, ანასტასია პაიჭაძეც კი, ბოდრუმის რომანტიკულ განწყობაზე გადართული, საერთოდ არ გვაწუხებდა - მოდი, ერთი ფოტო გადავიღოთო. აი, ზემოხსენებულ ჩემს საყვარელ რესტორან-კაფეში, ყავის სმისას გადაგვიღო ფოტო ორ წამში და გაუჩინარდა.



მურატ აკდოღანი Lux Bodrum Resort-ის პრეზიდენტი და თათა ქურხაშვილი "კაპიტან პლუსის" გენერალური დირექტორი


ჩვენ ოთხნი ვიყავით - მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი მეგობრები, ლევან გოგსაძე და ნათია გამცემლიძე. ეს 5 დღე ჩვენი მეგობრობის კიდევ ერთ დაუვიწყარ ხუთ დღედ იქცა "ლუქს ბოდრუმ რიზორტისა" და ჩვენი ფანტასტიკური მასპინძლის, "კაპიტან პლუსის" დამსახურებით. მას ბოდრუმის დღეები ჰქვია. მთავარი ზაფხული მხოლოდ იწყება. ჩვენ უკვე მორიგ ტურს ვგეგმავთ!




ქართული დელეგაცია ბოდრუმში


ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: ანასტასია პაიჭაძე

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს
მივაკითხეთ.
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს მივაკითხეთ.
14:11 / 14.11.2019
რა არის
AICAR
რა არის AICAR
11:20 / 14.11.2019
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა
ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის
თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში
გაიმართა.
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში გაიმართა.
14:31 / 13.11.2019
ექიმად მუშაობის პირველი
გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს
ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ,
გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო
ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია
სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები
ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება
უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის
ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის
განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის
ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და
მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის
და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
ექიმად მუშაობის პირველი გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
13:14 / 13.11.2019
ექიმად მუშაობის პირველი
გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს
ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ,
გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო
ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია
სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები
ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება
უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის
ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის
განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის
ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და
მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის
და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
ექიმად მუშაობის პირველი გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
13:14 / 13.11.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
In & Out - გვანცა არველაძე
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს მივაკითხეთ.
14:11 / 14.11.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2566
TRY
TRY
1
0.5132
USD
USD
1
2.9568
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა