City Story
დაკო ლომიძის ნიუ იორკი თბილისში
Lifferent Hotel&Spa პირველი ნიუიორკული კონცეფციის სივრცეა ქალაქის შუაგულში, "სითი სთარი ვაკეს" ბოლო სამ სართულზე.

ეს ულამაზესი სახლი ჭავჭავაძის გამზირიდან 5 წუთის სავალზეა. იქვე, სადაც "ჭავჭავაძის სოლოს" ოფისია განლაგებული, ჩასახვევში. კრემისფერ-შოკოლადისფერი პალიტრით გადაწყვეტილი "კაპუჩინო სახლი" იმითაცაა გამორჩეული, რომ არქიტექტურა აქვს კლასიკური. აქ ვერ ნახავთ ასე მობეზრებულ მინების სიმრავლეს, რომელიც, შევთანხმდეთ, რომ არა და არ უხდება ჩვენს საყვარელ ქალაქს. სამაგიეროდ, ნახავთ ფრანგულ აივნებს, ლამაზ ტერასებს, გაკრიალებულ და გამწვანებულ შიდა ეზოს, სუფთა და ფართო სადარბაზოებს და, რასაკვირველია, მყუდრო და კომფორტულ ბინებს.

სწორედ აქ, "სითი სთარის" ბოლო სამ სართულზე განლაგებულია სივრცე სახელად "ლიფერენტი". კონცეფციის ავტორი, დაკო ლომიძე თანამედროვე საქმიანი გოგოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.
დაკო "ლიფერენეტის" აუზთან დგას, სიამაყით გასცქერის მის მიერ მოგონილ და ნიუ იორკიდან გადმოტანილ ამ სივრცის ვარსკვლავს - "ლიფერენტის" აუზს, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და საყვარელ აუზს ცხელ დედაქალაქში.

- ეს ამ ტიპის პირველი სივრცეა თბილისში, არა?

- პირველი? არ ვიცი. ასე საგანგებოდ არც გამიკითხავს. ალბათ, პირველია - გვპასუხობს დაკო. პროფესიით ეკონომისტია, რომლის კარიერის პირველ ეტაპზე საბანკო საქმე გაჩნდა, სადაც მან, სრულიად პატარამ, კოლეჯდამთავრებულმა, ჯერ პრაქტიკა და შემდეგ უკვე მუშაობა დაიწყო. ბანკს "ინტელექტბანკი" ერქვა, სადაც კარიერის ყველა საფეხური პირნათლად იყო გავლილი.




საგანმანათლებლო სფერო ჩვენი გმირის ცხოვრებაში შემოდის მაშინ, როდესაც ის თავის მომავალ მეუღლეს ხვდება. მეუღლის ოჯახი, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, საქართველოში აფუძნებს ინგლისური ენის შემსწავლელ "ბრიტანულ ცენტრს". დღეს ის ყოველწლიურად 1500-დან 2000 მსმენელამდე უშვებს, მხოლოდ თბილისის მასშტაბით. აქვს ფილიალები ქუთაისსა და ბათუმში. საბანკო საქმეში გამოცდილს, ოჯახმა შესთავაზა ენერგია და ცოდნა საოჯახო ბიზნესისთვის მოეხმარა. დაკო დათანხმდა და აქაც ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყო.




- სხვანაირად ვერ ააწყობ და ვერ უხელმძღვანელებ. მაჯისცემა უნდა იცოდე შიგნიდან _ აკონკრეტებს დაკო ლომიძე.

"ლიფერენტის" კონცეფცია ორმა ფაქტორმა განაპირობა: მსოფლიო ქალაქმა, სახელად ნიუ იორკი და კიდევ ერთმა საოჯახო ბიზნესმა _ "სითი სთარი". ჭავჭავაძის ორბლოკიანი კორპუსი "სითი სთარის" ერთ-ერთი ბოლო პროექტია. მანამდე იყო არაერთი პროექტი და დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანად აშენებული კორპუსები. მათგან ერთ-ერთში, კოსტავას 68 -ში, ლამის მთელი ოჯახობა დასახლდა. ამიტომ, მათ მიერ გაწეული რეკომენდაციები "სითი სთარის" ბინებთან დაკავშირებით, ნამდვილად ობიექტურია.

მაშ ასე, იყო "სითი სთარი ვაკე" და იყო მისი საყვარელი ნიუ იორკი.




- ამ ქალაქმა თავიდან ბოლომდე შემცვალა. ნიუ იორკში ჩასვლამდე ევროპის არაერთი ქალაქი მქონდა მოვლილი და მათაგნ ერთ-ერთი არის ლონდონი, რომელიც დღესაც ჩემს საყვარელ ქალაქად რჩება, მაგრამ ნიუ იორკმა ყველაფერი გადაფარა. გადაფარა რიტმით, ემოციით, ენერგეტიკით. იქ ჩასული მეც სხვა ენერგეტიკის ვხდები. სწორედ ამ ქალაქში, ბევრი ჩემი მეგობრის მასპინძლების მოპატიჟებით ვხვდებოდი სხვადასხვა საინტერესო ადგილას. ეს საოცარი ადგილები სრულიად შეუმჩნეველ ტერიტორიებზე იყო განლაგებული - შესასვლელი ან ხილის ბაზრობიდან ჰქონდა, ან, სულაც, უღიმღამო ქუჩის კუთხიდან. შეუხვევდი, შეხვიდოდი და შენ წინ ფანტასტიკა იშლებოდა. იშლებოდა კაფეების, რესტორნების, მაღაზიების თუ სხვა სივრცეების სახით. მომინდა რაღაც მსგავსი თბილისშიც გაჩენილიყო.




- თავიდანვე იყო განსაზღვრული, რომ "ლიფერენტი" სპა-სასტუმრო იქნებოდა?

- არა. ჯერ სასტუმროს ვფიქრობდი, უმაღლესი ხარისხის, ბუტიკის სტილის. თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ მხოლოდ სასტუმროთი ორიგინალურ კონცეფციას აქ მოსულ სტუმარს ვერ შევთავაზებდი. გაჩნდა მეორე სართულის იდეა, ფართოვიტრაჟებიანი სავარჯიშო დარბაზებით, სამასაჟე ზონითა და დიდი კოსმეტოლოგიური კაბინეტით.

- მერე?

- მერე კიდევ ერთი სართულით ზევით ავედი და მივხვდი, რომ ამ ყველაფერს ორგანულად დაასრულებდა აუზი. ასეც დაიგეგმა და შეიკრა კონცეფცია.

ასე შეიქმნა "ლიფერენტი". სასტუმრო მათთვისაა, ვინც კომფორტზე ორიენტირებულ დასვენებაზე ფიქრობს. ვინც საქმიანი ვიზიტით ხშირად ჩამოდის თბილისში, სურს ქალაქის ცენტრში ცხოვრება და ამავდროულად, სიმყუდროვის შენარჩუნება. ის ექვსი ნომრისა და სამი აპარტამენტისგან შედგება. დიზაინი მანანა ჟღენტს ეკუთვნის და მისი ხელწერა შესვლისთანავე იგრძნობა: აქ ყველაფერი ხარისხიანი და გემოვნებიანია. ავეჯი საქართველოშია დამზადებული. თითოეული კარადა, სარკე, თუ სკამი ხელით ნაკეთებია. მასალა - ყველგან ბუნებრივი.
უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს სასტუმროს ტექნიკური აღჭურვილობა, იქნება ეს უსაფრთხოების თუ გასაღებების სისტემა, სეიფი და ასე შემდეგ. თვით მატრასებიც კი იმ ფირმისაა, რომელთანაც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროები თანამშრომლობენ.
ეს ლუქს მომსახურებაა, ინდივიდუალური აქცენტებით-ყვება დაკო ლომიძე. აქ არ ხარჯავ დროს "ჩექინსა" თუ "ჩექაუთზე", აქ შენ მაგივრად ფიქრობენ და გიგეგმავენ დედაქლაქში ყოფნას, იქნება ეს ტაქსის გამოძახება თუ თქვენთვის სასურველ რესტორანში მაგიდის დაჯავშნა. რაც ყველაზე მეტად მოსწონთ ჩვენს სტუმრებს, ეს სპა სივრცე და აუზია.
სასტუმროს სტუმრები, ისევე როგორც "სითი სთარის" მაცხოვრებლები, "ლიფერენტში" განსაკუთრებული ფასდაკლებით სარგებლობენ. ზაფხულის ცხელ დღეებში "ლიფერენტის" ულამაზეს აუზზე დედაქალაქში დარჩენილი ჩვენი მაცხოვრებელები და ჩამოსული სტუმრები გვერდიგვერდ ირუჯებიან. აქ განსაკუთრებული გარემოა. სწორ ხმაზე ჩართული ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი "ფლეილისტი", კომფორტული შეზლონგები, ქათქათა თეთრი პირსახოცები და ხალათები, ღია ბარი ფართო არჩევანითა და უკვე განთქმული "ლიფერენტის" ცივი ყავით: შაქრით, უშაქროდ, ნაყით, უნაყინოდ, ყველა გადასარევია!
კოსმეტოლოგიურ და სამასაჟე სივრცეს გამოარჩევს მაღალი რანგის გამოცდილი პროფესიონალები და ექსკლუზიური კორეული პროდუქცია, რომელიც მხოლოდ "ლიფერენტს" აქვს. სპაცენტრში დღეს ყველაზე დიდი პოპულარობით რუჯისთვის კანის მოსამზადებელი და რუჯის შენარჩუნების პროცედურები სარგებლობენ. თითო მასაჟი საათზე მეტ ხანს გრძელდება. კორეულ პროდუქციას უმატებენ კორეულ ეთერზეთებს, რომელთა კომბინაცია მართლაც საოცარ შედეგს იძლევა.




"ლიფერენტის" ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იოგას მიმართულებაა. განსაკუთრებული "ლიფერენტ-იოგაში" ორი რამაა: ფართოვიტრაჟებიანი, გაშლილი დარბაზი ხედებით მეთერთმეტე სართულიდან და იოგას მასწავლებლები. აქ მკაცრად განსაზღვრული წესები მოქმედებს, მაგალითად: ჯგუფში მაქსიმუმ 8 ადამიანი. იოგას დაწყებამდე კამკამა წყალი, დასრულებისას პიტნისა თუ ჟასმინის ჩაი. ჩაით, სხვათა შორის, გიმასპინძლდებიან მასაჟის დასრულებისას, რომელსაც "ლიფერენტელები" პაწაწინა ქილაში ჩასხმულ თაფლსაც აყოლებენ. ამ თაფლსაც სპეციალურად აქაურობისთვის იძენენ.



თუ თქვენ ქალაქის ტიპაჟი ხართ, თუ თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი დედაქალაქის რიტმსაა აყოლილი, მაშინ "ლიფერენტი" თქვენი სივრცეა. ჩქარი ტემპიდან თქვენ უცებ სიმშვიდის საოცარ ზონაში აღმოჩნდებით - იქ, სადაც ცხოვრებას უკვე თქვენი რიტმით გააგრძელებთ, იქნება ეს იოგა, მასაჟი, აუზი თუ ბიზნეს-ვიზიტით ჩამოსული სტუმრის დაბინავება.


ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: ირა კურმაევა
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს
მივაკითხეთ.
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს მივაკითხეთ.
14:11 / 14.11.2019
რა არის
AICAR
რა არის AICAR
11:20 / 14.11.2019
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა
ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის
თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში
გაიმართა.
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში გაიმართა.
14:31 / 13.11.2019
ექიმად მუშაობის პირველი
გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს
ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ,
გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო
ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია
სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები
ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება
უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის
ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის
განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის
ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და
მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის
და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
ექიმად მუშაობის პირველი გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
13:14 / 13.11.2019
ექიმად მუშაობის პირველი
გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს
ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ,
გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო
ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია
სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები
ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება
უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის
ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის
განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის
ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და
მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის
და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
ექიმად მუშაობის პირველი გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
13:14 / 13.11.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
In & Out - გვანცა არველაძე
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს მივაკითხეთ.
14:11 / 14.11.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2566
TRY
TRY
1
0.5132
USD
USD
1
2.9568
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა