City Story
სადილი ივა კუზანოვის მითითებებით
"სითის" და "ნიკორას" ერთობლივი კულინარიული რუბრიკის ფარგლებში, კუზანოვების დიდ ოჯახს საგურამოში ვესტუმრეთ. ცნობილი პლასტიკური ქირურგი, ივა კუზანოვი ამ ოჯახის მთავარი მასპინძელი და მთავარი კულინარია. კუზანოვებისთვის ერთობლივი შეხვედრები, პიკნიკის დაგეგმვა, ქალაქგარეთ გასვლა, ოჯახური ტრადიციაა. ამჯერად, შეკრების ადგილი საგურამოა - ბატონი ივას სახლი. აქ მათ ყველაფერი აქვთ "კულინარიული ოპერაციის" ჩასატარებლად. ყველამ იცის თავისი ფუნქცია. კუზანოვებს ეს მიმართულებაც ისეთივე აწყობილი აქვთ, როგორც პლასტიკური ქირურგია. ხუმრობით პარალელებსაც ავლებენ და ნამდვილ კულინარიულ მასტერკლასს გვთავაზობენ. ამჯერად კი, ამ მასტერკლასის მთავარი პროდუქტი "ნიკორას" ხორცპროდუქტებია.
ივა კუზანოვი, პლასტიკური ქირურგი 




მე ძალიან მიყვარს კულინარია. როცა დრო მაქვს, ყოველთვის ვამზადებ კერძებს. ჩემთვის, რაღაც გემრიელის მომზადება დაკავშირებულია შვილების, შვილიშვილების შეკრებასთან. ერთად გავდივართ ბუნებაში, ახალ-ახალ ადგილებს ვნახულობთ. ამ დროს მე მათთვის გემრიელ სადილსა თუ ვახშამს ვამზადებ. ამ ბოლო დროს გავაკეთე სეზონური კერძი - ჩაქაფული, რომელიც ნამდვილად ძალიან გემრიელი გამომივიდა.

გუგა კუზანოვი, პლასტიკური ქირურგი




ივა კარგად ამზადებს. შვილებსა და შვილიშვილებს კი დაგემოვნება გამოსდით კარგად. ყველაზე მთავარი იცით რა არის? ივას შეუძლია კულინარიული იმპროვიზაცია. ერთია, რომ ემზადები რაღაც კერძის მოსამზადებლად, და მეორე - თუ რამდენად შეგიძლია არსებული პროდუქტებით გემრიელი გემოს შექმნა. ვფიქრობ, რომ სწორედ იმპროვიზაციაა ყველაზე მნიშვნელოვანი. კარგი პროდუქტით, სულ რომ არ იცოდე მომზადება, რაღაც მაინც გამოგივა. როცა არ გაქვს პროდუქტი და იმისგან ქმნი გემოს, ეს ბევრად დასაფასებელია. ივა ნამდვილად ძალიან მაგარი კულინარია. ნიჭიერი კაცი, ყველაფერში ნიჭიერია.

ალექსანდრე კუზანოვი, პლასტიკური ქირურგი



მართალია ჩვენი ოჯახის მთავარი კულინარი ივაა, მაგრამ მწვადის შეწვა ნამდვილად ჩემი მიმართულებაა. ეს ერთადერთია, რისი მომზადებაც არ მეზარება. გარდა ტრადიციული მწვადისა, ვამაზდებ ბოსტენულის და მწვადის კომბინაციასაც. შამფურზე ხორცს ვწვავ პომიდორთან, წიწაკასთან და ბადირჯანთან ერთად. დღესაც, "ნიკორას" სარდელები ბოსტნეულთან ერთად მოვამზადე. მთავარი კულინარის შეფასებით, გემრიელი გამოვიდა.




ივა კუზანოვი: დღეს გვქონდა ძალიან მარტივად მოსამზადებელი მენიუ. ისეთი დღეებიც გვაქვს, როდესაც მარტივად და სწრაფად გვინდა ეზოში მაგიდის გაშლა და მის გარშემო შეკრება. ასეთ დროს, სუფრის მთავარი გმირი "ნიკორაა". საერთოდ, "ნიკორას" და ჩვენი გზები უკვე ბევრი წელია გადაიკვეთა. მახსოვს, ერთ-ერთი პირველი მაღაზია გაიხსნა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე. ჩემმა მეგობარმა მითხრა - აუცილებლად გასინჯე, ძალიან გემრიელია და სანდოო. მაშინ ეს მნიშვნელოვანი დეტალი იყო, რადგან კარგი და ხარისხიანი პროდუქტი დეფიციტი იყო. მივედი, ვიყიდე და იმის შემდეგ ჩვენს ოჯახში სულ არის "ნიკორა". დღეს უკვე უბანი არ არის, სადაც ამ ბრენდს არ შეხვდებით და ეს ძალიან კარგია. კიდევ ერთი შეხვედრა მახსოვს `ნიკორასთან~. ექვსი წლის წინ, მან რუსთაველის თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები და მე ერთად შეგვკრიბა და ვახშამზე მიგვიწვია. სასიამოვნო შეხვედრა გამოვიდა, ერთმანეთს ჩვენი საქმიანობის შესახებ ვუყვებოდით. "ნიკორამ" კი, თავისი გეგმები გაგვაცნო, რომელსაც, როგორც ვუყურებთ, ღირსეულად ახორციელებს. ჩვენ კი, მისი აქტიური მომხმარებლები, ყოველთვის ვაკვირდებით მათ წარმატებას. წარმატება კი სახეზეა. დღეს, ალბათ, საქართველოში არცერთი ოჯახი არ არსებობს, სადაც ყოველდღიურად "ნიკორა" არ მოხვდება სუფრაზე.




ტექსტი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: ირა კურმაევა


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ,
ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას
დააანონსებს.
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას დააანონსებს.
17:21 / 11.08.2020
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო
გზა იყო.
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
აქ. ახლა - თიბისის პერსონალური მომსახურება და ახალი რეალობა
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
არდი და ადამიანი - პანდემიის კვალდაკვალ
მარტის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო მოულოდნელად გაჩერდა და მრავალი კომპანიის ოფისის კარი დროებით დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი სადაზღვევო კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
17:38 / 10.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6272
TRY
TRY
1
0.4249
USD
USD
1
3.0747
ამინდი
ბორჯომი 15 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა