City Events
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.



- ვინც სახლს ეძებს, ყველამ იცის რა რთული პროცესია ეს და რამდენად მნიშვნელოვანია იპოვო ის სახლი, რომელშიც შეხვალ და იტყვი: "ეს სახლი ჩემია". თითქმის ორი წელი ვეძებდი ამ სახლს. სრულიად შემთხვევით, ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, რომ ბაგებში ბინა იყიდებოდა. მალევე ვნახე და ძალიან მომწეონა. სარემონტო იყო და დიდხანს ვფიქრობდი მეყიდა თუ არა. საბოლოოდ, გადავწყვიტე და ვიყიდე. ამის შემდეგ იწყება მძიმე და რთული მეორე ეტაპი - რემონტი, რომელიც 8 თვე გაგრძელდა. არასტანდარტული სივრცე იყო და რაღაც დეტალები არ გამოვიდა. მაგალითად, მინდოდა ფრანგული ბუხრის გაკეთება, მაგრამ ტექნიკურად ეს ვერ მოხერხდა. რაღაც ერთი კონკრეტული გეგმით არ წავსულვარ, რადგან თვითონ ბინა იმდენად არასტანდარტული პროექტის იყო, რომ ეკლექტური ინტერიერი უფრო მოუხდებოდა. ამ სახლში ბევრი რამ საკუთარი ხელით გავაკეთე. მთელი ეს პერიოდი ჩემი მეგობარი, კახა კურტანიძე მეხმარებოდა. ხელოსნებთან ურთიერთობაში ყველას თავისი გამოცდილება და ცალკე ამბები აქვს. მეც ჩემი ისტორიები მქონდა მათთან და საკმაოდ ბევრი ვიწვალე, ვიდრე სასურველი შედეგი არ მივიღე. ვაწყდებოდი უამრავ პრობლემას, მაგრამ მეგობრები სულ მამხნევებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სახლში გადავიდოდი თუ არა, იმწამსვე ყველაფერი დამავიწყდებოდა.

სარკეები

- ძალიან მიყვარს სარკეები. მაგალითად, აბაზანაში სარკე ჩემი ხელით ავაწყვე. ის ყოველთვის ამძაფრებს სივრცის განცდას. მისაღებში, დიდ კედელზე დაკიდებული სარკის ფორმაზე ბევრი ვიფიქრე. მინდოდა სივრცეც მეტი მიეცა და ფორმაც ლამაზი და უცხო ყოფილიყო. დავხაზე და მოვიფიქრე, რომ მთელ კედელზე ეს სარკე ასე ჩაჯდებოდა და მართლაც, ძალიან მოუხდა საერთო სივრცეს.




კიბე და ხის დეკორაცია

- ბევრი ვიფიქრე რომელ მხარეს გამეკეთებინა კიბე. სად უფრო ლამაზად ჩაჯდებოდა და როგორი უნდა ყოფილიყო ის. საბოლოოდ, კიბეს მიერთებული ეს ოთხკუთხედი მოაჯირებიც მე დავხაზე. ის ფერი, რაც ხელოსნებმა კიბეზე დამისვეს, არ მომეწონა. სასწრაფოდ გავახეხინე, ვიყიდე ოქროსფერი პულვერიზატორი და თავად შევღებე. საბოლოოდ კი, ასეთი სახე მიიღო. არ მინდოდა სახლისთვის ერთი სტილი მიმეცა. ძველებური ნივთებიც მიყვარს და თანამედროვეც. ამიტომ, ბევრი ნივთი მშრალ ხიდზე შევიძინე. ნაწილი სხვადასხვა მაღაზიაში. მნიშვნელოვანი იყო, რომ სახლში ხის კუთხეებიც მქონოდა. ამიტომ, უპირატესობა მივანიჭე ხის ისეთ სათავსოებს, რომლებიც ფუნქციურიც იქნებოდა და ამავე დროს, დეკორატიულ როლსაც შეასრულებდა. ხე თავისებურ, სხვა ელფერს აძლევს ინტერიერს და სიმყუდროვის განცდა შემოაქვს.




ფერები

- მომწონს ნათელი ფერები, მაგრამ ჩემმა მეგობარმა, კახა კურტანიძემ გადამაწყვეტინა, რომ კედლები ნაცრისფერი ყოფილიყო. დიდმა სივრცემ ეს ფერი კარგად აიტანა და ინტერიერი არ "ჩააჟამა". შემდეგი ფერი, რაც მინდოდა სახლში შემომეტანა, იყო ოქროსფერი. ავეჯი და დეკორაცია წინასწარ გათვლილი არ მქონია.



იყო რაღაცები, რაც ჩაფიქრებული მქონდა. ვიყიდდი, შემდეგ სხვა რამე მომეწონებოდა, შევუხამებდი და საბოლოოდ, ასეთი კომბინაცია მივიღე _ ოქროსფრის, ღია ნაცრისფრისა და მუქი ნაცრისფრის შერწყმა. ეს ფერები თამაშობს, ძირითადად. ასევე, ძალიან მოუხდა ლატუნის ბოძი. ზოგადად, ლატუნი მიყვარს. ვიყიდე ლატუნის რულონი და საკუთარი ხელით მივაჭედე ბოძზე. თავიდან ვფიქრობდი გაპრიალებას, მაგრამ ამ ჟანგისფერმა, თითქოს, პეიზაჟის ეფექტი მომცა და ასევე დავტოვე.




მცენარეები და დიდი ვერანდა

- სახლის ძებნა რომ დავიწყე, აივანი აუცილებელი მოთხოვნა იყო. ამ სახლის ეშხი კიდევ იმაშია, რომ ამ დიდი ვერანდიდან თბილისის ულამაზესი ხედი იშლება. განსაკუთრებით ღამით, როცა მაღლივის ახალგარემონტებული წითელი ხიდი განათდება. საოცარი სილამაზე და სიმშვიდეა. ყველამ იცის, როგორ მიყვარს მცენარეები და ამიტომ, მეგობრები ხშირად მჩუქნიან. გარდა იმისა, რომ ამ სიმწვანეს სიცოცხლე და ჟანგბადი შემოაქვს, სახლში ასევე გვაქვს ფუნქციური მცენარეებიც. დედაჩემმა დარგო პომიდორი და პიტნა. გვაქვს მარწყვი და ლიმონის ხე. ლიმონი ორჯერ ყვავის და საოცარი სურნელი ტრიალებს სახლში. მცენარეები აცოცხლებენ და ალამაზებენ გარემოს.




სანამ ამ ულამაზესი სახლის ფოტოებს ვიღებდით, დაგვაღამდა კიდეც. განათდა მაღლივის ხიდი. დავსხედით ვერანდაზე და, სიმართლე გითხრათ, წამოსვლაც აღარ გვინდოდა. ეკა ჩანჩიბაძის ვიტრაჟებიანი, ფერადი და გემოვნებიანი ნივთებით შეზავებული სახლი სტუმრობისთვის ძალიან მყუდრო და სასიამოვნო აღმოჩნდა.


ტექსტი: ნათია გაბუნია
ფოტო: ლიზა გაბუნია


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
ცნობილი ნორვეგიული
ბრენდი საქართველოში
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი საქართველოში
07:17 / 05.06.2020
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4593
TRY
TRY
1
0.4460
USD
USD
1
3.0624
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა