City News
"სითი" მამები "ოკაიდისთან" ერთად
თანამედროვე ცხოვრებაში ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ აღზრდაში.
"სითი" მამებისა და მათი შვილების გადასაღებად, ახალ ორბელიანზე შევიკრიბეთ. ჩვენი მამები, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ფოტოგრაფი ლაშა ღუღუნიშვილი და პროდიუსერი, მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე, ლაშა ბასლანძე არიან, რომლებიც დროულად მოვიდნენ და ბავშვური ჟრიამულის ფონზე, გადაღებასაც შევუდექით.




მართალია ძალიან ცხელოდა, ბავშვებიც ცოტა დავღალეთ, მაგრამ "ოკაიდის" ულამაზესმა სამოსმა პატარები ისე გაახარა, რომ პროცესმა მხიარულად ჩაირა. ორბელიანის მოედანზე მისულებს, გარემოც საოცრად შთამბეჭდავი დაგვხვდა.

ლაშა ღუღუნიშვილი
ფოტოგრაფი, სამი წლის ნინასა და ორი წლის ირიშკას მამა

მუდმივი საქმის გამო, ჩემი დღე სულ დატვირთულია. ყოველი დილა ირიშკასა და ნინასთან სხვადასხვანარი თამაშით იწყება. წავკისში ვცხოვრობთ, ეზოიან სახლში. გვყავს ძაღლი და ჩვენთან ჟრიამული არასოდეს წყდება. სულ მესმოდა, რომ გოგოების მამობა რაღაც უფრო განსაკუთრებული შეგრძნებაა და ნამვილად ასე აღმოჩნდა. ისეთი თბილები არიან, მათ გარეშე ერთი დღეც კი წარმოუდგენლად მეჩვენება. სხვათა შორის, ჩვენი ოჯახის საყვარელი საბავშვო მაღაზიაა "ოკაიდი". ჩემი მეუღლე გოგოებისთვის სულ იქ არჩევს სამოსს.



ყოველ დილით ნინა ბაღში მიმყავს და როგორი დაკავებულიც არ უნდა ვიყო, სულ ვცდილობ საღამოსაც თავად გამოვიყვანო ბაღიდან. ისე უხარია როცა მე ვაკითხავ, ამ დროს სულ განსაკუთრებულად ველოდები. ბავშვებისთვის ზღაპრების კითხვა ადრე თუ რუტინა მეგონა, ამას ახლა სიამოვნებით ვაკეთებ. იმდენად უყვართ აღმოჩენები პატარებს, მუდმივად ვცდილობ ახალ -ახალი რაღაცები ვასწავლო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დღეები მუდმივად გადაღებების პროცესში გადის, ირიშკასთან და ნინასთან გატარებული ყოველი წამი უძვირფასესი და ასმაგად დასაფასებელია.

ლაშა ბასლანძე
პროდიუსერი, 3 წლის ალექსანდრეს მამა

სანტიკო სამი წლის არის. ეს არის სიცოცხლით სავსე, მხიარული და საოცრად კომუნიკაბელური ბავშვი. შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს იღლება, სულ ახალ -ახალ აღმოჩენებშია. ალექსანდრე ჩემი საყვარელი ფეხბურთელის, ალესანდრო დელ პიეროს გამო დავარქვით და შემდეგ სანტიკო შერჩა. სხვათა შორის, სიგიჟემდე უყვარს ფეხბურთი, რაც ძალიან მახარებს. ჯერ კიდევ ფეხი არ ჰქონდა ადგმული, ბურთს რომ ურტყამდა. ჩემთან ერთად უყურებს სხვადასხვა მატჩს და ბურთი მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. სანტიკოს ცხოვრების რეჟიმი ზეპირად ვიცი. რას ჭამს, როდის იძინებს, როგორ ხასიათზეა. ადრე წავიკითხე, რომ დაკავებული მამები შვილებთან ურთიერთობას 12 საათის მანძილზე, მხოლოდ 7 წუთი ახერხებენო. ვცდილობ ეს სტერეოტიპი დავანგრიო. როცა კი თავისუფალი დრო მაქვს, ჩემს შვილთან გავრბივარ.




მე უფროსი გოგოც მყავს და ჯერ კიდევ მისთვის ვყიდულობდი "ოკაიდიში" ლამაზ კაბებს. ახლა ბავშვისთვის საჩუქარიც რომ გვჭირდება, მე და სალომე "ოკაიდისკენ" გავრბივართ. მამობა რთული არის, მაგრამ ამავე დროს ყველაზე კარგი რამეა, რაც მე გამომიცდია. სანტიკოზე თბილ ადამიანს არ ვიცნობ. ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს. ყველაზე მეტად უყვარს როცა ჭამს და მე ვამხიარულებ. ამიტომ, ამ ნაწილში, ძირითადად, გამრთობის ფუნქცია მაქვს. სალომეს დიდი სურვილი აქვს სანტიკო მუსიკას გაჰყვეს. მართლაც შესანიშნავი მუსიკალური მონაცემები აქვს. ვნახოთ რა გზას აირჩევს ის. მანამდე კი, მშობლები ვეცდებით კარგი და წარმატებული შვილი გავზარდოთ.


ტექსტი: ნათია გაბუნია
ფოტო: LIG Studio

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ,
ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას
დააანონსებს.
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას დააანონსებს.
17:21 / 11.08.2020
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო
გზა იყო.
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
აქ. ახლა - თიბისის პერსონალური მომსახურება და ახალი რეალობა
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
არდი და ადამიანი - პანდემიის კვალდაკვალ
მარტის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო მოულოდნელად გაჩერდა და მრავალი კომპანიის ოფისის კარი დროებით დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი სადაზღვევო კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
17:38 / 10.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6272
TRY
TRY
1
0.4249
USD
USD
1
3.0747
ამინდი
ბორჯომი 15 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა