City Events
GOYA – სტუმართმოყვარეობის ბიზნეში 40 წლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფის ახალი გასტროპაბი თბილისში
განსხვავებული და უნიკალური საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები – თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა. გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.


GOYA
-ს შემქმნელი, მსოფლიო სტუმართმოყვარეობის ბიზნეში 40 წლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფი Mint Leaf Group –ია, რომელიც რესტორნებს ფლობს და მართავს ლონდონსა და დუბაიში. Mint Leaf Group-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში სამ მილიონ ლარს შეადგენს.

GOYA
-ს გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას კულინარიის ექსპერტები და ისეთი ცნობადი სახეები ესწრებოდნენ, როგორებიც არიან: ირინა ონაშვილი, ია ფარულავა, დალი ჩიტალაძე, ეკა ხოფერია, ნინო დარასელი, ლალი ტოტიკაშვილი, ესმა კუნჭულია, ენზო ნერი, მანუელ ფაუნდესი და სხვები. 




როგორც რესტორნის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მთელ მსოფლიოში გასტროპაბის კონცეფცია ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. ისინი იმედოვნებენ, რომ ისეთ საინტერესო ქალაქში, როგორიც თბილისია, სტუმრები GOYA-ს კარგად მიიღებენ. 




"დღევანდელმა გახსნამ ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვენთან სტუმრად იყვნენ კულინარიის ექსპერტები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ GOYA-ს კერძების გემო დაუვიწყარია. თბილისი შესანიშნავი ქალაქია და დარწმუნებული ვარ, GOYA აუცილებლად გახდება თბილისელებისა და მისი სტუმრების საყვარელი ადგილი.




ჩვენი მიზანია, საქართველოში ადამიანებს ახალი ტიპის კერძები და სასმელი შევთავაზოთ და ამით გავაუმჯობესოთ ისედაც საინტერესო ბიზნესკონცეფცია. ხელი შევუწყოთ ადამიანებს მათი ცხოვრების სტილის შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში," - ამბობს გასტროპაბ GOYA-ს ბრენდ-მენეჯერი სობჰაგ ვეერი.









GOYA
-ში სტუმრებს პოპულარულმა შეფ-მზარეულმა, პრადიფ ჰულარმა უმასპინძლა და თავისი კულინარიული გამოცდილებითა და დახვეწილი უნარებით GOYA-ს სტუმრებს არა მარტო მთელი მსოფლიოს კერძები და სასმელი გააცნო, არამედ ინოვაციური და ტრადიციული ქართული კერძებითაც გააკვირვა.




ხაჭაპური პიცის არომატით, იგივე "სულგუნი ხაჭაპური პიცა", "ლობიო კარი", ხინკალი პესტოს სოუსით. გრილზე შემწვარი ბატკნის ქაბაბი აჯიკით კი, მათი ფავორიტი აღმოჩნდა.




ქართულ ჭაჭასთან და "ქინძმარაულთან" ერთად, GOYA –ს გახსნა ისეთი ორიგინალური კოქტეილებითაც აღნიშნეს, როგორიცაა "ქართული ატმის ჯულეპი", "ჭაჭა მჟავე", "გოიას არომატები".



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით,
ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით
ყველა სტუმარს იზიდავს.


აქ აღმოაჩენთ თბილ და მყუდრო გარემოს. ზუსტად ისეთს, თქვენი ბავშვობის
ბაკურიანში რომ დაგაბრუნებთ. ვისაც ბაკურიანი უყვარს, ალბათ
დამეთანხმება, რომ ეს ადგილი თავის ხიბლს წელიწადის ნებისმიერ დროს
ინარჩუნებს. ზამთარში, თოვლით დაფარული მთები,
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.


აქ აღმოაჩენთ თბილ და მყუდრო გარემოს. ზუსტად ისეთს, თქვენი ბავშვობის ბაკურიანში რომ დაგაბრუნებთ. ვისაც ბაკურიანი უყვარს, ალბათ დამეთანხმება, რომ ეს ადგილი თავის ხიბლს წელიწადის ნებისმიერ დროს ინარჩუნებს. ზამთარში, თოვლით დაფარული მთები, "ხიჟინები", ქუჩაში მოსიარულე მარხილები, გლინტვეინი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი, ნამდვილ "ბაკურიანობას" ქმნის. გაზაფხული და შემოდგომა შედარებით მშვიდია. შაბათ-კვირას დასვენების მოყვარულებისთვის, ვისაც ცოტა ხნით უნდა, რომ გაექცეს ქალაქის ტემპს და სუფთა ჰაერზე, სიმშვიდეში დაისვენოს, იდეალურია.

ზაფხულში ბაკურიანში ნამდვილი დღესასწაული იწყება. აქ მთავარი ამბებს პატარები ქმნიან. სწორედ ეს პატარა ვიზიტორები არიან ბაკურიანის მთავარი ელჩები. მათ იმდენად უყვართ აქ დასვენება, რომ სადაც არ უნდა წავიდნენ არდადეგებზე, ზაფხულის რამდენიმე დღის გატარება ბაკურიანში მაინც უნდათ. ამისთვის კი, ყველას თავისი მიზეზი აქვს.

ზაფხულში, ბაკურიანში ყოველდღე გინდა რომ ისეირნო პარკიდან ტყეში, ტყიდან კოხტაზე, კოხტადან მინდვრის ყვავილებით აყვავებულ დიდველზე და ასე, დაუსრულებლად. რაც მთავარია, გინდა რომ დაისვენო ოჯახთან, მეგობრებთან ერთად ისე, რომ თავი იგრძნო სახლში ან საკუთარ აგარაკზე. სწორედ ასეთი დასვენების ადგილია - "ჰილტოპ ბაკურიანი". სასტუმროს იდეალური მდებარეობის გამო, მარტივად დაგეგმავთ თქვენი დღის მარშრუტებს. სასტუმროში დაბრუნებისას კი, თქვენს კომფორტსა და დასვენებაზე "ჰილტოპ ბაკურიანის" გუნდი იზრუნებს. სასტუმროს ეზო თქვენი შვილების და მათი თანატოლების შეხვედრის ადგილი გახდება. თქვენ აივნიდან, ფინჯანი ყავით ხელში, ულამაზესი ხედებით დატკბებით და თან შვილების თამაშს თვალს მიადევნებთ. თუ ერთხელ მაინც მოხვდებით ამ სასტუმროში, მომდევნო სეზონისთვის საუკეთესო ნომერს წინასწარ დაჯავშნით და თქვენს გამოცდილებას ახლობლებსაც თამამად გაუზიარებთ.

მაშ ასე, გახსოვდეთ შეხვედრის ადგილი ბაკურიანში - "ჰილტოპ ბაკურიანი"!


10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
ცნობილი ნორვეგიული
ბრენდი საქართველოში
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი საქართველოში
07:17 / 05.06.2020
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"აგარაკობა" წავკისში
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6021
TRY
TRY
1
0.4402
USD
USD
1
3.0719
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
გამოწერა