City News
ახალი ეტაპი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიაში"
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:


- აქტიური სპორტისთვის თავის დანებების შემდეგ, იყო ოცნება - ტანვარჯიშის აკადემიის გახსნა. ოცნების რეალიზებას კი სჭირდებოდა დრო, გამოცდილება და ძლიერი გუნდი... 

ორი წლის წინ ვიგრძენი, რომ დადგა დრო, როცა ამ ნაბიჯისთვის მზად ვიყავი. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრებაც შეცვალა. გაჩნდა უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენი მოსწავლეების წარმატებული შედეგებიდან გამომდინარე კი, მეტი ამბიცია და მოთხოვნილებები. ამიტომ, სულ ვცდილობთ წინსვლას და სიახლეების დანერგვას





სექტემბრიდან, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიაში" ახალი ეტაპი იწყება. მოვიწვიეთ ახალი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო თასის გამარჯვებული, ალიონა კორბუკოვა. ეს არის პროფესიონალი, რომელთან მუშაობაც ამ სპორტში ჩართული ყველა ადამიანის ოცნებაა. 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება ახალი სიტყვა ქართულ ტანვარჯიშში.


კიდევ ერთი სიახლე, რომელიც სექტემბრიდან ჩვენს სამივე ფილიალში დაინერგება, არის სპორტული ექიმის ვიზიტები. თვეში ერთხელ, სრულიად უსასყიდლოდ, ჩვენს ყველა მოსწავლეს ჩაუტარდება დიაგნოსტიკა. ნებისმიერი პატარა ხარვეზის შემჩნევის შემთხვევაში, ჩვენი ექიმი მოსწავლეს სწორ დანიშნულებას მისცემს და გადაამისამართებს შესაბამისი მიმართულების ექიმთან.

დღესდღეობით "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიას" სამი ფილიალი აქვს. საბურთალოზე - ბალანჩივაძის #1, დოლიძის #3 და წერეთელზე, ვახუშტი ბაგრატიონის #58.



გვაქვს 4 კატეგორიის ჯგუფი - დამწყებების, მოყვარულების, გარდამავალთა, რომლებიც სპორტული ჯგუფისთვის ემზადებიან და სპორტული.

ყველა კატეგორიას აქვს შესაბამისი სავარჯიშო საათების რაოდენობა და ფიზიკური დატვირთვა.



ჩვენი სკოლის მიმართ დიდია საერთაშორისო მსაჯებისა და ექსპერტების ინტერესი. ეს ჩვენი მწვრთნელების და მოსწავლეების თავდაუზოგავი მუშაობისა და მონდომების შედეგია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ქართული კულტურის გავლენაც. ბევრჯერ უთქვამთ, რომ ჩვენი ბავშვების თვალებში სხვანაირი ნაპერწკალი ანათებს.



ახლახანს, ერთ-ერთი საერთაშორისო შეჯიბრის წინა დღეს, ჩვენი გუნდების ვარჯიშის დროს, მაყურებელთა ტრიბუნა გაივსო, გველოდებოდნენ... მსგავსი დამოკიდებულება უდიდესი სტიმულია ჩვენთვისაც და ჩვენი მოსწავლეებისთვისაც.



2 სექტემბრიდან "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია" სიახლეებით და ახალი შემართებით ახალ ეტაპს იწყებს მთავარი მიზნის ასასრულებლად - ჩემპიონების გასაზრდელად, რომლებიც საქართველოს ასახელებენ.





ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა