City News
m3 საბურთალო
დეველოპმენტის ახალი განზომილება m2 ისგან
ამ გიჟურ რიტმს მხოლოდ ორი გზით თუ დააღწევ თავს: 1. დანებდე და ჩამორჩე 2. შეცვალო რიტმი და გარემო.

მე ერთი რიგითი ქალი ვარ, საშუალო შემოსავლით და ოჯახით. მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვიყიდო ახალი ბინა, კარგი ბინა, რადგან მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი სრულიად არანორმალური ცხოვრების ტემპით, ამას ვიმსახურებთ. ქალაქის ცენტრშიც ვიყიდიდი, თუმცა მწვანე ადგილი მინდა, სადაც ხე მხოლოდ ურბანული დეკორაციის ნაწილი კი არაა, აქა-იქ სილამაზისთვის ჩარგული, არამედ რეალური, რომელიც ადამიანს ქალაქში, ბუნებაში ცხოვრების განცდას უქმნის. მე კარგად აშენებული ბინა მინდა, ეზოში მოწესრიგებული საერთო სივრცეებით. სპორტდარბაზები და სარბენი ბილიკები მინდა, სკოლა და ბაღი ბავშვებისთვის, უბანი მინდა. ჰო, ერთი კარგი უბანი, სადაც თავისი ცხოვრების რიტმია, ახლობელი ადამიანებით და ამ ადამიანებთან დაკავშირებული ისტორიებით.




ეს ბევრია? - ვეკითხები ჩემს რესპონდენტს m2-დან

არც ისე. - მპასუხობს ღიმილით შორენა დარჩიაშვილი, m2-ის უძრავი ქონების გენერალური დირექტორის მოადგილე, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.
ჩვენ, ანუ ისინი, ვინც რეალურად ახალ სივრცეს ვეძებთ, ბევრნი ვართ: მომუშავე დედები, ახლადშექმნილი ოჯახები, ემიგრანტები, ჟურნალისტები და ბლოგერები, ვიზაჟისტები და სტილისტები, ახალგაზრდა ექიმები, იურისტები, ტელეპროდიუსერები, პიარისა და მარკეტინგის გოგო-ბიჭები... ჩვენ აქ, ამ წამს და რეალურ პირობებში მეტი გვინდა. ჩემი აზრით, სიახლე რომელსაც m2-ი გვთავაზობს, ზუსტად ასეთია - 21-ე საუკუნის ურბანულ სტანდარტებზე მორგებული ახალი უბანი, ახალი განზომილება m2 ისგან. დიახ, ვფიქრობ "m3 საბურთალო" ჩვენთვის შეიქმნა.



2024 წლისთვის ჩვენი ქალაქი არსებულისგან სრულიად განსხვავებულ, ორიგინალური იდეებით ხორცშესხმულ, ინოვაციურ და 21-ე საუკუნის ურბანულ მოთხოვნებზე მორგებულ თანამედროვე გეგმარების მქონე ახალ უბანს მიიღებს. სწორედ ასეთია "m2 უძრავი ქონების" ახალი გამოწვევა, რომლის განხორციელებასაც ის უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს. ახალი პროექტის ფარგლებში, კომპანიას ქალაქში ცხოვრების ახალი სტანდარტის დამკვიდრებისა და დეველოპერული ტრადიციების გადახალისების ამბიცია აქვს. დიახ, ეს გეგმა "m3 საბურთალოა" - დეველოპმენტის ახალი განზომილება. საცხოვრებელი უბანი მარშალ გელოვანის გამზირზე, რომლის საძირკველიც 2019 წლის ზაფხულში უკვე გაიჭრა.

მოდით, მივყვეთ პუნქტობრივად და გავცეთ პასუხი კითხვებს, რომლებიც მე შორენასთან საუბრისას თქვენ კი, სავარაუდოდ, სტატიის კითხვისას გაგიჩნდებათ:





რა არის ახალი განზომილება და საიდან გაჩნდა "m3 საბურთალოს" იდეა?

m2 ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ამ პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპმენტში კომპანიამ არაერთი სიახლე დანერგა. წლების განმავლობაში, ქალაქში არსებობდა უცვლელი მოცემულობა და ბინები შავი ან თეთრი კარკასის სახით ბარდებოდა. ამ დროს, ჩვენ მომხმარებელს შევთავაზეთ გარემონტებული და ყველა საჭირო ნივთით აღჭურვილი ბინები მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით. ეს იყო საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და ამბიციური გეგმა, რითაც თავის დროზე დავნერგეთ მეორე განზომილება დეველოპმენტში.
ჩვენ, საქმეს დიდი მონდომებით ვუდგებით. ყოველთვის ვზრუნავთ მომხმარებელზე და ბევრს ვაკეთებთ მათი კომფორტისთვის. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით გაჩნდა "m3 საბურთალოს," დეველოპმენტის მესამე განზომილების იდეა. 21-ე საუკუნის ახალმა გამოწვევებმა, თანამედროვე ცხოვრების რიტმმა და ქალაქში არსებულმა მდგომარეობამ, ახალი რეალობა და მოთხოვნები წარმოშვა. თანამედროვე ადამიანს აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ ბინა, მას სურს მეტი! სურს ფართო ტროტუარები სასეირნოდ, მოსასვენებლად ლამაზი, ადაპტირებული და მოწესრიგებული ეზოები, მეტი გამწვანება და სარეკრეაციო სივრცეები. დამატებითი კომფორტის ელემენტები ოჯახის ყველა წევრისთვის. სწორედ ამ იდეას ემსახურება პროექტის სრულიად ახალი და ინოვაციური კონცეფცია.
მესამე განზომილება - ეს არის სახლი, რომელიც ბინაზე მეტია. ეს არის სახლი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და საკუთარი უბნით. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს ვთავაზობთ გარემოს მეტი სოციალიზაციისთვის, სივრცეს, რომელიც მოიცავს ისეთ საერთო მოხმარების სერვისებს, როგორიცაა პარკი, სკოლა, საბავშვო ბაღი, გასართობი და სავაჭრო ცენტრები, ოფისები და სხვა. "m3 საბურთალოს" ახალი პროექტი მომხმარებელს ბინის გარეთ, ურთიერთობებსა და კომფორტზე მორგებულ ცხოვრებას სთავაზობს.
დარწმუნებული ვარ, მომავალი მობინადრეები m3-ზე საუბარს აუცილებლად მისი მთავარი უპირატესობით დაიწყებენ - ეს არის 14 000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე პარკი. კომპანია ამ მიმართულებით სრულიად განსხვავებულ მასშტაბს გვთავაზობს.
ამ შემთხვევაში მიზანი მკაფიოა - პარკი არა მხოლოდ უბნის დამატებით ღირებულებას წარმოადგენს, არამედ კომპლექსის ნებისმიერ წერტილში მცხოვრებისთვის ადვილად მისადგომი და, რაც მთავარია, ფუნქციურად დატვირთული უნდა იყოს.




პრაქტიკული დეტალებიც რომ არ დაგვავიწყდეს: რამდენად მორგებულია დასრულებული პროექტები მომხმარებლების მოთხოვნასთან და როგორ იქნება ეს უზრუნველყოფილი ამ კონკრეტულ პროექტში?

დეველოპმენტში, განსაკუთრებით ახლა, მთავარი საზრუნავი და ყურადღების ობიექტი არის ადამიანი. m2-ის მიდგომა ყოველთვის ასეთი იყო. როდესაც გელოვანის პროექტზე დავიწყეთ ფიქრი, ავტომატურად დავიწყეთ ფიქრი ადამიანზე, მის საჭიროებებზე და სურვილებზე. იმაზე, რაც ყველა ჩვენგანს სჭირდება. ეს პროექტი სწორედ ამ საჭიროებებს მოვარგეთ. სახლი, რომელიც ბინაზე მეტია - ეს გახლავთ ჩვენი მთავარი გზავნილი. სიახლე იქნება ის, რომ თუ აქამდე იყო ბინა დასრულებული რემონტითა და ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულოთი, ახლა მომხმარებელს ეძლევა საშუალება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიოს ავეჯის, დეკორისა და დამატებითი ტექნიკის კომპონენტები. თანამედროვე ადამიანების გემოვნება და მოთხოვნები სწრაფად იცვლება. ჩვენც არ უნდა მოვდუნდეთ და ამ პროცესს ფეხი ავუწყოთ. ამიტომ, სისტემატურად ვატარებთ ბაზრის კვლევას, ვესწრებით საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამშენებლო გამოფენებს. ახალი უბნის ბინების რემონტის ტიპები 3 000-ზე მეტ მომხმარებელთან ურთიერთობის შედეგად დადგინდა. შეიქმნა სრული სურათი, რომელმაც კომპანიის დიზაინერებს დაანახა, თუ რას ითხოვს თანამედროვე ადამიანი. რომელია მათთვის სასურველი ფერი, ფაქტურა, მასალის ტიპი და ა.შ. ამ კვლევის საფუძველზე, დიზაინერებმა რემონტის ხუთი უნივერსალური დიზაინი შექმნეს. ხუთივე რემონტი განსხვავებულია როგორც ფერთა გრადაციით, ისე შინაარსობრივადაც. დიზაინერებმა მათ სახელებიც მიანიჭეს: მუსკატი, ჯინჯერი, დარიჩინი, ვანილი და ფისტაჩიო. თუმცა მერწმუნეთ, ეს მოგზაურობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.



ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ინტერვიუ ემბრიოლოგ ნინო
კუჭუხიძესთან
ინტერვიუ ემბრიოლოგ ნინო კუჭუხიძესთან
13:15 / 10.12.2019
27 წლიანი გამოცდილების მქონე
კომპანია
27 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია "კაპიტან პლუსი" ზამთრის სეზონზე გთავაზობთ აქტუალურ სამოგზაურო ტურებს: დუბაი, აბუ დაბი, ტაილანდი, კუბა, ვიეტნამი, მალდივები, მექსიკა, ევროტურები.
13:09 / 10.12.2019
"ლიფერენთის" სხეულის მოვლის პროცედურები
13:01 / 10.12.2019
მისი ღიმილი, ალბათ, ყველას გახსოვთ.
სამედიცინო საქმიანობას ტელეწამყვანობა იმდენად წარმატებულად
შეუთავსა, რომ მისი პროფესიული არჩევანის სისწორეზე რიგით ადამიანებს
კითხვები გაუჩინა.
ისი ღიმილი, ალბათ, ყველას გახსოვთ. სამედიცინო საქმიანობას ტელეწამყვანობა იმდენად წარმატებულად შეუთავსა, რომ მისი პროფესიული არჩევანის სისწორეზე რიგით ადამიანებს კითხვები გაუჩინა.
16:06 / 09.12.2019
ესეც ჩემი მეორე თვე და მეორე
ბლოგი. გეტყვით გულახდილად - მარტივი არ არის და ვებრძვი მთელი გულითა
და სხეულით.
ესეც ჩემი მეორე თვე და მეორე ბლოგი. გეტყვით გულახდილად - მარტივი არ არის და ვებრძვი მთელი გულითა და სხეულით.
15:59 / 09.12.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
იმოგზაურე "კაპიტან პლუსთან" ერთად!
27 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია "კაპიტან პლუსი" ზამთრის სეზონზე გთავაზობთ აქტუალურ სამოგზაურო ტურებს: დუბაი, აბუ დაბი, ტაილანდი, კუბა, ვიეტნამი, მალდივები, მექსიკა, ევროტურები.
13:09 / 10.12.2019
რესტორანი "ათი"
ქართული სამზარეულოს ახალი ერა
12:42 / 07.12.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2606
TRY
TRY
1
0.5077
USD
USD
1
2.9446
ამინდი
ბორჯომი -3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -7 °C
img
გამოწერა