City News
სკოლისკენ, პირველად
დღე, როდესაც პირველად წავედით სკოლაში, თითქმის ყველას გვახსოვს: ცოტა აღელვებული, მაგრამ საზეიმო განწყობით, სრულიად განსხვავებული გარემო...

ამ დღისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. რა თქმა უნდა, მთავარი გმირი პირველკლასელია. ეს დღე ყველა ბავშვის და მშობლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. ბევრი რამ იცვლება მათთვის. დგება ახალი, უფრო საპასუხისმგებლო და სერიოზული ეტაპი.
"სითი", პირველკლასელები და მათი დედები ფოტოგადაღებისთვის კაფე "ლადურეში" შევიკრიბეთ. ჩვენმა გმირებმა სამომავლო გეგმები და სურვილები გაგვიზიარეს. როგორ ემზადებიან ბავშვები პირველი კლასისთვის, რის მიხედვით შეარჩიეს მშობლებმა სკოლა.


დედა: ლიკა ევგენიძე – MELANCHOLIA COSTUME PROJECT-ის დამფუძნებელი, მსახიობი, ტელეწამყვანი
შვილი: ალექსანდრე ალასანია


ბევრი ახალი გამოწვევა მელოდება სექტემბერში. ჩემი და უტა ბექაიას დაარსებული
MELANCHOLIA COSTUME PROJECT გადადის "სტამბაში", სადაც ახალი სამუშაო სივრცე და შოურუმი გვექნება.
კიდევ ერთი გამოწვევა თეატრია. სოხუმის "კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში" ახალი სპექტაკლი იდგმება მიშა მრევლიშვილის რეჟისორობით და იქ შევასრულებ ძალიან საინტერესო როლს.
ჩემი უფროსი გოგო, ანა-სოფია, New School-ში სწავლობს და წელს მეოთხე კლასში გადავიდა. ამიტომ ალექსანდრეც, რომელიც წელს პირველკლასელი გახდება, იგივე სკოლაში შევიყვანე. New School-ში ამერიკული ტიპის სწავლებაა და ამიტომ შევარჩიე.
ალექსანდრე ძალიან მონდომებული და გახარებულია. განსაკუთრებით უხარია, რომ მალე შეძლებს მომწეროს წერილები.


დედა: ნინა კობახიძე - სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტის" გენერალური დირექტორი
შვილი: ნიკალა დუდუჩავა


ნიკალა "ევროპულ სკოლაში" მიდის. სკოლა მარტივად შევარჩიეთ - მისი უფროსი და იქ სწავლობს და ნიკალამაც ბაღის პერიოდი იქ გაატარა. ემზადება და უხარია. მოსწონს, რომ მისი ძველი მეგობრები უკვე მისი კლასელები იქნებიან.
"სულ ვერ ვიჯდები, ხანდახან უნდა ვისეირნო ხოლმე!" - წინასწარ მითანხმდება მოუსვენარი და ძალიან ენერგიული ნიკალა.
სკოლა სრულად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. მოგვწონს მიდგომები და მათი დამოკიდებულება სწავლისადმი. პარალელურად, ძიუდოზე და ჩოგბურთზე ვაპირებთ აქტიურად სიარულს.
მე დატვირთული სამუშაო რეჟიმისთვის ვემზადები. სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტის", ბიზნესლიდერ ქალთა ფედერაციისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი იურიდიული კომპანიის განვითარების და სწრაფი ზრდის ახალ-ახალი სტრატეგიები მაქვს დასაგეგმი.
ყველა ვემზადებით პოზიტიური სიახლეებისა და მშვიდი სამუშაო გარემოსთვის.


დედა: ნათია გამცემლიძე - ჟურნალისტი
შვილი: მარიამ გოგსაძე




ეს საზაფხულო არდადეგები მარიამისთვის განსაკუთრებული მოლოდინით და სიხარულით იყო სავსე. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ერთი სული ჰქონდა როდის დასრულდებოდა დასვენება. თითქმის ორი თვეა სკოლის ფორმა და მისივე არჩეული ჩანთა, საწერი კალამით, ფერადი ფურცლებით და ყველა სჭირო თუ არასაჭირო ნივთით სავსე, გამზადებული აქვს. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ყოველდღიურად ამოწმებდა - რომელიმე ნივთი ხომ არ დააკლდა. ირგებდა ფორმას და უბედნიერესი იდგა სარკესთან საათობით! ოჯახის ყველა წევრთან ცდილობდა გაერკვია რამდენი დღე დარჩა სკოლაში წასვლამდე. მოკლედ, მთელი ორი თვეა დღეებს ვითვლიდით, თანაც რამდენჯერმე, როდის დაიწყება სკოლა! ცხადია, სკოლაც შერჩეული გვაქვს - "ათასწლეული".
მარიამი სრულად აცნობიერებს, რომ მის ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალიან კარგი ეტაპი იწყება და სწორედ ეს მახარებს ყველაზე მეტად. ჩვენს დიდ ოჯახში კიდევ ერთი პირველკლასელი გვყავს. ჩემი ზუკა მადრიდის ერთ -ერთ ძალიან კარგ სკოლაში ისწავლის! ზუკამაც და მარიამაც უკვე მიიღეს პირობა ჩვენგან, რომ თუ პირველ სემესტრს წარმატებით დაასრულებენ, თავიანთ დებთან და ძმებთან ერთად მხიარულ საშობაო არდადეგებს დაიმსახურებენ. ჰოდა, ახლა მე დავიწყე დღეების ათვლა. დღეში რამდენჯერმე ვამოწმებ როდის დაიწყება საშობაო არდადაგები, რომელსაც ზუტად ისეთივე გულისფანცქალით ველოდები, როგორც ჩემი პირველკლასელები სკოლის დაწყებას!


დედა: ანა გაგუა, ნავთობგადამზიდავი კომპანიის "ჯიარ ტრანზიტი" იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
შვილი: მარიამ თალაკვაძე


რამოდენიმე წლის წინ, როდესაც მარიშკა 2 წლისაც არ იყო, მომიწია მისი დატოვება, რადგან სწავლა უნდა გამეგრძელებინა. სასწავლებლად წავედი ჩიკაგოში, ილინოისის ტექნიურ უნივერსიტეტში - "ჩიკაგო კენტის სამართლის სკოლაში" საერთაშორისო ბიზნესსამართლის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. რა თქმა უნდა, ეს განშორების პერიოდი ძალიან რთული იყო ორივესთვის. თუმცა, დღეს მარიშკა ძალიან ამაყობს ჩემით და რომ გაიზრდება, უნდა რომ დედა გამოვიდეს.
რაც შეეხება ჩემს სამუშაოს, მაქვს ძალიან დატვირთული, საპასუხისმგებლო და ამავე დროს, საინტერესო საქმე. ჩემი პარტნიორები, ძირითადად, უცხოელი ბიზნესმენები არიან. ხშირად მიწევს საქმიანი მოგზაურობა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩემს საქმეს. მაქვს ურთიერთობა საინტერესო ადამიანებთან. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, მიუხედავად დატვირთული და დამღლელი რეჟიმისა.
არ ვიცი რამდენად გამომდის, მაგრამ ვცდილობ მარიშკამ არ იგრძნოს დედის დატვირთული რეჟიმი. ამიტომაც, ერთი რამ დაბეჯითებით იცის, რომ დასვენების დღეები სრულად მას ეკუთვნის.
რაც შეეხება მარიშკას სწავლის დაწყებას, ბევრი ფიქრის შემდეგ, შევარჩიეთ "წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა". გავეცანი სკოლის სასწავლო პროგრამას და მოხიბლული ვარ სკოლის უახლესი პედაგოგიური და მეთოდოლოგიური გამოცდილებითა და გეგმებით. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტუალურ, სულიერ და ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა ბავშვისთვის და ის, რომ ეს ყველაფერი იყოს ერთ სივრცეში.
მარიშკა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს თითქმის სრულყოფილად, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა "იუთუბის" საშუალებით. შვეიცარიაში მოგზაურობისას მე და მარიშკამ გადავწყვიტეთ ერთად ვისწავლოთ ფრანგული ენაც.
მარიშკას ძალიან უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, მოგზაურობა და ჰყავს ბევრი ქართველი და უცხოელი მეგობარი.

დეიდა: თაკო დოლაბერიძე, ივენთმენეჯერი
დისშვილი: დათი ჯღარკავა


აი, სექტემბერი მოვიდა და მთელი ოჯახი თბილისს დავუბრუნდით. ზაფხული საქართველოში გავატარეთ, მოვიარეთ რამდენიმე მხარე. ახალი შემართებით ვემზადები სამსახურში გასასვლელად და სკოლაში წასასვლელადაც.
შევიკერეთ სკოლის ფორმა, შევიძინეთ სასკოლო ნივთები, დავგეგმეთ მთელი სასწავლო წელი. უნდა ვიაროთ ინგლისურზე, ცეკვაზე და ცურვაზე. ახალი მეგობრების გაცნობის მოლოდინში ვართ.
დათიმ დეიდას, თაკოს, სთხოვა - შენ წამიყვანე სკოლაში. მინდა კლასელების მშობლებმა თქვან, თაკოს დისშვილია ჩვენი კლასელი და თვითონ გამეცნონო.
წარმატებებს ვუსურვებ ყველა პირველკლასელს.


დედა: დაჯი ძნელაძე - ააიპ "ახალგაზრდული სახლი" - მეგობრობის ფონდის ხელმძღვანელი
შვილი: ირაკლი ჩიხლაძე


ბავშვობაში სულ ვოცნებობდი ბევრ შვილზე და შეიძლება ითქვას, რომ ეს ოცნება ავიხდინე. 5 შვილის დედა ვარ. მეხუთეს როცა ველოდებოდი, სწორედ მაშინ მეყოლა პირველი შვილიშვილი.
ბავშვები ძალიან მიყვარს, რადგან მათ დიდი ხალისი და ბედნიერება შემოაქვთ ჩვენს ყოველდღიურობაში. სამსახურშიც სულ ბავშვების გარემოცვაში ვარ. `ახალგაზრდული სახლი~ არის ადგილი, სადაც ზრუნვის სისტემიდან გამოსულ ახალგაზრდებს მათი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმასა და მომავლისკენ ჯანსაღ სწრაფვაში ვეხმარებით.
სწორედ ახლა დგება ეს მომენტი ირაკლის ცხოვრებაშიც. პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას დიდი წარმატებისკენ. ამბიციები დიდი აქვს და იმედი გვაქვს გაამართლებს. სკოლის შერჩევისას ბევრი ფაქტორი გავითვალისწინეთ და ამ ეტაპზე გერმანული ენისადმი ინტერესმა და საჯარო სკოლისთვის დამახასიათებელმა მრავალფეროვნებამ არჩევანი 21-ე საჯარო სკოლაზე გაგვაკეთებინა.


დედა: თეო ჯულუხაძე - პროგრამის კოორდინატორი
შვილი: ნენე გოგლიჩიძე


ბოლო რამდენიმე თვეა, ყოველი დილა იწყება ნენეს ფრაზებით:
- თეო, ჯერ წერა-კითხვა, ინგლისური და გერმანული რომ არ ვიცი რა ვქნა? - როცა ვპასუხობ, რომ სკოლაში სწორედ იმისთვის მიდის, რომ ისწავლოს, მერე იმაზე იწყებს ნერვიულობას, რომ ნასწავლი დაავიწყდება.
წელს პოზიტიური ემოციებით დატვირთული წელი გვაქვს. ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებაში ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ჩემი უფროსი ბიჭი ტურინის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. პატარა ნენეც გაიზარდა და უკვე პირველ კლასში მიდის. ნენე ჩემი მესამე შვილია, მაგრამ ისევ ისე ვნერვიულობ და განვიცდი მის სკოლაში წასვლას, როგორც უფროსი შვილების დროს.
ნენესთვის სკოლის შერჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. უკვე 7 წელია გერმანულ საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობ და ყოველდღიურად ვრწმუნდები რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლების მიცემა შვილებისთვის. გურამ რამიშვილის სახელობის მე-20 საჯარო სკოლა, გერმანული ენის სწავლების კუთხით, ერთ-ერთი საუკეთესოა და ვფიქრობ, კარგი საფუძველი ნენესთვის, რომელსაც უნდა, მომავალში უმაღლესი განათლება სწორედ გერმანიაში მიიღოს.
ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე ვიცი, რომ წინ დატვირთული და გამოწვევებით სავსე წელი გველოდება. მაგრამ, ამავდროულად, საინტერესოც. ბედნიერებაა ხედავდე როგორ შეიცნობენ შენი შვილები სამყაროს, როგორ იზრდება მათი ცნობიერება და მე, როგორც მშობელს, რა დიდი პასუხისმგებლობა მაქვს მათ წინაშე.

დედა: ნატა გოგოლაძე - "თბილისი მოლის" კომერციული დირექტორი
შვილი: თათა კვიჟინაძე


ზაფხული საქართველოში გავატარეთ, მოვიარეთ რამდენიმე მხარე. სამსახურიდან 2 კვირით გასულსაც კი, უამრავი საქმე მხვდება. ახალი ენერგიით და შემართებით ვბრუნდები ხოლმე, თითქოს ჩემთვისაც ახალი წელი იწყება. სექტემბრიდან ახალი წლის დაგეგმვას ვიწყებთ, რომ როგორც ყოველთვის, წელსაც განსაკუთრებულად და მრავალი სიურპრიზით სავსე დავხვდეთ მომხმარებელს.
ალბათ წარმოგიდგენიათ სასკოლო წლის დაწყება როგორია 5 ბავშვიან ოჯახში. უამრავი თეთრი მაისური, ლურჯი შარვალი და ახლა უკვე, 2 ლამაზი კაბა გვჭირდება. ყველა ელოდება ამ დღეს, მაგრამ წელს ერთი გოგო განსაკუთრებით აღფრთოვანებულია. ის პირველ კლასში შეაბიჯებს! სკოლის შერჩევაზე ბევრი არ გვიფიქრია, უფროსი ძმები "იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელში" სწავლობენ, კიკეთში და გოგოებიც დაუფიქრებლად მანდ მივიყვანეთ. ვთვლი, რომ სწორი ფასეულობებით ზრდიან ბავშვებს, აჩვევენ შრომას, მეგობრობას, ოჯახის სიყვარულს. საბოლოო ჯამში, სურვილი მაქვს კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. დანარჩენი მათი ადაპტაციის უნარზეა დამოკიდებული.
წარმატება მინდა ვუსურვო ყველა მოსწავლეს ახალ სასწავლო წელს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც სკოლაში პირველად მიდის. დაე თქვენს თვალებში სულ ენთოს ბედნიერების და ახლის შემეცნების ის შუქი, რომელიც ამ დღეს მუდამ თან სდევს!

დედა: დარია ერისთავი - მოდელი, ფოტოგრაფი
შვილი: ლიზა ერისთავი




დავიბადე თბილისში. 17 წლის ასაკიდან, სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად, გავემგზავრე პარიზში. საზღვარგარეთ თითქმის თერთმეტი წელი ვიცხოვრე და მსოფლიოს ბევრ ქალაქში ვიმოგზაურე. ვმუშაობდი მოდის სფეროში. პარალელურად, გამიტაცა ფოტოგრაფიამ. ვფიქრობ გამიმართლა. ვიმუშავე ისეთ ცნობილ დიზაინერებთან, როგორებიც არიან: Alexander McQueen, YSL (Stefano Pilati), Sonya Rickel, Karl Lagerfeld, Leonard, Plen Sud, John Galliano, Balmain (Christophe Lebourg ), Givenchy (Riccardo Tisci), Jean Paul Gaultier და სხვები.
ფოტოხელოვნებას დავეუფლე პარიზში, შპეოს სცჰოოლ-ში, ფოტოგადაღება ყოველთვის მიყვარდა და ამ სკოლაში სწავლის პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პრაქტიკის თვალსაზრისით.
28 წლის ასაკში დავბრუნდი საქართველოში და შევქმენი ოჯახი. დღეს ჩვენ უკვე გვყავს ორი ძალიან საყვარელი გოგონა. უმცროსი, ლიზა წელს პირველ კლასში მიდის იმავე სკოლაში, სადაც მისი უფროსი და სწავლობს. ძალიან მომწონს ეს სკოლა და იმედი მაქვს, ლიზასაც მოეწონება. სექტემბრიდან, ასევე, ვგეგმავთ სიარულს ცურვაზე და სიმღერაზე.
რაც შეეხება ჩემს გეგმებს, აქტიურად ვმუშაობ ქართული მოდის ჟურნალთან, სამოდელო სააგენტოებთან, დავდივარ სხვადასხვა ტიპის ფოტოგადაღებაზე. დატვირთული გრაფიკი მაქვს. ჩემი ნამუშევრები შეგიძლიათ დაათვალიეროთ Instagram გვერდზე: @photographydariaeristavi. რა თქმა უნდა, ბევრ ფოტოს ვუღებ შვილებს, რადგან ისინი ყოველთვის ჩემ გვერდით არიან.


დედა: ლიკა ქინქლაძე - იურისტი
შვილი: კატო ნინიძე


გერმანული ცხოვრების წესზე ყველას სხვადასხვა წარმოდგენა აქვს. მე ჩემი შეხედულება გერმანიაში მრავალწლიანი ცხოვრების საფუძველზე ჩამომიყალიბდა. ბავშვობიდანვე საფუძველი ეყრება მთავარ ადამიანურ ღირებულებებს: ადამიანის ღირსების პატივისცემას, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას. ბავშვი იზრდება ლაღ გარემოში, სადაც მნიშვნელობა არა აქვს ოჯახის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას.
საქართველოში მსგავსი პირობები, მიმაჩნია, რომ არის "გერმანულ საერთაშორისო სკოლა/ბაღში", რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ გადავწყვიტე კატო ჯერ ბაღში შემეყვანა და შემდეგ სკოლაში.
გერმანიაში სწავლის დროს შეძენილი გამოცდილება დამეხმარა დამოუკიდებლად ამეწყო საქმიანობა, რომელიც ჩემს ცხოვრებას საინტერესოს ხდის.
კატოსაც ვუსურვებ მომავალში ლაღად და თავისი გადაწყვეტილებებით შეძლოს ცხოვრების გზის არჩევა. მე მხოლოდ გვერდით დავუდგები.
ტექსტი: მარიკა ხოფერია
ფოტო: ლიზა გაბუნია
გადაღების ადგილი : "ლადურე"
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თუ ერთხელ მაინც გქონიათ
შეხება სასტუმრო საქმესთან საქართველოში, თქვენ მას იცნობთ. თუ არ
იცნობთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ ამ სფეროს შესახებ თითქმის
არაფერი იცით.
თუ ერთხელ მაინც გქონიათ შეხება სასტუმრო საქმესთან საქართველოში, თქვენ მას იცნობთ. თუ არ იცნობთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ ამ სფეროს შესახებ თითქმის არაფერი იცით.
10:30 / 15.11.2019
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს
მივაკითხეთ.
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს მივაკითხეთ.
14:11 / 14.11.2019
რა არის
AICAR
რა არის AICAR
11:20 / 14.11.2019
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა
ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის
თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში
გაიმართა.
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში გაიმართა.
14:31 / 13.11.2019
ექიმად მუშაობის პირველი
გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს
ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ,
გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო
ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია
სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები
ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება
უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის
ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის
განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის
ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და
მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის
და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
ექიმად მუშაობის პირველი გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
13:14 / 13.11.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
შემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
ადამიანი ორკესტრი
თუ ერთხელ მაინც გქონიათ შეხება სასტუმრო საქმესთან საქართველოში, თქვენ მას იცნობთ. თუ არ იცნობთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ ამ სფეროს შესახებ თითქმის არაფერი იცით.
10:30 / 15.11.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2779
TRY
TRY
1
0.5169
USD
USD
1
2.9723
ამინდი
ბორჯომი 1 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი -1 °C
img
გამოწერა