City News
BACK TO WORK
ალბათ, არავინ დავობს, რომ შვებულების ბოლო, წლის საუკეთესო პერიოდი არ არის. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შვებულების და ზაფხულის დასასრული ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა, არც იმაზე ღირს ზედმეტი დავა, რომ სექტემბრის დასაწყისსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს მთელი წლის კალენდარში. სწორედ ამ დროს იბადება ახალი იდეები, სურვილები, ჩნდება ახალი წინადადებები და იგეგმება მომდევნო შვებულებაც კი.


საქმიანი ადამიანები გარდერობსაც ანახლებენ და თავიანთი ჩაცმის სტილში სიახლეები შეაქვთ. "სითი", კომპანია ICR-თან ერთად, ოთხი წარმატებული ადამიანის ფოტოსესიას წარმოგიდგენთ. მათი ყოველდღიური ჩაცმულობა ყურადღების მიღმა არასდროს რჩება, ვინაიდან ოთხივეს საქმიანობა მოდას უკავშირდება. შესაბამისად, მათი საქმიანი "ლუქიც" ყველასგან განსხვავებული უნდა იყოს და ყველას დაამახსოვრდეს. საკუთარ გამოცდილებას ისინი "სითის" მკითხველს უზიარებენ.

ნუკა ჭაბუკიანი

კომპანია ANOUKI-ს გენერალური მენეჯერი

საქმიანი სტილის გაგება დღეს უკვე შეიცვალა და გავიდა დაწესებული ჩარჩოებიდან. ის უფრო მეტად გახდა დამოკიდებული იმ სფეროზე, რომელშიც მუშაობ. საქმიანი სტილი ძალიან ინდივიდუალურია და ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს პირველ შთაბეჭდილებაზე.
ჩემი საქმიანი სტილი მრავალფეროვანი და თავისუფალია. ჩემი ორივე "ლუქი", რომელიც "სითის" გადაღებისთვის შევარჩიე, Day-to-Night Look-ია, რომლითაც სამსახურის შემდეგ შემიძლია წავიდე ნებისმიერ ადგილას. შევახამე ჩემი საყვარელი ნივთები — თეთრი, კლასიკური აბრეშუმის ბლუზა ყელზე კლასიკური ბაფთით, შავი პიჯაკი და ტყავის, კოჭზე გადაჭრილი შარვალი, რომელსაც შევურჩიე Shoes Gallery-ს დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი თვლიანი ბალთით. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი შეხამებაა პლისე ქვედაბოლო და დიდი ზომის პიჯაკი, რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთი წამყვანი ტრენდია. ამიტომ, კუბოკრული პლისე ქვედაბოლო და ცისფერი, კაცის თარგის პიჯაკი შევუხამე ყავისფერ, დაბალქუსლიან Geox-ის ლოფერებს.





ბექა გვიშიანი

კრეატიული სააგენტო Arial Bold-ის დამფუძნებელი, კომპანია ANOUKI-ს პიარმენეჯერი




საქმიანი სტილი უნდა იყოს სიტუაციის და საქმის შესაბამისი. გამიმართლა, რომ იმ სფეროში ვმუშაობ, სადაც ჩაცმის კუთხით შეზღუდვები არ მაქვს. საკუთარი, ინდივიდუალური სტილის წარმოჩენა ამ სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღეს საქმიანი სტილი თავისუფლდება ფორმალობებისგან. თუმცა, პიჯაკის და შარვლის კომბინაცია ყველგან აქტუალურია და მოდა არ აქვს.
პირველ შემთხვევაში, შორტი ფორმლური პიჯაკითა და Shoes Gallery-ს კლასიკური ფეხსაცმლით დავაბალანსე, მეორე შემთხვევაში კი, პირიქით - კლასიკურ შარვალსა და როლინგს Geox-ის სპორტული ფეხსაცმელი შევუხამე.





ანუკა მჭედლიშვილი

კომპანია LIYA-ს გენერალური მენეჯერი




საქმიანი სტილის კონკრეტული მიმართულებები და მაგალითები უკვე არსებობს თანამედროვე პრაქტიკაში, მაგრამ ჩვენს სფეროში არ არსებობს მკაცრი, კორპორაციული, საქმიანი სტილი, რადგან ჩვენ მოდის სფეროს ვემსახურებით, რომელიც თავისთავად შემოქმედებითია. რთულია ასეთ სფეროში მომუშავე ადამიანებს დრესკოდი დაუწესო. საქმიანი სტილი თანდათან უფრო მარტივდება და "დემოკრატიული" ხდება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენმა ჩაცმულობამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს იმაშიც კი, თუ როგორ აღგვიქვამენ თანამშრომელები სამსახურში. ამიტომ ვთვლი, რომ ლამაზად და სადად ჩაცმა საქმიან და პროფესიონალურ იმიჯს შეგიქმნით. `სითის~ ფოტოსესიისთვის LIYA-ს უახლეს კოლექციას Ecco-ს და Shoes Gallery-ს ფეხსაცმელი შევუხამე და ე.წ. "სმარტ ქეჟუალ" სტილი შევქმენი.





ნუცა გეგეჭკორი

გრაფიკული დიზაინერი




ჩემი საქმიანი სტილი ჩემს კომფორტზე და გემოვნებაზეა მორგებული. ყოველდღე ვარჩევ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ჩემს განწყობას და დღის გეგმებს შეეფერება. მიყვარს კლასიკურის და სპორტულის შეხამება. გამიმართლა, რომ მაქვს ისეთი სამსახური, სადაც შემიძლია ჩავიცვა ის, რაც მომწონს.
ჩემი ორივე "ლუქი" ჩემს ხასიათს კარგად გამოხატავს. გამომდინარე იქიდან, რომ უპირატესობას დაბალძირიან ფეხსაცმელს ვანიჭებ, პირველი "ლუქისთვის" Shoes Gallery-ს პრინტიანი "ბალერინები" ავარჩიე, რომელიც ჯინსებს და ვარდისფერ პიჯაკს იდეალურად უხდება. საქმიანიც არის, კომფორტულიც და ყოველდღიურიც.
მეორე "ლუქი" უფრო საშემოდგომოა. ძალიან მიყვარს ლაბადა. შემოდგომა ჩემთვის ამ მოსაცმელთან ასოცირდება, ამიტომ, მას შესაბამისი შარვალი და
Geox-ის ხაკისფერი ლოფერები შევუხამე.



ტექსტი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა