City Story
ევროპელი ონკოლოგის ქართული გეგმები
პროფესორ ბრანისლავ ერემიჩს, საქართველოში ჩამოსვლის მთავარ მიზეზს თუ ჰკითხავთ, მოკლედ გიპასუხებთ, რომ ეს საკუთარი გამოცდილების გაზიარებაა. მისი და საქართველოს გზები ჯერ კიდევ 2004 წელს გადაიკვეთა, როცა ის ვენაში, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში (IAEA) მუშაობდა.

მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც იყო. დღეს უკვე 30 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ონკოლოგი, რომელსაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უმუშავია, საკუთარ ცხოვრებას საქართველოს უკავშირებს. თუმცა ეს კავშირი ამჯერად უფრო მჭიდროა, უფრო დიდ გეგმებს ისახვს მიზნად. ბრანისლავ ერემიჩი საქართველოში "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის" გუნდს შეუერთდა და ონკოლოგიური განყოფილების სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი გახდა.

- საქართველოსთან ჩემი ურთიერთობა 2004 წლიდან დაიწყო. მაშინ პასუხისმგებელი ვიყავი საქართველოში ახალი ტექნოლოგიების ჩამოტანაზე. ახლა კი, რამდენიმე თვის წინ, გიორგი დიასამიძისგან - "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის" ხელმძღვანელისგან, მივიღე წინადადება, რომ ჩამოვსულიყავი საქართველოში და ჩემი ცოდნა და გამოცდილება აქაური კოლეგებისთვის გამეზიარებინა. მითუმეტეს, ამ კლინიკას ძალიან დიდი ისტორია აქვს. პროფესიული ღირებულებები აქ უკვე არსებობდა, მაგრამ კიდევ უფრო გასამყარებლად და გასაძლიერებლად ამ გუნდის წევრი გავხდი. ერთად დიდი გეგმები გვაქვს.




რა არის მთავარი მიზანი, რაც ამ გუნდთან ერთად გაქვთ?

- "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი" ნამდვილად არის საუკეთესო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. მას აქვს არაჩვეულებრივი სინთეზი - შენობა, ტექნიკური აღჭურვა, გუნდი, რომელიც თავის ცხოვრებას უძღვნის კლინიკურ მედიცინას. განათლებული ახალგაზრდები, გამოცდილები. მიხარია, რომ ჩვენ გვაქვს ერთნაირი ხედვა. კარგად ვიაზრებ საერთო მიზანს, რაც გულისხმობს საუკეთესო დიაგნოსტირებას, მკურნალობის საუკეთესო გეგმასა და შედეგს ონკოპაციენტებისთვის როგორც საქართველოდან, ისე მთელი მსოფლიოდან.

ახალგაზრდა თაობა ახსენეთ, როგორ შეხვდით მათ, რა გაუზიარეთ ერთმანეთს?

მთავარი მაინც არის საერთო ღირებულებები და სურვილი, რომ გავაგრძელოთ განვითარება. გაცნობიერებული გვაქვს, რომ მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება. ამიტომ, უნდა ვიკითხოთ, ვიაროთ კონგრესებზე, გამოვაქვეყნოთ სტატიები, ჩავატაროთ კვლევები და ასე შემდეგ. ვცდილობთ გავყვეთ მსოფლიო მედიცინის სტანდარტებს და შევთავაზოთ ის პაციენტებს. განსხვავება არის გამოცდილებაში. ასაკიდან გამომდინარე, ბევრ ქვეყანაში მიმუშავია. დღეს მინდა ახალგაზრდებს გავუზიარო გამოცდილება, რათა ისინი უფრო წარმატებულები იყვნენ. 





როგორია თქვენი მუშაობის პრინციპი?

- მთავარი, რაც ამ ცენტრს საუკეთესოს ხდის, არის გუნდური მუშაობის პრინციპი და მულტიდისციპლინარული მიდგომა. ძალიან ბევრი დეპარტამენტი არსებობს "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში". ყველა მათგანის ჩართულობით, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად იმართება. თუ ერთ კონრეტულ შემთხვევაში მედიკამენტოზური მიდგომა გამართლებულია, მეორე შემთხვევაში რადიოთერაპიაა უმჯობესი ან ქირურგიული ჩარევა. გვაქვს ყოველდღიური ინტერაქცია, ყველა ერთად განვიხილავთ და ვსახავთ მკურნალობის საუკეთესო სქემას სასურველი შედეგის მისაღებად. არსებობს ასეთი მიდგომა - პერსონალური ზრუნვა, რომელიც ძალიან პოპულარული ტერმინია დღეს მსოფლიოში. ეს არის მიდგომა, რომელიც თითოეული პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე იძერწება. დიაგნოსტირების შემდეგ, ხდება რადიოთერაპიის და ქიმიოთერაპიის დოზების ოპტიმიზაცია. ერთი ტიპის მედიკამენტი ვერ იქნება ყველასთვის ეფექტური. ამიტომ, სწორედ ამ მიდგომით დეტალურად ვადგენთ მკურნალობის პაციენტზე მორგებულ სქემას.

რამდენად დიდია ტექნოლოგიების როლი სასურველი შედეგის მისაღწევად?

- 21-ე საუკუნეში ტექნოლოგია არის სასიცოცხლო მნიშვნელობის. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი" აღჭურვილია საუკეთესო აპარატურით. ამის შესახებ ვიდრე აქ ჩამოვიდოდი, მანამდეც ვიცოდი. ეს არის მსოფლიოში არსებული საუკეთესო დანადგარების ერთობლიობა. მაგალითად რომ ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო კლინიკა, იქაც ზუსტად იგივე ტექნოლოგიებით სარგებლობენ. დღეს მსოფლიოში არ არსებობს უფრო მეტად დახვეწილი აპარატურა.

რას ეტყვით პაციენტებს, რომლებსაც ონკოლოგიური დიაგნოზი აქვთ?

- ამ დიაგნოზს ახლავს დეპრესია, სტრესი. მინდა, ვუთხრა მათ - არ დაკარგონ დრო სტრესში, ის გარემო რაც აქ დახვდებათ, აუცილებლად დაეხმარებათ. "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში" არის ყველა მომსახურება, რაც მსოფლიოს წამყვან კლინიკებშია. ზუსტად იგივე აპარატურა, იგივე მედიკამენტები, გუნდს გამოცდილება მიღებული აქვს საზღვარგარეთ. როცა აქ ყველაფერია, რატომ უნდა წახვიდეთ სხვაგან, ეს ხომ დამატებითი სტრესია ასეთ დროს.





საუბრის ბოლოს, სამედიცინო თემას საქართველოზე საუბრით ვანაცვლებთ. ვხვდები, რომ ჩემი რესპონდენტი მოხიბლულია თბილისით, მის საყვარელ ადგილებზე მიყვება. მეც სხვადასხვა აფიშას და აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიას ვაცნობ.

- ვფიქრობ, რომ თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და ამას განაპირობებს ხალხი. სწორედ ისინი ქმნიან მას განსაკუთრებულს. მარტივია მათთან ურთიერთობა, მუდამ გიღიმიან, მზად არიან დასახმარებლად. ძალიან მომწონს ის ღირებულებები, რაც ქართულ ოჯახებში არსებობს. აქ მშვიდად ვარ. ვმუშაობ, მაგრამ თითქოს დასვენებული ვარ. ცალკე თემაა ქართული სამზარეულო და ღვინო. სიამოვნებას ვიღებ ქართველ ხალხთან ურთიერთობით. არ ვიცი ქართული, მაგრამ თითქოს მესმის ყველაფერი. ძალიან ბევრ ადამიანთან დავმეგობრდი და ვგრძნობ, რომ უკვე დაკავშირებული ვარ ამ ქვეყანასთან.

მისი შეფასება სასიამოვნოდ მოსასმენია.საქართველოზე შეყვარებულ სერბ ონკოლოგს წინ დიდი გეგმები აქვს. დარწმუნებული ვარ ყველა მათგანი შესრულდება. პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად, მას აქვს მთავარი - ჩვენი ქვეყნის სიყვარული, რაც დარწმუნებული ვარ, მიზნის მიღწევაში დაეხმარება. კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა საქართველოში!



ტექსტი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: LIG Studio



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020
ახალ სიცოცხლეზე დიდი ბედნიერება
რა უნდა იყოს დედამიწაზე. შვილის გაჩენით გამოწვეულ სიხარულს, ალბათ,
მართლა არაფერი შეედრება.
ახალ სიცოცხლეზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს დედამიწაზე. შვილის გაჩენით გამოწვეულ სიხარულს, ალბათ, მართლა არაფერი შეედრება.
10:22 / 13.01.2020
რა ჩავიცვათ ახალი წლის ღუნღულა და
ბრჭყვიალა დღეებში
რა ჩავიცვათ ახალი წლის ღუნღულა და ბრჭყვიალა დღეებში
14:01 / 11.01.2020
ბლოგს, ახლა უკვე ჩემი
ბლოგს, ახლა უკვე ჩემი "ვორლდკლასის", კაფეში ვწერ. ვწერ მათთვის, ვისაც ჯერ არ გაუმარჯვია სიზარმაცეზე და ვისაც მართლა გულით უნდა ეს #IAMWORLDCLASS , მაგრამ რა ქნას?!
13:54 / 11.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
უკან, მომავალში
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
მაკა მახარაძე - სარკევ, სარკევ...
გამოცემა "სითი", სასტუმრო და სპა სივრცე "ლიფერენთი" ყოველთვიურად ახალი, ძალიან საინტერესო რუბრიკით გაგანებივრებთ. აქ თქვენ წაიკითხავთ და ნახავთ ყველაფერს, რაც თავის მოვლას ეხება.
13:46 / 08.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2002
TRY
TRY
1
0.4900
USD
USD
1
2.8781
ამინდი
ბორჯომი -5 °C
img
სოხუმი 0 °C
img
ახალქალაქი -13 °C
img
გამოწერა