City News
ჩემი მასწავლებელი
... სიყვარულივითაა, გამართლებაზეა. ერთი ნახვით შეყვარებაც ახასიათებს, სამუდამო ერთგულებაც. სხვადასხვა ემოციით და გრძნობით არის გამოხატული სხვადასხვა ადამიანის მიმართ. იდეაში, ასაკიც არ აქვს ამ გრძნობას. რაც დრო გადის, მით უფრო ძვირფასია ის მოგონება და ის ადამიანი შენთვის.

თუ გაგიმართლათ და ცხოვრების ყველაზე მთავარი და, მოდით არ შეგვეშინდეს ამ სიტყვის, საყვარელი მასწავლებელი შეგხვდათ, თქვენ მართლაც გამორჩეულად ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით. აი, წარმოიდგინეთ, ამქვეყნად არსებობდა ან არსებობს ადამიანი, არა მშობელი, არა ოჯახის წევრი ან მეგობარი, რომელსაც უანგაროდ უყვარდით ან უყვარხართ და რომელმაც მოგცათ ყველაზე ძვირფასი: ცოდნა, გამოცდილება, რჩევა, სიყვარული და სამუდამო ადგილი მის გონებასა და მეხსიერებაში.

მე ის შედარებით გვიან გავიცანი და ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება. ქართულს გვასწავლიდა. ცხადად და მკაფიოდ ნელი მასწავლებელი ჩემს მეხსიერებაში სადღაც, მეშვიდე-მერვე კლასიდან ჩნდება. ის არ იყო მხიარული, საყვარელი და მომცინარი ახალგაზრდა გოგო. ის იყო საკმაოდ ასაკოვანი, ოდნავ ფუმფულა და ძალიან მკაცრი. მგონი არც კი იცინოდა, შეიძლება ერთი-ორჯერ, უკვე მოგვიანებით, ისიც ჩემს რაღაც "ფილოლოგიურ" ხუმრობებზე. ძველი ყაიდის მასწავლებელი გახლდათ ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. საშინლად მეშინოდა მისი, მიუხედავად იმისა, რომ არც ყურის აწევა იცოდა და არც ხმის. გული აწუხებდა და შენიშვნასაც მაგიდაზე ხელდაყრდნობილი, ოდნავი ქოშინით, დაბალ ხმაზე იძლეოდა.

როდის გადავიკვეთეთ ზუსტად არ მახსოვს, მგონი მიხეილ ჯავახიშვილზე. ყველაფერს, რასაც ჯავახიშვილი ეწერა კი არ ვკითხულობდი, ვყლაპავდი და საშინლად ვბაძავდი წერის სტილით, დიალოგებით, იუმორით. ნელი მასწავლებელი შორიდან მაკვირდებოდა. ჯერ ერთი კითხვა დავსვი, მერე მეორე და წავიდა და აღარ გაჩერებულა. სრულ თავისუფლებას და სტიმულს მაძლევდა.

- გინდა, თავისუფალი თემა დაწერე სასკოლო პროგრამაზე?
- დიახ
- მიდი აბა, დაწერე!
- დარჩები, ვილაპარაკოთ?
- დავრჩები
- დარჩი

მერე ნელ-ნელა და ფრთხილად ამიხსნა, რომ "გადმოკოპირებული" სტილი წერისა დანაშაული კი არ არის, მაგრამ მაინც რაღაც უხერხულია. "მოდი, აბა სხვაგვარად სცადე." "გრამატიკა კარგად გამოგდის, მაგრამ მოდი, უფრო შეუშვი შენში, შეიყვარე და ეთამაშე." რაღაც ფენომენალური ქალი იყო: მშვიდი, დაბალი ხმით პატარ-პატარა ბიძგებს რომ მაძლევდა.

მას ნელი ფილაური ერქვა. მისი სახელი და გვარი თქვენ დღეს ვერაფერს გეტყვით. არც ორდენოსანი ყოფილა და არც ე.წ. ცნობადი სახე მასწავლებელთა არმიიდან. მალევე გარდაიცვალა, მგონი მერვე კლასში ვიყავი. მახსოვს, წყნარად და მშვიდად ვიდექი მის ოთახში ასი პროცენტით დარწმუნებული, რომ ჩემი მომავალი ფილოლოგია იქნებოდა.

იწყება სკოლა. ზოგი პირველად მიდის, ზოგიც-მესამედ და ზოგი სულაც, ბოლოჯერ. ეს საყოველთაო მილოცვები, ფეისბუქ თუ ინსტაგრამ გულები ეკუთვნით მათ, პირველკლასელებს, მათ სასაცილო ფოტოებს, ზოგადად, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. არ ვიცი მე მეჩვენება თუ ასეა, მაგრამ ყველაზე მეტად ასეთ დღეებს მასწავლებლებისადმი მიძღვნილი მისალოცი სიტყვები აკლია.

სექტემბრის ამ სარედქტოროს მე ჩვენს საყვარელ მასწავლებლებს ვუძღვნი და იმედს გამოვთქვამ, რომ თითოეულ თქვენგანს ჰყავს თავისი ერთადერთი და განუმეორებელი.

მოდით, რა გავაკეთოთ, იცით? ამ წერილის ქვემოთ თითოეულმა თქვენგანმა დაწეროს მისი საყვარელი მასწავლებლის სახელი და გვარი. ვიწყებ მე:

ეკა ხოფერია, ჩემი საყვარელი მასწავლებელი: ნელი ფილაური. ქართული ენა და ლიტერატურა.

ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: სოფო პაპიაშვილი



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
5 წლის წინ მისი დაბადება
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
5 წლის წინ მისი დაბადება
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ახალი ეტაპი ცხოვრებაში ზოგჯერ
მოულოდნელად, ზოგჯერ კი დაგეგმილად იწყება. პირველი თითქოს უფრო
მარტივია რადგან არ ელი და მოულოდნელად გიწევს სიახლეებთან შეჯახება.
მეორე ბევრად რთულია - გიწევს უკვე შექმნილი კომფორტის ზონის დატოვება
და ახალი გამოწვევების დასახვა. ნინო ბერიძემ უფრო რთული ეტაპი
აირჩია. კლინიკის დაარსებიდან ცხრა წლის შემდეგ, შექმნა სრულიად
განსხვავებული კონცეფციის ორი ახალი კლინიკა - ბავშვთა სტომატოლოგიური
და ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორთოდონტიული ცენტრი.
ახალი ეტაპი ცხოვრებაში ზოგჯერ მოულოდნელად, ზოგჯერ კი დაგეგმილად იწყება. პირველი თითქოს უფრო მარტივია რადგან არ ელი და მოულოდნელად გიწევს სიახლეებთან შეჯახება. მეორე ბევრად რთულია - გიწევს უკვე შექმნილი კომფორტის ზონის დატოვება და ახალი გამოწვევების დასახვა. ნინო ბერიძემ უფრო რთული ეტაპი აირჩია. კლინიკის დაარსებიდან ცხრა წლის შემდეგ, შექმნა სრულიად განსხვავებული კონცეფციის ორი ახალი კლინიკა - ბავშვთა სტომატოლოგიური და ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორთოდონტიული ცენტრი.
15:42 / 26.09.2019
დათუნა ალადაშვილი, პიანისტი,
ტელეწამყვანი
დათუნა ალადაშვილი, პიანისტი, ტელეწამყვანი
11:24 / 26.09.2019
მალე ქართულ-ამერიკული
რეპროდუქციული კლინიკა
მალე ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტი" ახალ შენობაში გადავა, ცინცაძის #23-ში. "სითის" წინა ნომერში "რეპროარტის" დამფუძნებლებზე, ლიკა ჭყონიასა და ნინო ოკუჯავაზე გიამბეთ. ამ სტატიას მოჰყვა ბევრი კითხვა, უფრო სამედიცინო მიმართულების. აინტერესებთ რა არის კლინიკის ძირითადი საქმიანობა და რა გამორჩევს მას მსოფლიოს სხვა მსგავსი კლინიკებისან. იყო კითხვები თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა ამ კლინიკას, როგორია მკურნალობის პროცესი და ა.შ ამიტომ, ჩვენ "რეპროარტს" ისევ ვესტუმრეთ. თქვენს კითხვებს ქალბატონი ლიკა პასუხობს.
14:57 / 25.09.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
CITY X WHITE STUDIO - FALL OR WHITE
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2778
TRY
TRY
1
0.5055
USD
USD
1
2.9701
ამინდი
ბორჯომი 7 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
გამოწერა