City News
ჩემი ოფისი
მარიამ ტყაბლაძე, ICR-ის ავეჯის მიმართულების მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

როცა ცხოვრების ნახევარზე მეტს სამსახურში ვატარებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამუშაო სივრცე ისეთივე მყუდრო და კომფორტული იყოს, როგორიც ჩვენი სახლია. ყველანი ვცდილობთ ინტერიერი ისე მოვაწყოთ, რომ ჩვენს გემოვნებას იდეალურად მოერგოს, იყოს კომფორტული, მყუდრო და სასიამოვნო. სხვათა შორის, მრავალი კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ სამუშაო სივრცე ძალიან დიდ გავლენას ახდენს დასაქმებულის მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე.

საერთაშორისო კორპორაცია ICR-ის ავეჯის მიმართულება ბაზარზე, წლების განმავლობაში, წარმოდგენილი იყო ბრენდით - "ლაბორატორია ჩემი სახლი", რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც სახლისთვის განკუთვნილ, ასევე ინდუსტრიულ და საოფისე ავეჯსა და აქსესუარებს. მრავალწლიანმა გამოცდილებამ და თანამედროვე ტენდენციებმა გვიჩვენა, რომ ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა მოთხოვნა საოფისე ავეჯზე და მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ითხოვენ მრავალფეროვან არჩევანს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ "ლაბორატორია ჩემი სახლის" ქუდის ქვეშ შეგვექმნა საოფისე ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი "ჩემი ოფისი".

"ჩემი ოფისი" საერთაშორისო კორპორაცია ICR-ის ავეჯის მიმართულების ახალი პროექტია, რომლის პირველი მაღაზია-შოურუმი "ლაბორატორია ჩემი სახლის" შენობაში გაიხსნა. აქ შესაძლებელია ნებისმიერი სტილის, მასალის და საფასო კატეგორიის ავეჯის შერჩევა თქვენი ოფისის ყველა სივრცისთვის. რაც იმის გარანტიაა, რომ ადგილზე მოსული მომხმარებელი აუცილებლად შეძლებს სასურველი ავეჯის შერჩევას. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სასურველი ნივთი რაიმე კრიტერიუმით არ შეესაბამება მომხმარებლის მოთხოვნებს, "ჩემი ოფისი" გაძლევთ საშუალებას შეუკვეთოთ ნებისმიერი მოდელი სასურველ ზომებში, ფერში და რაოდენობაში.





შოურუმში წარმოდგენილია მრავალფეროვანი კოლექცია ოფისის ნებისმიერი სივრცის მოსაწყობად:

სამუშაო მაგიდები და სავარძლები;
საკონფერენციო და შეხვედრების ოთახისთვის განკუთვნილი მაგიდები და სკამები;
სპეციალურად საოფისე სივრცეებისთვის შექმნილი რბილი ავეჯი;
სივრცის გამყოფი ტიხრები, კედლის თაროები და სხვადასხვა აქსესუარი;


ჩემი სამუშაო სივრცე

ოფისი ის სივრცეა, სადაც ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს ვატარებ. ამასთანავე, ის რასაც ამ სივრცეში ვაკეთებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვცდილობ სამუშაო პროცესი სასიამოვნო და კომფორტული გავხადო და არასდროს შემექმნას დისკომფორტი მუშაობისას გარემო ფაქტორების გამო. სწორედ ამიტომ, ჩემი სამუშაო სივრცე მაქსიმალურად მორგებულია ჩემზე.

უპირატესობას ვანიჭებ თანამედროვე, მინიმალისტური სტილის ავეჯს, რომელიც ტევადია და ხელს არ მიშლის სხვადასხვა სამუშაო აქსესუარი ერთდროულად განვათავსო მაგიდაზე. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სავარძელს რომელიც, კომფორტთან ერთად, ჩვენს ჯანმრთელობაზეც უნდა "ზრუნავდეს". არ იქნება გასაკვირი თუ აღვნიშნავ, რომ ჩემი სამუშაო მაგიდა და სავარძელი სწორედ "ჩემი ოფისის" შოურუმიდანაა შერჩეული.


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: LIG Studio


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა