City Story
Khatia In The City
საშემოდგომო გარდერობის 7 აქცენტი

სექტემბერი ის დროა, როცა ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. თავში უამრავი იდეა ტრიალებს. მოულოდნელად ჩნდება ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები. სწორედ ამ უეცრად გამოჩენილი შესაძლებლობის შედეგია ჩემი პირველი ბლოგი, რომელსაც ახლა კითხულობთ.

მე ვარ ხატია, "სითის" გუნდის ახალი წევრი. ჩემი მიზანია გაგიზიაროთ სიახლეები და საინტერესო ინფორმაცია მოდაზე, თავის მოვლაზე, თქვენი პატარებისთვის აუცილებელ პროდუქტებზე და, პრინციპში, ყველაფერზე, რაც დღეს ჩვენ გვაინტერესებს.
საიდან ასეთი ამბიცია? ამბიცია არა, უფრო სურვილი, მიზანი და გამოცდილება. წლებია Fashion Retail-ის მიმართულებით ვმუშაობ და ჯეი ლოს ცნობილი გმირისა არ იყოს, ამ სფეროს "იქითა" მხრიდანაც კარგად ვიცნობ. აქტიურად ვეცნობი მოდის ტენდენციებს და ვიცი რა სჭირდება მომხმარებელს. ზოგი კომფორტს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი დროის მოთხოვნებს და ზოგიც ორივეს ერთად. ამასთანავე, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება საბავშვო მოდის მიმართულებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბითაც ახლა ვითარდება. აქ ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელსაც ერთად მოვუყრი თავს.

შვებულებიდან დაბრუნებული, გარდერობთან რომ აღმოვჩნდი, მარტო ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში - ნეტავ აქამდე რა მეცვა ოფისში? ამ ეიფორიიდან გამოსულს, მთელი გარდერობი უკვე გადაწყობილი მქონდა. ფერადი და სიფრიფანა კაბები უკან გადავკიდე, "შემოდგომურ-სამსახურული" სამოსი კი, წინა ფლანგზე გადმოვწიე. თურმე მქონია რაღაცები!

ძველი, ვინტაჟური ტანსაცმელი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან, რა თქმა უნდა, დავიტოვე. შემდეგ მაღაზიები მოვიარე და აი, რა გამოვიდა:

თანამედროვე პრინცესები

2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებებზე ისევ შეგვხვდა ყვავილებიანი, მაქმანებიანი კოლექცია და სამოსი `პრინცესული~ შტრიხებით. თუმცა, ძლიერი ქალის როლს ვერცერთი დიზაინერი ვეღარ გაექცევა. ამიტომ, ეს ყველაფერი ტყავის შავ ქურთუკებთან და "ოვერსაიზ" ფართომხრებიან პიჯაკებთან შეახამეს. მოდის კრიტიკოსებმა ამ მიმდინარეობას იდეალური სახელი შეურჩიეს - „Pretty But Not”.

კიდევ ერთი რამ მამაკაცის გარდერობიდან

კაცებს ტანსაცმელი ჩვენ უკვე დიდი ხანია "მოვპარეთ". მოვპარეთ და წარმატებით ვაქციეთ ჩვენი გარდერობის საბაზისო ნივთებად. კლასიკური კოსტიუმი წელსაც შეუცვლელ სამოსად რჩება ჩვენს გარდერობში. Tibi, Marni, Prada, Max-Mara ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც საუკეთესო ვერსიები შემოგვთავაზეს.




ვესტერნული სტილი

Cowboy Boots
შემოდგომა/ზამთრის გარდერობის შეუცვლელი ნაწილია. თუმცა, მის შეძენამდე აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ერთი რამ - თქვენში უნდა ცხოვრობდეს ძლიერი "ვესტერნგოგონა", რომელიც ისე ბუნებრივად ატარებს ამ ფეხსაცმელს თბილისის ქუჩებში, როგორც ნამდვილი მაჩოები რანჩოზე.

ბეჟი, შავი და გრადაცია მათ შორის

ბეჟი პირველობას ამ სეზონზეც არ თმობს. შავი კი, მუდამ იქნება შავი! 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებებზე გამოჩნდა მათ შორის გარდამავალი ფერებიც: ყავისფერი, მუქი ე.წ. ბისკვიტისფერი. მსგავსი ტონალობის სამოსი აუცილებლად შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურობაში. ეს ისეთი ფერებია, რომელიც განსაკუთრებით უხდება შემოდგომას, ჩვენს კანზე შერჩენილ რუჯს და ოფისს.

განსხვავებული ფორმის ჯინსი

თუ, უბრალოდ, ეცნობით მოდის ტენდენციებს ან ინსტაგრამზე ხშირად ადევნებთ თვალს ბლოგერებს, შეამჩნევდით, რომ Skinny ჯინსების ადგილი თქვენს გარდერობში აღარ არის. მათი ადგილი ახლა მაღალწელიანმა, ფართო ან ე.წ. wide-leg და სწორტოტებიანმა ჯინსებმა უნდა დაიკავოს.




მაღალძირიანი და უხეში ფორმის ბოტასები

მაშინ, როცა 2017 წლის შემოგომა/ზამთრის სეზონზე "ბალენსიაგამ" თავისი სუპერპოპულარული ბოტასები ჩაუშვა გაყიდვაში, იყო მოსაზრებები, რომ ძალიან ცოტა თუ გაბედავდა მის ტარებას. რეალობამ სხვაგვარი ტენდენცია გვიჩვენა და წამყვანმა დიზაინერებმაც არ დააყოვნეს. ეს სტილი 2019 წელსაც აქტუალური დარჩა. ასე რომ, ერთი მაღალძირიანი ბოტასი ყველა ოჯახში!

Quilted Bag ("რელიეფური ჩანთა")

"პრადადან" და "გუჩიდან" დაწყებული "ივ სან ლორანით" დამთავრებული, არცერთმა დიზაინერმა არ აუარა გვერდი რელიეფურ ჩანთებს. ეს ნამდვილი ხელოვნებაა. თანამედროვე და ძველი სტილის შერწყმის იდეალური მაგალითი, რომელიც კლასიკათა შორის კლასიკაა და წელსაც აქტუალურია. ვფიქრობ, "სითის" მკითხველთა ნაწილის გარდერობში, ეს ჩანთები საპატიო ადგილს უკვე იკავებს. ვისაც ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ, საინტერესო ვარიაციების ნახვა შეიძლება დემოკრატიული ფასის მქონე ბრენდებშიც.



ტექსტი: ხატია ჩახვაშვილი
ფოტო: თიკო ჭიღლაძე
ვარცხნილობა/მაკიაჟი: G.BAR



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა