City News
შემოდგომის მზე
Delfy



ეკატერინე ჩანჩიბაძე, ვიზაჟისტი

ელენე, მანიკა და სალომე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟები არიან - ქერა, წითური და შავგვრემანი. სახე, სამივე შემთხვევაში, ერთნაირად არის დამუშავებული - მსუბუქი ტონალურით. მათი მაკიაჟის მთავარი დეტალი ჰაილაითერებია. Delfy-ს პალიტრაში სამივე ტიპაჟისთვის შესაფერისი ფერებია, რომლებიც თვალებსა და ყვრიმალებზე გამოვიყენეთ. ამ სტილის მაკიაჟი დღესდღეობით ყველაზე მოდურად ითვლება - მსუბუქი, ბუნებრივი და ამავდროულად, ბრჭყვიალა და ეფექტური.


სალომე კასრაძე, ბლოგერი

Delfy-ს ოქროსფერი, ზეთოვანი შიმერი იდეალური პროდუქტია რუჯის შემდგომ. ზღვის აქტიური სეზონი უკვე გავიდა, მაგრამ გვინდა ჩვენს კანს ისეთი ელფერი ჰქონდეს, თითქოს მზემ ეს-ესაა დახედა. თხევადი ტექსტურა, რომელიც არ არის მძიმე, ადვილად და თანაბრად ნაწილდება კანზე. შიმერებს და ჰაილაითერებს გემოვნების მიხედვით ირჩევენ. ზოგს გადაჭარბებულად ბრჭყვიალა კანი მოსწონს, როცა კანი სარკესავით ირეკლავს მზის სხივს ან ღამის განათებას, ზოგს კი უფრო მსუბუქი, ბუნებრივად მბზინავი ელფერი ხიბლავს. Delfy-ს ოქროსფერი შიმერი მეორე კატეგორიას განეკუთვნება და ამით ის 2019 წლის მთავარ ტენდენციას პასუხობს - უფრო ახლოს ბუნებრიობასთან.




ელენე გოგავა, მოდელი

თერმული წყლის გამოყენება ჩემთვის ყოველდღიურობაა. არ აქვს მნიშვნელობა სეზონს, ამინდს და სხვა გარემო პირობებს. სახის კანს მუდმივად სჭირდება სუნთქვა და გაგრილება. შესაბამისად, ჩემს ჩანთაში ყოველთვის თავისი ადგილი უჭირავს ამ პროდუქტს. დამატებითი კომფორტია ის, რომ მისი გამოყენება შეიძლება როგორც სუფთა კანზე, ასევე მაკიაჟზე. მგონია, რომ ქალის ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურება ჩვენი კანი. ამიტომ, სხვა საშუალებებთან ერთად, თერმული წყალიც გვეხმარება კანი არ გამოგვიშრეს და ნაადრევი ასაკობრივი პრობლემები თავიდან ავირიდოთ. ჩემი რეკომენდაციაა, ყველა ქალბატონმა სახის ყოველდღიური მოვლა ამ პროდუქტის გამოყენებით დაიწყოს.

მანიკა ასათიანი, ტელეწამყვანი, მოდელი

Delfy-ს ჰაილაითერების პალიტრა, ჩემი აზრით, ყველა ქალისთვის must have პროდუქტია. იმისთვის, რომ ჩვენი მაკიაჟი გამოიყურებოდეს ცოცხლად და ვბრჭყვიალებდეთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ეს საუკეთესო საშუალებაა. ფერების მიხედვით შეგვიძლია შევუხამოთ ჩვენი დღის მაკიაჟს. არა მარტო სახეზე, არამედ სხეულზეც შეგვიძლია გამოვიყენოთ მხრებზე, ლავიწის ძვლებზე, თან, სეზონსაც ხომ აქვს მნიშვნელობა?! ჩემი აზრით, შემოდგომას განსაკუთრებით უხდება სიბრჭყვილე და ოქროსფერი გამა!


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: თიკო ჭიღლაძე
ვარცხნილობა/მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა