City News
ნინო ბერიძის ახალი ეტაპი
ახალი ეტაპი ცხოვრებაში ზოგჯერ მოულოდნელად, ზოგჯერ კი დაგეგმილად იწყება. პირველი თითქოს უფრო მარტივია რადგან არ ელი და მოულოდნელად გიწევს სიახლეებთან შეჯახება. მეორე ბევრად რთულია - გიწევს უკვე შექმნილი კომფორტის ზონის დატოვება და ახალი გამოწვევების დასახვა. ნინო ბერიძემ უფრო რთული ეტაპი აირჩია. კლინიკის დაარსებიდან ცხრა წლის შემდეგ, შექმნა სრულიად განსხვავებული კონცეფციის ორი ახალი კლინიკა - ბავშვთა სტომატოლოგიური და ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორთოდონტიული ცენტრი.


ჩვენი ინტერვიუ ახალი კლინიკიდან იწყება. ვცდილობ ზუსტად გადმოგცეთ, თუ რა გრძნობა ეუფლება პაციენტს ამ კლინიკაში პირველივე მისვლისას - საოცარი სიმშვიდე, კომფორტი. შესვლისთანავე, მოხიბლული ხარ ფერებით და სივრცით. თითოეულ კაბინეტს იქვე აქვს პაციენტის მოსაცდელი ადგილი. ეს ატმოსფერო ნამდვილად გავიწყებთ, რომ სტომატოლოგთან ხართ ვიზიტზე. გავიწყდებათ, რომ პაციენტი ხართ.
ვიდრე თავად ნახავთ ამ ახალ სტანდარტებზე აგებულ კლინიკას, "სითი" მისი შექმნის ისტორიას გიამბობთ.




- ჩემი კლინიკა 2010 წელს დავაარსე. თავიდან ვიყავით ხუთი ექიმი, ძირითადად ჩემი მეგობრები, რომლებიც იყვნენ ჩემი თანამოაზრეები. სამი ბორმანქანით დავიწყეთ მუშაობა და ასე გავერთიანდით საერთო იდეის, "ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის" გარშემო. პაციენტების რაოდნეობის ზრდამ თანამოაზრეების რაოდენობის ზრდაც გამოიწვია. გავფართოვდით და მივხვდით, რომ სხვა სივრცე გვჭირდებოდა უფრო მაღალი სტანდარტების, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი. რეალურად რა სურვილებიც მქონდა და როგორც წარმომედგინა ჩემი საოცნებო კლინიკა, ისეთი გამოვიდა ახალი ცენტრი. კლინიკა დაყოფილია ზონებად: გამიჯნულია პაციენტების მოსაცდელი სივრცე და მიღების ადგილი. გავითვალისწინეთ ყველა ნიუანსი, რომელიც პაციენტს მაქსიმალურად მოუხსნის სტომატოლოგთან ვიზიტის დისკომფროტს.

მეამაყება Planmeca ProMax® 3D Plus ულტრათანამედროვე სამგანზომილებიანი ტომოგრაფიის აპარატი, რომელიც შევიძინეთ. ეს არის ბოლო თაობის ტომოგრაფიის აპარატი, რომელიც საქართველოში პირველია. ძალიან დიდი გაფართოებით ვხედავთ სახსრებს, ყბებს, სასუნთქ გზებს და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძალიან დაბალი დასხივებით ხდება. სწორი მკურნალობის დასაგეგმად, ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილი დიაგნოსტიკა. ამიტომ, განსაკუთრებით დიდი ყურადღება დავუთმეთ მას. გვაქვს ცალკე ოთახი ფოტოდიაგნოსტიკისთვის. ესეც მნიშვნელოვანი ეტაპია ზუსტი დიაგნოზის განსასაზღვრად. ვაკვირდებით ბავშვების განვითარებას დინამიკაში. მკურნალობის დროს, ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი ჩნდება. მათ გამორიცხვაში გვეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები, რითიც სრულად არის აღჭურვილი ჩვენი კლინიკა.




სალომე არშბა, ტელეწამყვანი

სტომატოლოგიურ კლინიკაში მე და თინა ერთად დავდივართ. ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, რომელიც მე და თინას კლინიკაში დაგვხვდება. მოსიყვარულე და მომღიმარი თანამშრომლები, საბავშვო ინტერიერი. ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს თინაზე. ყურადღება გადააქვს სხვა დეტალებზე და მღელვარება და სტრესი მომენტალურად ქრება. მეც მავიწყდება ნერვიულობა, როდესაც მომღიმარ ექიმს ვხედავ და როცა სტომატოლოგიურ კლინიკაში სასიამოვნო გარემოა. ამ კრიტერიუმებს ნინო ბერიძის ორივე კლინიკა აკმაყოფილებს. ამიტომ, მე და თინა ჩვენს ღიმილს მის გუნდს სიამოვნებით ვანდობთ.
კონცეფცია, რომელიც ნინო ბერიძის "ბავშვთა სტომატოლოგიურ ცენტრს" აქვს, სრულიად განსხვავებულია. პატარა პაციენტების მიღება მოსაცდელ სივრცეში იწყება თამაშით. ასე იწყება ექიმისა და პაციენტის ნდობა, რომელიც შემდეგ კაბინეტში გრძელდება. თუმცა არც კაბინეტია სტანდარტული: მანიპულაციების დროს, ბავშვები საყვარელ მულტფილმებს უყურებენ და ზოგჯერ სულაც არ უხარიათ პროცედურის დასრულება.




ნინო ბერიძე

ბავშვთა ცენტრი დაუბრუნდა პირვანდელ ნიშას. ეს ის ჩანაფიქრია, რაც კლინიკის დაარსებისას მქონდა. ახლა უფრო სრულყოფილი გახდა ჩემი სურვილი. ასეთი სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც მხოლოდ ბავშვთა სტომატოლოგიას ეთმობა, არ არსებობს თბილისში. კლინიკის ექიმები გადამზადებული არიან პედიატრიულ სტომატოლოგიაში. მათ უხარიათ ბავშვებთან მუშაობა. გარემო ისეთია, რომ ბავშვებს არ ეშინიათ სტომატოლოგთან ვიზიტის. ბავშვთა სტომატოლოგიაში გამორჩეული იყო ელენე ხარაშვილი, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. სწორედ ელენემ შეკრა ბავშვთა ცენტრის გუნდი.




ელენე ხარაშვილი

კლინიკის ინტერიერი აწყობილია ევროპული სტანდარტის მიხედვით. აქ არის გასართობი და მოსაცდელი ოთახი. მთავარია, რომ პირველი კომუნიკაცია შედგეს არასტრესულ გარემოში _ ასეთია ადაპტაციის ოთახი. ამ დროს იცვლება ინტერესები და ყალიბდება მეგობრული ურთიერთობა. შემდეგ ვიზიტზე, უკვე კაბინეტში ხდება მანიპულაციები.
კლინიკაში ყველა ტიპის სტომატოლოგიური მომსახურება ტარდება - მათ შორის, სტომატოლოგიური ორთოპედია, რაც ნაადრევად დაკარგული კბილების აღდგენას გულისხმობს. რაც არ უნდა რთული იყოს მანიპულაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ბავშვები ამ პროცესით ერთობიან. ასე ამბობენ ხოლმე, - "კარგად გავერთეთ". ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი სტიმულია.
ხშირად ვმუშაობთ მშობლებთან. ვუხსნით, რომ ერთი წლიდან უნდა მიიყვანოს ბავშვი სტომატოლოგთან. ასევე, ვაძლევთ რეკომენდაციებს კვების რეჟიმზე, ჰიგიენაზე. ჩვენს კლინიკაში არის ასეთი პროგრამა "პრევენცია მკურნალობის ნაცვლად". ის ბავშვები, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართული, ექვს თვეში ერთხელ დადიან წმენდაზე და მათ არ აქვთ გართულებული პრობლემები. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ყოველ ექვს თვეში ერთხელ ვუგზავნით მშობელს შეტყობინებას და ვახსენებთ გეგმიურ ვიზიტებს. ეს მიდგომა, ცხადია, კარგი ინვესტიციაა მშობლის მხრიდან, რომ სამომავლოდ შვილს ააცილოს გართულებული სტომატოლოგიური მანიპულაციები. ეს არის ევროპაში მიღებული პრაქტიკა, რომელიც დავნერგეთ ჩვენს კლინიკაში და წარმატებით ვახორციელებთ.




ანა კოშაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

"კბილებს უნდა მიხედო" - ეს ფრაზა ბავშვობიდან მესმოდა დედასგან. სწორად კბილების გახეხვასაც მან მიმაჩვია და სტომატოლოგთან სიარულის კულტურაც ჩამინერგა. ტკივილს რომ არ უნდა დაელოდო, ფაქტია. სწორედ ამ ფასეულობას იზიარებს ნინო ბერიძის "ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრი". გარდა ამისა, ჩემს შვილებს მოსწონთ გარემო, რომელიც აქ ხვდებათ. ელენესთან ერთად შეთანხმდნენ, რომ კბილები უნდა გაიწმინდონ და ელოდებიან "კბილების გასაპრილებელ" პროცედურაზე როდის ჩავწერ.
ახალი ეტაპი მხოლოდ კლინიკებთან არ არის დაკავშირებული. ნინო ბერიძე "ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციას" ხელმძღვანელობს და ამ საქმიანობით კიდევ უფრო ზრდის ამ სფეროსადმი ინტერესს. უზიარებს თავის გამოცდილებას ახალგაზრდა კოლეგებს. მათ გამოხმაურებას ხშირად შეხვდებით სოციალურ ქსელში. ამ გზავნილებით კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა საქმე, რომელიც ნინოს სახელთან არის დაკავშირებული.




ნინო ბერიძე

საქართველოში სტომატოლოგიის ყველა დარგი საკმაოდ განვითარებულია. ბავშვთა სტომატოლოგია ძალიან დაჩაგრული იყო. ამიტომ, გადავწყვიტე რომ დამეარსებინა `ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაცია.~ ბედნიერი ვარ, რომ წელს `საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაცია~ `ბავშვთა საერთაშორისო სტომატოლოგების ასოციაციის~ წევრი გახდა. სწორედ მათი გენერალური მდივანი გვეყოლება წელს სტუმრად, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს გაუზიარებს სხვადასხვა უნივერსიტეტს. ჩემთვის სტიმულია, მსმენელების დამოკიდებულება როგორც ასოციაციის მოხსენებებზე, ისე ჩემს ტრენინგებზე. ახლახან, ჩვენი კლინიკის ფარგლებში, მე და ანა მეტრეველმა - კლინიკის ერთ-ერთმა ორთოდონტმა, ახალგაზრდა ორთოდონტებისთვის სპეციალური სასწავლო კურსი დავიწყეთ. პირველი ნაკადის მიღება დასრულდა და უკვე შევსებულია მეორე.




ვუსმენ ნინოს და ვხვდები, რომ ეს მხოლოდ ახალი ეტაპი არ არის, ეს მისი ყოველდღიურობაა, რომელიც სავსეა სიახლეებით და გამოწვევებით. "სითი" და "ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი" თითქმის "თანატოლები" არიან. ნინოს წარმატება ჩვენც ძალიან გვეამაყება. შემდეგი შეხვედრისას სხვა "ახალი ეტაპის" შესახებ მოგიყვებით. დარწმუნებული ვართ, ის უფრო მეტად საამაყო იქნება.
ტექსტი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა