City News
დროა . . . „ვორლდკლასის“ დროა
თუ თქვენ წლებია ვარჯიშობთ და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევთ, ეს სტატია გადაფურცლეთ, "ჩასქროლეთ", ჩაუარეთ. მოკლედ, მე ჯერ თქვენთან შესახვედრად მზად არ ვარ.

თუ თქვენ ჩემსავით ასი ათას საქმეს აკეთებთ, პრინციპში, ძალიან კარგად, თუ თქვენ
Power Girl/Power Woman ხართ, მყარად დგახართ ფეხზე და შემოსავალიც მეტ-ნაკლებად ნორმალური გაქვთ, თუ თქვენ ჩემსავით დიდი ოჯახი გყავთ, თუ თქვენ, სახლში მისული, ჩემსავით დაღლილი, აუცილებლობად თვლით ბავშვების სასკოლო ამბების გაცნობას, დილით მათ გაცილებას, მესამის, რომელიც საზღვარგარეთაა, ამბების გაგებას, დახმარებას, მასთან ერთად ყოფნას, თუ თქვენ ჩემსავით, ამ ყველაფრის პარალელურად, კვირიდან 5 დღე მაინც გიწევთ ფორმაში ყოფნა, პრეზენტაციებზე, შეხვედრებზე, ინტერვიუებსა და ლექციებზე სიარული და... თუ თქვენი მეუღლე ყოფილი სპორტსმენია და დღესაც მაგრად გამოიყურება (შეიძლება ჩემსაზე ასჯერ მაგრადაც, მაგრამ ყველას თავისი ეჩვენება უკეთესი, ხომ იცით), თუ თქვენ ჩემსავით ყოფილი ტელეწამყვანი ხართ და ძალიანაც რომ მოინდომოთ ამ საყვარელ და კუსკუსა ქალაქში ვერსად დაიმალებით, თუ თქვენ ჩემსავით ასჯერ დაიწყეთ და შეაჩერეთ ვარჯიში, რადგან ჯერ იმ ერთადერთს ვერ მიაგენით, თუ თქვენ ჩემსავით სიგარეტს დაანებეთ თავი (ვაშა!!!! და აღარასდროს დავიწყებ!) და ეს მოსაკლავი და გადასაგდები სასწორი უკვე +8-ს აჩვენებს და ბოლოს, თუ თქვენ ჩემსავით უკვე აღარ ხართ 20, 30 ან ამ ციფრებთან მიახლოებული წლის, როცა ათდღიანი წიწიბურას დიეტით 10 კგ-ს იკლებდით, მაშინ არსად არ წახვიდეთ, დარჩით ჩემთან და ჩემთან ერთად თქვით, - დროა, "ვორლდკლასის" დროა!

"ვორლდკლასი" ჩემს ცხოვრებაში 2017 წლის შემოდგომაზე გაჩნდა. სწორედ მაშინ, როდესაც სკანდინავიაში დაფუძნებული, მსოფლიოს ნომერ პირველი ფიტნესკლუბის წარმომადგენლობა, არც მეტი, არც ნაკლები, თბილისის ფილარმონიის შენობაში გაიხსნა. მისი ელჩები ჩემთვის იყვნენ ადამიანები კოსმოსიდან: იქნებოდნენ ეს სერტიფიცირებული მწვრთნელები თუ იდეალურ ფორმაში მყოფი ქეთი ხატიაშვილი, "ვორლდკლასის" ერთ-ერთი სახე და წევრი.

"მეც მინდა ასე" - ვწერდი 2017 წლის ბლოგში ქეთიზეც და აქაურობაზეც. მაგრამ, იცით რა მოხდა? ვერ გავბედე!




ცოტა "შანელის" მაღაზიასავით იყო ჩემთვის იქაურობა. არა იმდენად ძვირი (მე დიდი გოგო ვარ, ბევრს ვმუშაობ და უკვე დიდი ხანია მივხვდი, რომ საკუთარი ჯანმრთელობისა და გართობისთვის ფული უნდა დავხარჯო, რომ საუკეთესო მივიღო), რამდენადაც მიუწვდომელი. მე თითქოს მერიდებოდა აქაურობის. ვამბობდი ჩემთვის, "მოდი აი, დავიკლებ 5-8 კილოგრამს, ჩავიცვამ მაგარ სპორტულ ფორმას და მერე მივალ". ხვდებით ალბათ, რას ვგულისხმობ. მაგრამ დრო და წლები ისე გავიდა, რომ ვერც ვარჯიშის სწორ რიტმზე გადავედი და ვერც სწორ კვებაზე, ჰოდა, ამასწინათ, კიდევ ეთხელ რომ ჩავუარე, მივხვდი რომ მორჩა, მე დროის ყველანაირი ლიმიტი ამოვწურე და ეს დიდი, გაშლილი სივრცე, თბილისზე მაგარი ხედებით, მაღალი რანგის პროფესიონალი მწვრთნელებით, საქართველოში საუკეთესო სპორტული მოწყობილობებით, ჯგუფური ვარჯიშებით თუ ინდივიდუალური ინსტრუქტორებით, გაკრიალებული, სუფთა და ახალი - საჩემოა. მე მისთვის მზად ვარ და ვიწყებ.

საკუთარ თავს 3 თვის ვადა მივეცი. "ვორლდკლასელთა" რჩევით, პირადი მწვრთნელი ავიყვანე, მასთან შეხვედრა აი, ამ ფოტოსესიის გადაღების მეორე დღეს მაქვს. დავიწყებ, სავარაუდოდ, კვირაში ორი დღით. შემდეგი ნომრის გამოსვლამდე, გპირდებით, რომ უკვე სამდღიან რიტმზე ვიქნები გადასული. ჩემი მწვრთნელი გამიკონტროლებს კვებასაც (ამ მიმართულებითაც ჩემი გეგმები მაქვს, მოგიყვებით).

ყველა დეტალს და ნიუანსს, "სითის" შემდეგი ნომრის გამოსვლამდე, ჩემს ინტაგრამგვერდსა და ფეისბუქზე გაგაცნობთ. ხოლო შემდეგი ნომრის ფოტოში, გპირდებით, შავი პიჯაკი და შავი შარვალი აღარ მეცმევა და თამამად გეტყვით, - მე ვარ ეკა ხოფერია, მე ვარ ვორლდკლასი!


ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: თიკო ჭიღლაძე


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ,
ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას
დააანონსებს.
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას დააანონსებს.
17:21 / 11.08.2020
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო
გზა იყო.
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
აქ. ახლა - თიბისის პერსონალური მომსახურება და ახალი რეალობა
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
არდი და ადამიანი - პანდემიის კვალდაკვალ
მარტის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო მოულოდნელად გაჩერდა და მრავალი კომპანიის ოფისის კარი დროებით დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი სადაზღვევო კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
17:38 / 10.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6272
TRY
TRY
1
0.4249
USD
USD
1
3.0747
ამინდი
ბორჯომი 15 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა