City Story
სითი junior
დაახლოებით 10-15 წელიწადში, ბარბარე, ალბათ, 2019 წლის ოქტომბრის "სითის" არაერთხელ დაათვალიერებს. ხან მშობლებთან, ხან ბებია-ბაბუებთან ხან კი, მეგობრებთან ერთად. რასაკვირველია, ფოტოსესია არ ემახსოვრება, მაგრამ "სითის" ფურცლები ერთი წლის ბარბარეს ფოტოებად შემოინახავს.
ეს მისი დებიუტია ჟურნალში. მისი ფოტოებიც პირველად ხდება საჯარო.

ბარბარეს დედიკო, სოფო სულაძე კი, "სითისთან" უკვე დიდი ხანია მეგობრობს და ჩვენი ჟურნალის გვერდები არაერთხელ დაუმშვენებია.

სხვათა შორის, ბარბარეს დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე, მე და სოფო "სითის" ერთ-ერთ გადაღებაზეც ერთად ვმუშაობდით. ის 21-ე საუკუნის საქმიანი დედაა, რომელმაც ზუსტად იცის როგორ გადაანაწილოს დრო საქმესა და ოჯახს შორის და ამავდროულად, როგორ იყოს სულ ფორმაში. ამ ყველაფერზე დაწვრილებით ინტერვიუში თავად მოგიყვებათ.




სოფო, სითი ჯუნიორის "ქავერ გოგო" ხარ. ეს არ არის შენი პირველი `სითი~. როდის დაიწყო შენი ურთიერთობა მასთან და რა გახსოვს?

ჩემი და "სითის" ახლო ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხნის წინ, 2012 წელს დაიწყო, როდესაც დედასთან ერთად, "საქართველოს ბანკის" რეკლამაში გადამიღეს. ამის შემდეგ იყო სხვადასხვა პროექტი, ჩემი ქორწილი და ბლოგი, რომელსაც `სითიში" ვწერდი.
ეს ბარბარეს პირველი "სითია". ის ერთი წლისაა. მანამდე არსად ჩანდა. მოდი, მოყევი როგორ დაიბადა, როგორ ემზადებოდი დედობისთვის ...

ჩემი დანაპირები შევასრულე და ბარბარე ექსკლუზიურად "სითიში" გამოვაჩინე. ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სოციალურ ქსელს ვარიდებდი. ისე კი, აქტიური გოგოა, ყველგან დედასთან ერთად დადის. თავიდანვე მქონდა განცდა, რომ გოგო იქნებოდა და სწორედ გოგოს დედობისთვის ვემზადებოდი ორსულობის პერიოდში. ტრადიციები დავარღვიე და მისი გარდერობის შევსება მის დაბადებამდე დავიწყე.

პრაქტიკული რჩევებიც გვინდა: მკაცრად გაწერილი წესები გაქვს? მაგ: ძუძუთი კვება, სეირნობა...

მკაცრად გაწერილი წესები არ მაქვს. უფრო საკუთარი შეხედულებებით ვმოქმედებ. თუმცა, მიმაჩნია რომ ბავშვისთვის ბუნებრივი კვება ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქედან გამომდინარე, მეც მაქსიმალურად ვეცადე, რომ ბარბარე რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ბუნებრივ კვებაზე.

მაქსიმალურად ბევრი ჟანგბადი! იმ არაჯანსაღი გარემოპირობების გამო, რომელშიც ყოველდღიურად გვიწევს ცხოვრება, საკმაოდ დიდ დროს ბაკურიანში ვატარებ ბარბარესთან ერთად. ამ ზაფხულს, არსებული შეზღუდვებიც დავარღვიეთ და მთიდან პირდაპირ ზღვისკენ გავეშურეთ.




იდეალურ ფორმაში ხარ. როგორ და რამდენ ხანს უბრუნდებოდი შენს ფორმებს და კილოგრამებს?

ფატობრივად, 2 თვეში დავუბრუნდი ჩემს ჩვეულ კილოგრამებს. პირველ რიგში, ვფიქრობ, ეს გენეტიკის დამსახურებაა. განსაკუთრებული დიეტისთვის არ მიმიმართავს და სამწუხაროდ, ვარჯიშის დაწყებაც ვერ მოვახერხე ამ დრომდე. ვფიქრობ, ბავშვი და აქტიური ცხოვრების რეჟიმი, თავისთავად გეხმარება ჩადგე ფორმაში. რაც შეეხება რაციონს, ბავშვის ბუნებრივი კვების პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი ჯანსაღად მეკვება. ახლა კი, ჩემს თავს არანაირ შეზღუდვას არ ვუწესებ (ცომი, ტკბილი, ღამით ჭამა...)

როგორ შეიცვალა შენი დღის განრიგი?

დღის განრიგი ბავშვის განრიგზე მაქვს აწყობილი; დილით ადრე ვიღვიძებ და ადრე ვიძინებ, რაც ჩემთვის ყველაზე რთულად გადასალახი აღმოჩნდა, რადგან ბავშვის დაბადებამდე სრულიად საპირისპირო რეჟიმით ვცხოვრობდი.

მოგვიყევი შენს სამსახურზე. რას აერთიანებს დღეს "დრესაფ ჯგუპი" და რა მიმართულება ჩაიბარე შენ?

"დრესაპ ჯგუფი" ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების საფირმო მაღაზიათა ქსელია, რომელიც ქართულ ბაზარზე წარმოადგენს ათეულობით ცნობილ ბრენდს და უმეტეს შემთხვევაში, მათი ექსკლუზიური პარტნიორია (Levis, Lee & Wrangler, Guess, Lacoste, Gant, Mavi...). ბავშვის გაჩენამდე, აქტიურად ვიყავი ჩართული კომპანიის საქმიანობაში, როგორც ბრენდმენეჯერი და როგორც ფოტოსტუდიის ხელმძღვანელი. იქიდან გამომდინარე, რომ პატარა ბავშვის ხშირად დატოვება არ მიმაჩნია სწორად, უცხოეთში შეკვეთებზე სიარულისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. თუმცა, უახლოეს მომავალში ვაპირებ რომ დავუბრუნდე ამ საქმიანობასაც. მანამდე კი, სტუდიას ვხელმძღვანელობ და აქტიურად ვგეგმავ ჩვენი ბრენდების სტუდიურ და გარე გადაღებებს როგორც ჩვენი ონლაინ გაყიდვების საიტისთვის, ასევე სოციალური ქსელისთვის.




როგორია სამომავლო გეგმები?

ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, იმდენად მჭიდრო შეხება მაქვს მოდის სამყაროსთან, რომ გამოცდილება ამ სფეროში დღითიდღე მატულობს. უფრო დიდი გამოწვევების წინაშე ვაპირებ დავაყენო ჩემი თავი და ვგეგმავ საკუთარი ტანსაცმლის ხაზის შექმნას.

როგორია შენი სტილი და უშუალოდ რა გავლენა იქონია ამ სამსახურმა შენს სტილზე?

ამ სამსახურმა ნაწილობრივ შეცვალა ჩემი ჩაცმის სტილი - "სპორტ-ქეჟუალიდან" გადავინაცვლე "სმარტ-ქეჟუალზე", რომელიც უფრო ახლოსაა "ბიზნეს ქეჟუალთან", მაგრამ მეტ თავისუფლებას გაძლევს ფეხსაცმლის შერჩევისას, რაც ასევე კომფორტულია ჩემი დატვირთული დღის რეჟიმისთვის.

სოფო, სად ხედავ შენს თავს 10 წლის შემდეგ...

10 წლის შემდეგ, ჩემს თავს ვხედავ ბევრი შვილით, პირველ რიგში და საქმიანი იმიჯით, კვლავ მოდის სფეროში.




ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: კახაბერ შარტავა
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თუ ერთხელ მაინც გქონიათ
შეხება სასტუმრო საქმესთან საქართველოში, თქვენ მას იცნობთ. თუ არ
იცნობთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ ამ სფეროს შესახებ თითქმის
არაფერი იცით.
თუ ერთხელ მაინც გქონიათ შეხება სასტუმრო საქმესთან საქართველოში, თქვენ მას იცნობთ. თუ არ იცნობთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ ამ სფეროს შესახებ თითქმის არაფერი იცით.
10:30 / 15.11.2019
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს
მივაკითხეთ.
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს მივაკითხეთ.
14:11 / 14.11.2019
რა არის
AICAR
რა არის AICAR
11:20 / 14.11.2019
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა
ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის
თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში
გაიმართა.
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში გაიმართა.
14:31 / 13.11.2019
ექიმად მუშაობის პირველი
გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს
ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ,
გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო
ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია
სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები
ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება
უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის
ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის
განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის
ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და
მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის
და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
ექიმად მუშაობის პირველი გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
13:14 / 13.11.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
შემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
ადამიანი ორკესტრი
თუ ერთხელ მაინც გქონიათ შეხება სასტუმრო საქმესთან საქართველოში, თქვენ მას იცნობთ. თუ არ იცნობთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ ამ სფეროს შესახებ თითქმის არაფერი იცით.
10:30 / 15.11.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2779
TRY
TRY
1
0.5169
USD
USD
1
2.9723
ამინდი
ბორჯომი 1 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი -1 °C
img
გამოწერა