City Story
ჩემი სივრცე
ნინო დარასელი და მარიტა ბერიძე
"სითის" ტრადიციადქცეული რუბრიკის, "ჩემი სივრცე" გადასაღებად, ამჯერად, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, "ლაბორატორია ჩემი სახლის" მაღაზია-შოურუმში, ყველასთვის კარგად ნაცნობ ავეჯის, განათებისა და აქსესუარების გერმანული ბრენდის "კარე" მაღაზიას ნინო დარასელთან და მის შვილთან, მარიტა ბერიძესთან ერთად ვესტუმრეთ. გოგოებმა, ბრენდის განსხვავებული, თანამედროვე და არაორდინალური დიზაინის ავეჯითა და აქსესუარებით, აქ საკუთარი გემოვნებით, სხვადასხვა სივრცე შექმნეს.
ნინო დარასელი, ჟურნალისტი




მე არ მიყვარს დატვირთული ინტერიერი. მინიმალიზმს ვამჯობინებ. ერთიც უნდა აღვნიშნო, მინახავს ულამაზესად დატვირთული ინტერიერები, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი გემოვნებაა საჭირო.
ფერები
გააჩნია რას ვაწყობთ; თუ საძინებელია, მშვიდ და ერთ ტონში გარდამავალ ფერებს ვისურვებდი. თუ მისაღები - შეიძლება ფერების, სტილის და სხვასახვა მატერიის კომბინირება.
აქსესუარები
სახლს, ჩემი აზრით, უხდება ნახატები და მცენარეები. ყვავილების თაიგული.
მთავარი დეტალი ოთახში



ჩემთვის ოთახში მნიშვნელოვანია მაღალი ჭერი, მაღალი ფანჯრები და სინათლე. ამიტომ მიყვარს, ალბათ, ძველი სახლები.
იქიდან გამომდინარე, რომ ალოკოჰოლი არანაირი სახით არ მიყვარს, ბარი ამ სახლში ჩემი ფავორიტი ადგილი არ იქნებოდა. თუმცა, რადგან მისი არსებობა სახლში დიდ სივრცეს, სტუმრიანობას და მხიარულ თავყრილობებს გულისხმობს, ინტერიერი ჩემთვის წვეულებასთან და შამპანურთან ასოცირებულ ფერებში გადავწყვიტე.




ძალიან მომწონს ინტერიერში დიდი ზომის ნახატები. თუმცა, დღეს აქ არაერთი ნივთი ვნახე, მაგალითად ეს საათი, რომელიც ასევე ალამაზებს კედელს და ოთახის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი დეტალი ხდება.
კარგია, თუ სასადილო ოთახს დიდი სივრცე ექნება. ამ შემთხვევაში შევძლებთ დავდგათ ისეთი მაგიდა, რომელიც ბევრ სტუმარს დაიტევს. სკამი უნდა იყოს აუცილებლად მოსახერებელი, რადგან შენი ოჯახის წევრებს და სტუმრებს, შეკრებისას, მინიმუმ ერთი
საათი მაინც უწევთ იქ ჯდომა. მიყვარს სანთლები მაგიდაზე, თან იმდენად, რომ 90-იანების ტრავმაც ვერ მოერია ამ სიყვარულს. და, რა თქმა უნდა, სიმწვანე.
სასტუმრო ოთახი დასახელებაშივე გულისხმობს, რომ შენ გარდა, იქ სტუმრებმაც კომფორტულად უნდა იგრძნონ თავი. ამ შემთხვევაში, შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ სამეულს, რომ ის იყოს მოსახერხებელი, რბილი და, რა თქმა უნდა, ლამაზი.
მარიტა ბერიძე




მე ვოცნებობ ოთახზე, სადაც კედლები ვარდისფერ ფერებში იქნება გადაწყვეტილი. თუმცა, შეიძლება ოთხივე არა. ავეჯი რბილი, იასამნისფერი, ცისფერი ან ღია ნაცრისფერი. ოთახში მინდა საქანელა ან ჰამაკი. საწოლი მინდა ფარდებიანი.

ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ,
ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას
დააანონსებს.
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას დააანონსებს.
17:21 / 11.08.2020
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო
გზა იყო.
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
აქ. ახლა - თიბისის პერსონალური მომსახურება და ახალი რეალობა
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
არდი და ადამიანი - პანდემიის კვალდაკვალ
მარტის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო მოულოდნელად გაჩერდა და მრავალი კომპანიის ოფისის კარი დროებით დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი სადაზღვევო კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
17:38 / 10.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6272
TRY
TRY
1
0.4249
USD
USD
1
3.0747
ამინდი
ბორჯომი 15 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა